რას უპირებს ტრამპი ქართველ ნჯო-ებს?!

რას უპირებს ტრამპი ქართველ ნჯო-ებს?!

ანალიტიკოსების მოლოდინით, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რასაც ტრამპი განახორციელებს, ამერიკელ გადამხდელთა ჯიბიდან სხვა ქვეყნებში მოქმედი არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტაა. თუ ეს ასე მოხდება და არასამთავრობოებს დაფინანსება შეუწყდებათ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა თავისთავად ჩაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რატომ იჩქარა ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონის შემოტანა, რის გამოც ასე გადაიკიდა შიდა და გარე ძალები?!

უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი მზადაა, გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონებს შეელიოს, თუკი იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია. ამის მზაობას გამოთქვამს პრემიერი ირაკლი კობახიძე.

თუ ვინმე დამარწმუნებს გამჭვირვალების კანონის არადემოკრატიულობაში, მაშინ ამ კანონზე უარს ვიტყვი, -ამბობს ირაკლი კობახიძე.

რა ელით ქართველ ნჯო-ებს ტრამპის პირობებში?!

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რთული სათქმელია, ტრამპი აკრძალავს თუ არა სხვა ქვეყნების ენჯეოებისთვის ამერიკული ფულის გაღებას, რადგან ამერიკელებისთვის ეს წვრილმანია. თუმცა პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ არის გარკვეული დაფინანსება, რომელიც სასურველია, დარჩეს, მაგალითად, იუსაიდი 78 მილიონ დოლარს იხდის და ეს შესანიშნავი პროგრამა ემსახურება C ჰეპატიტის აღმოფხვრას საქართველოში.

ეს შესანიშნავი პროგრამაა და ბრწყინვალე შედეგი დგება ამით. განა ეს შეიძლება ჩაითვალოს უცხოეთის გავლენად?! თუ გავლენაა, მაშინ ძალიან დადებითი გავლენა ყოფილა. შეიძლება ჩავყვეთ სიით და დავინახოთ, თუგინდ ეკოლოგიის დარგში, თუგინდ სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში, თუგინდ ჯანდაცვის დარგში განხორციელებულია შესანიშნავი პროექტები და მხოლოდ ვინატრებდი, რომ ამ ხაზით დაფინანსება დარჩეს. მეტსაც გეტყვით, ამ სფეროებში მოღვაწე არც ერთ ენჯეოს, რომელიც იყო ბენეფიციარი და სამინისტროებთან თანამშრომლობით სწორედ ამ ენჯეოების მეშვეობით ხორციელდებოდა ეს პროექტები, არ გაუპროტესტებია გამჭვირვალების შესახებ კანონი. მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მხრებს იჩეჩდნენ, რა სალაპარაკოა, ადრეც ყველანაირი ხარჯი გაწერილი გვქონდა და ახლაც იმავეს გავაკეთებთო, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

მანვე განმარტა, რომ მთავარია, პოლიტიკური ხაზით მოქმედი ენჯეოების პრობლემა ჩაიხსნას და საჭიროა მათი მხილება, როგორც პოლიტიკურად მომუშავე ენჯეოეკრატიის ელემენტების, ესენი არიან კოლექტიური ეკა გიგაურები. ირკვევა, რომ 230 ათასი დოლარი დაუხარჯავთ მაისურებზე წარწერების დაბეჭდვისთვის. ამ საქმეებს რომ შეისწავლი, აღმოჩნდება, რომ თურმე ალალი სიძეა იმ ფირმის უფროსი, ვინც ეს 230 ათასი დოლარი დახარჯა მაისურებში.

ამას გადააყოლეს მთელი საქართველო. მუდმივი კლიენტის სისტემა დამკვიდრდა. ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ადამიანები ხელმძღვანელობენ ერთსა და იმავე ენჯეოებს 15 და 20 წელიწადის განმავლობაში. ეკა გიგაური 14 წელიწადია, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ზედიზედ ხელმძღვანელობს. ამიტომაც დაუძახეს სენატში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხის მოსასმენად. ეს ხომ მარაზმია, რომ საქართველოდან დაუძახეს მერაბიშვილის პოლიციის კაპიტან გიგაურს, რომ მას გაეკეთებინა მოხსენება საქართველოს შესახებ, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ და განმარტა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო, რადგან საქართველოში დამკვიდრდა ენჯეოკრატია. სიტყვა ენჯეოკრატია უცხოელ მეცნიერთა მიერ დამკვიდრებული ტერმინია. საქართველოში ნამდვილი ენჯეოკრატიაა და ენჯეოების მთელი ინსტიტუტი, ჯამში აღებული, არის ინსტრუმენტი სააკაშვილის და მისი ნაცისტების ხელში. უცხოელები ამას ამბობდნენ 2012 წელს, ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. აგერ, ახლა ვიმკით შემზარავ შედეგს - ისმის ბრალდებები, დაფარულობა დაირღვაო. ამ დროს თვითონ ხალხი არ ჩივის, არავინ ამბობს, ვაიმე, ჩემი დაფარულობა დაირღვაო, ენჯეოკრატები კი ჩივიან, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსის აზრით, გამჭვირვალობის კანონის საზოგადოებისთვის მიწოდება სხვა ფორმითაც შეიძლებოდა. კერძოდ, შეიძლებოდა, დამატებითი პუნქტი შესულიყო კანონში და იქ არ ჩაეწერათ, რომ თუ უცხოეთიდან შემოვიდა დაფინანსების 20%-ზე მეტი, მაშინ არის საჭირო რეგისტრაცია და ანგარიშვალდებულება. ხომ შეიძლება, ამით ისარგებლონ ხაზარაძეებმა, ოქრიაშვილებმა, კეზარაშვილებმა, მულტიმილიონერებმა. მით უმეტეს, ხაზარაძეზე ბევრი ამბობს, მილიარდერი არისო ფარულად, ამათ რომ დააფინანსონ ეს ენჯეოები და უარესი გააკეთებინონ, მაშინ რა მოხდება?!

