რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი შუა დერეფნის კონტროლი და არა ამ პროექტის ჩინეთისთვის ჩაშლა

რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი შუა დერეფნის კონტროლი და არა ამ პროექტის ჩინეთისთვის ჩაშლა

აშშ- საპრეზიდენტო არჩევნები, მართლაც, ისე კეთილად გასრულდა, ვითა სიზმარი ღამისა: იმიტომ რომ წინასაარჩევნო დაძაბულობა ერთ დღეში და ეს დღე არჩევნების დღე იყო, უცებ გადაიზარდა სრულ სიმშვიდეში, როდესაც გაიმარჯვარესპუბლიკელების“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა და თვით ჯოზეფ ბაიდენმა მოუწოდა თავის ამომრჩეველსა და მთელ აშშ-ტემპერატურის დაწევა“, რადგან, მისი თქმით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ არ უნდა გიყვარდეს, როდესაც იმარჯვებ (ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, თუ ამ თეზას ჩვენებურ პოლიტიკოსებსაც დაასწავლიდნენ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორები). თუმცა ეს ისტორია, ვფიქრობ, მაშინ დაიწყო, როდესაც . . „ჰოლივუდურისკანდალი აგორდა და პოპსამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი პირი (ფი დიდი) დააკავეს, ენით აუწერელი ბრალდებებით. ამ ფაქტმა და ცხადია, ბრალდებებმა, ტრამპის მოწინააღმდეგეჰოლივუდელებისრულად გაანეიტრალა: გვახსოვს მათი ტრამპის საწინააღმდეგო აქციები და გამოსვლები წინა საპრეზიდენტო არჩევნებისას და იმ არჩევნებამდე ტრამპის პირველად პრეზიდენტობისას. ახლა კი ყველასთვის ცხადია, რომ, თუ ვინმე მსგავსის გამეორებას მოინდომებს, კომპრომატებიც არ დაახანებს ზემოხსენებული ფი დიდისთეთრიწვეულებებიდან. შესაძლოა, ამიტომაც გაიკრიფა აშშ-დან ტრამპის გამარჯვების შემდეგ არც თუ ცოტაჰოლივუდელი“, მინიმუმ, 4 წლის ვადით.

ამის პარალელურად, გეოპოლიტიკური პროცესი გაჭედილია როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. ამდენად, უპრიანი იყო, ავანსცენაზე ისეთი პერსონის გამოჩენა, ვისაც შეეძლო აშშ- იმიჯის გადარჩენა (მაგალითად, ვინც უკრაინის რუსეთთან გაყოფას თავის თავზე აიღებ და მასვე აჰკიდებენ სამომავლოდ პასუხისმგებლობასაც, პათოსით, აი, დემოკრატები რომ ყოფილიყვნენ სათავეში, ამას არ დაუშვებდნენო). ტრამპი ამ როლისთვის მისწრება კანდიდატურაა.

ამასთან, ჰარისსა და ტრამპს შორისაც ხმები დამაჯერებლად გაიყო ტრამპის სასარგებლოდ, ანუ ამერიკელი ამომრჩევლის ორად გაყოფის ვერსიაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, რადგან ორად გაყოფა პოლარიზაციას ნიშნავს (არადა ამერიკული საარჩევნო მოდელი ლამის ერთი ამომრჩევლის სიზუსტით ადგენს გამარჯვებულს), რაც არც თუ სახარბიელო ფაქტი იქნებოდა ამერიკული პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

ასევე, აშშ- საკანონმდებლო ორგანოშიც ისე განაწილდა ხმები, რომ ტრამპის იმპიჩმენტიც გამორიცხულია (ანუდემოკრატები უბრალონი იქნებიან, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს ტრამპმა უკრაინისა თუ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით);

