ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს

ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს

უკვე ცნობილია, ვინ დაიკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებს. თავდაცვის მდივნის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი აირჩია. მას სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, მსახურობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში.

ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ეროვნული დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი ჩაუდგება სათავეში. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად კი დაკოტის გუბერნატორი კრისტი ნაომი დასახელდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად ტრამპმა კონგრესმენ მაიკ უოლცის კანდიდატურა წამოაყენა.

თანამდებობა ერგება ილონ მასკსაც. ტრამპმა ის, ვივეკ რამასვამისთან ერთად, „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მარკ რუბიოა.