ამიტომ მე საერთოდ მოვხსნიდი სიტყვა უცხოეთის ხსენებას და დავწერდი, რომ უნდა იყოს გამჭვირვალეობა ყველა შემთხვევაში, განურჩელად იმისა, იქნება ეს უცხოეთიდან წამოსული დაფინანსება, თუ ადგილობრივი დამფინანსებელი. თორემ ასე ენჯეოების დაფინანსების მექანიზმები არსებობს, კოლექტიური ხაზარაძეები უპრობლემოდ გადაიხდიან რამდენიმე მილიონს, მათთვის ეს კაპიკებია და თანაც მერე მიიღებენ თავიანთ ბანკებში კრედიტებს დასავლეთიდან. ასეთი სქემა დატრიალდება, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი რომ არ მიგვეღო, ჯერ ერთი, არავინ იცოდა, ტრამპი გახდებოდა თუ არა პრეზიდენტი, მეორეც, ამ კანონმა, რომელიც რბილზე რბილია და არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, გამოაჩინა, ვინ ვინ არის, ვინ არის ქვეყნის მოღალატე და ვინ არის ქვეყნის მოკეთე.

ამიტომ სავსებით ნორმალურად და აუცილებლობად მიმაჩნდა ამ კანონის შემოღება. ამ კანონმა გააკეთა თავისი საქმე, ჯერ ერთი, ვნახეთ, რა ამბები მოაწყვეს ამათ მარტის თვეში 2023 წელს, რა ამბები მოაწყვეს შარშან და წელს გაზაფხულზე, ბოლოს კი საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი წლევანდელ არჩევნებზე, როგორც პარტიულმა ორგანიზაციებმა და არა-არასამთავრობოებმა. ამიტომ ხელისუფლების მიერ შემოტანილმა კანონმა თავისი არსებობა გაამართლა, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

 

 

ლაზი ენჯეოების დაფინანსება, ყველა წყაროდან, უნდა იყოს გამჭვირვალე. ისე ხაზარაძისაგან მაგათ დაფინანსების შანსი ნაკლებია. ეგრე ნაიბარაზე არ გაფანტავს ეგ მილიონებს. ჯერ ეს საარჩევნო პერიპეტიები ჩაამთავროს და მერე ნახავთ როგორ შემოიფერთხავს ელისაშვილ-დოლიძეებს, სოფრომაძეებიანად.
როდის იყო, მგელი კრავს ბალახით უმასპინძლდებოდა.
ისე, საერთოდ ვისი გამოგონილია ეს თვითმარქვია სამოქალაქო საზოგადოების, ე.წ. წარმომადგენლები.
როდის დაავალა მაგათ სამოქალაქო საზოგადოებამ სადმე წარმომადგინე და ჩემი სახელით ილაპარაკეო?!
საზოგადოების წარმომადგემლობითი ორგანო პალამენტია და იქ არჩევაა საჭირო. ესენი დარესტრირდებიან 20 ლარად და მეორე დღეს თურმე ჩემი წარმომადგენლები ხდებიან მთელ სამყაროში, ჩემგან დაუკითხავად და აქეთ მამადლიან თავს.
გაგონილა?! პეტრე, პავლეს ფულს უხდიდეს და პავლე ხალხს ემსახურებოდეს?!
ჩვენ ვუხდით პარლამენტარებს ფულს და ისინი არ გვემსახურებიან, ჩვენ რომ გვჭირდება ისე.
ვიღაცისგან ფულგადახდილი ენჯეოშნიკები რატომ მოიკლავენ თავს ჩვენთვის მსახურებით, ვითომ!?
1 კვირის უკან
amo კარგია, ლაზი.
1 კვირის უკან
მარბიელი ტრამპის ამაგს ვერასდროს გადავიხდით, თუ გიგაური-დოლიძე-ლომჯარია-ჩხიკვაძე-პატარაიებს თავისთან წაიყვანს; ან კიდევ უკეთესი - პოლინეზიის რომელიმე კუნძულზე ფსევდოლიბერალური საქმიანობის ამოსაქაჩად
5 დღის უკან