აი, ევროპა კი ისევ კაბალურ მდგომარეობაში რჩება: რადგან ტრამპის პრეზიდენტობისას დაწყებული საქმე აქტიურად გააგრძელა აშშ- ამჟამად მოქმედმა პრეზიდენტმა ბაიდენმა: ამერიკული ძვირად ღირებული თხევადი გაზით ჩაუნაცვლა ევროპას რუსული იაფი გაზი, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა ფრიად დაზარალდა (აქვე შეგახსენებთ, რომ პირველად სწორედ დონალდ ტრამპმა შესთავაზა ევროკაშირს ამერიკული გაზი, რაზეც ევროპელებისგან უარი მიიღო, ძვირიაო). უკვე გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპი, როდესაც საპრეზიდენტო ვადას მეორედ შეუდგება, აპირებს, საბაჟო გადასახადი დაუწესოს ევროპულ საქონელს, რაც მას, ცხადია, გააძვირებს და არაკონკურენტუნარიანს გახდის. რაც, ასევე, მძიმე დარტყმა იქნება ევროკავშირის ქვეყნების ამერიკული გაზის სიძვირით დარტყმული ევროპული ეკონომიკებისთვის.

ისევ ჰაერში რჩება ჩინეთის საკითხიც: შეგახსენებთ, რომ პირველად ეკონომიკური ომი ჩინეთს სწორედ დონალდ ტრამპმა გამოუცხადა და ჩვენც აგვიკრძალა მისმა წარმომადგენელმა მაიკლ პომპეომ ანაკლიის პორტის ჩინური ფულით აშენება. აშშ-სთვის, ბუნებრივია, ხელსაყრელი არ არის ჩინური იაფფასიანი ტვირთების ევროპისკენ გატარება, მათ შორის, არც შუა დერეფნით, რომელიც გადის სამხრეთ კავკასიაზე და, შესაბამისად, საქართველოზეც. მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესია, რომ ჩინურმა ტვირთებმა ისევ რუსეთზე გაიაროს, ანუ მოსკოვიცაა დაინტერესებული, რომ ჩვენი დერეფანი გაუქმდეს და ის გაუქმდება ავტომატურად, თუ სამხრეთ კაკასიის რომელიმე ადგილას დაიწყება არეულობა. შესაბამისად, ვინც, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ისევ ეცდება არეულობ მოწყობას, დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის ინტერესზე დაასხამს წყალს. რაც მთავარია, კარგად ვიცით (საკუთარ ტყავზეც), რომ, როდესაც აშშ-სა და რუსეთის ინტერესები ემთხვევა (სხვა საკითხებში რაოდენ დაპირისპირებულებიც უნდა იყვნენ), ეს ჩვენთვის, როგორც წესი, ცუდად მთავრდება ხოლმე.

როგორ შეიძლება, მოაგვაროს დონალდ ტრამპმა ჩინეთისა და ისრაელის პრობლემები, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სწორედ ტრამპმა აღიარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი თავისი პრეზიდენტობისას. ამ თემაზე მამუკა არეშიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

ტრამპი იყო, ვინც ეკონომიკური ომი გამოუცხადა ჩინეთს, რომ აეღორძინებინა ამერიკის სამრეწველო დარგები. ჩინეთიდან ქარხნები დააბრუნა ამერიკაში. ამ ფონზე, როგორ შეიძლება, დაალაგოს მან ურთიერთობა ჩინეთთან, როდესაც დაპირისპირებულია რუსეთთანაც? ის ხომ ვერ გახდება რუსეთის ან ჩინეთის მეგობარი? ამ სამკუთხედში რა შეიძლება, მოიმოქმედოს ამერიკის ადმინისტრაციამ, თუნდაც, ახალმა?

- საქმე ის არის, რომ ჩინურ ეკონომიკაში არსებობს ამერიკული და ბრიტანული კაპიტალის ფაქტორი. ამას ჰქვია მეხუთე თუ მეშვიდე კოშკი ჩინურ ეკონომიკურ სპექტრში, რომლის კარიც ღიაა ანგლოსქსური ინვესტიციებისა და ანგლოსაქსებთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამის ძალიან კარგი მაგალითია ანაკლიის პორტის მშენებელთა ანატომია. იქ ხომ ორი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას?! ჩინურის უკან ჩანს ამერიკული ფინანსური ჯგუფის ყურები, ჰონკონგურის უკან კი - ბრიტანულის. თან, ვიცით, რომელი ორგნიზაციებია ჩართული ამ საქმიaნობაში. იმის თქმა მინდა, რომ ჩინელები იმდენად ფრთხილობენ და გააზრებულად მოქმედებენ, რომ არასდროს ცდილობენ ვინმესთან კონფრონტაციას, განსაკუთრებით, პოლიტიკურს, ეკონომიკური - კი ბატონო. ავიღოთ შუა დერეფნის თემა, რომელიც ძალიან აღიზიანებს და აწუხებს დასავლეთს და დასავლეთში არ ვგულისხმობ ევროპას, იმიტომ რომ ევროპას სჭირდება ეს დერეფანი, იმიტომ რომ 700-მილიარდიანი ტვირთბრუნვა აქვს ჩინეთთან. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს: ბევრს ჰგონია, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაჩეროს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები სხვა რამეს გააკეთებს, ეცდება, რომ ეს პროცესი აკონტროლოს.

ეს ჩვენთვის კარგი ვარიანტია.

- და მთავარია ამ პროცესის კონტროლი და არა შეჩერება. კონტროლის შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში, ყოველთვის შეიძლება, გადაჭრა გზა. დღეს რუსეთი არის ჩინეთის პარტნიორი, ოღონდ უმცროსი პარტნიორი. უმცროს პარტნიორზე ქვემოთ თითქოს რაღაა, მაგრამ მაინც შეიძლება, დაქვეითდეს მისი სტატუსი, იმიტომ რომ ჩინეთი ძალიან ეფექტიანად იყენებს რუსეთის რთულ მდგომარეობას და იმას, რომ რუსეთის არც ერთ ხელისუფლებას მძლავრი ეკონომიკური ბაზის შესაქმენლად არ უზრუნია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამდენად, პეკინი ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთმა ამაში ხელი არ შეუშალოს. მეორე მხრივ, შუა დერეფნის გამო რუსეთმა შეიძლება, გაბრაზება გამოავლინოს, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მის არსებობას შეუქმნას საფრთხე. გადაკეტოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი დერეფანი და ამით დამთავრდება ყველაფერი. ასე რომ, ერთია ტვირთების გატარება და მეორე - ამ ტვირთების კონტროლი, მეორე, მე რომ მკითხოთ, უფრო მნიშვნელოვანია.

ეს ძველი თამაშის წესია, როდესაც რუსეთს მისცეს წილი, მაგალითად, ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ საერთაშორისო მილსადენების პროექტში.

- დიახ, ამის ნათელი მაგალითია ბაქო-ჯეიჰანი. აღარ მახსოვს, რამდენია „ლუკოილის“ წილი, თუ თავიდან არაფერში იღებდა მონაწილეობას, უბრალოდ იყო მეწილედ, მერე ჩაერთო და ხშირად ვითომ აზერბაიჯანული ნავთობის ნაცვლად რუსული ნავთობი გადის ევროპაში, მაგრამ რას ვიზამთ.

იყო მოსაზრება, რომ აშშ რუსეთს გამოიყენებდა ჩინეთის წინააღმდეგ, ახლა რა გამოდის: შეიძლება, ჩინეთის მეშვეობით დაუპირისპირდეს რუსეთს?

- ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვისთამაშებს, ასე იყო ყოველთვის მიღებული და ესაა ანგლოსაქსური პოლიტიკის განსაკუთრებული თვისება: დასჭირდება, რუსეთს დაუპირისპირებს ჩინეთს, დასჭირდება ჩინეთს - რუსეთს, მაგრამ, თუ ინსტრუმენტზე ვილაპარაკებთ, რუსეთი უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩინეთის საწინააღმდეგოდ, ვიდრე ჩნეთის გამოყენება რუსეთის საწინააღდმეგოდ, ჩინეთი შეიძლება, გამოიყენო, კონკრეტულიემიდან გამომდინარე, თორემ ჩინეთი, ჯერ ერთი, იმ ტიპის სახელმწიფოა, რომ ასე მარტივად ვერ გამოიყენებ და მეორე - არ გამოგაყენებინებს თავს. მაგრამ, თუ მისი ინტერესები თემატურად დაემთხვა შენს ინტერესებს, შესაძლებელია, შენი პარტნიორი აღმოჩნდეს და აღმოჩნდეს შენი პარტნიორი რუსეთის წინააღმდეგაც. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის რკინიგზის გაჩერება. დასავლურმა სანქციებმა გააჩერა რუსეთის რკინიგზა, ჩინეთი ხომ ითვლება რუსეთის პარტნიორად და მეგობრად საერთაშორისო პოლიტიკურ მედიაში?! მაგრამ ასე არ არის, იმიტომ რომ, როგორც კი დასანქცირდა რუსეთის რკინიგზა, ჩინეთმა გადასარევად ისარგებლა ამ მომენტით და რუსეთს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ხომ შეეძლო, ჩინეთს, რომ ის პროდუქცია მაინც, რაც რუსეთში სჭირდება, რუსეთის რკინიგზით ეტარებინა?! მაგრამ არა, შექმნა პრობლემები და ამის გამო რუსეთი იძულებული გახდა, რომ ბევრად დაბალი ფასით მიეყიდა თავისი ენერგომატარებლები, რომ ჩინეთი გარკვეულრეფერენციებზე დაეთანხმებინა. იგივეა საბანკო სისტემასთან დაკავშირებითაც: ბევრ ჩინურმა ბანკმა, განსაკუთრებით, მსხვილმა ბანკებმა უარი უთხრეს რუსულ ბანკებს ფინანსურ ოპერაციებზე ამ სანქციების კონტექსტში. მოკლედ, ჩინეთი ყოველთვის სათავისოდ ცდილობს ყველას გამოყენებას და ის კონკრეტული ქვეყანა, რიმელიც მას თემატურად კონკრეტულ თემაში გაყვება, იქნება იმ მომენტში მისი პარტნიორი, სხვა დროს - სხვა გახდება მისი პარტნიორი, ისევ და ისევ კონკრეტული თემიდან გამომდინარე.

ახლახან ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუგონარი რამ თქვა: ჩვენ იძულებულები ვართ, ვიყიდოთ რუსული ნავთობი, რათა რუსეთმა უფრო ძვირად არაყიდოსო, არადა რუსეთი უფრო იაფად ჰყიდის ახლა. მე მეგონა, მხოლოდ ჩვენ გვაშტერებდნენ ასეთი განცხადებებით და ევროკავშირის მოსახლეობაც იმავე დღეშია?

- ადამიანს, რომელიც დაკავებულია თავისი ყოველდღიური საქმიანობით, სოციალური პრობლემებით, არ აქვს იმის დრო, რომ პოლიტიკურ ნიუანსებში ჩაიხედოს. ასე რომ, დაშტერებული კი არ არის, უბრალოდ მხოლოდ ზედაპირს იგებს პოლიტიკის, ნიუანსებს არ უღრმავდება და ურსულა ფონ დერ ლაიენის ნათქვამიც ამაზეა გათვლილი: ცნობიერებაში დარჩეს ადამიანს, იმისთვის, რომ რუსეთი ჩვენზე იყოს დამოკიდებული, უნდა გავაგრძელოთ მისგან ენერგომატარებლების შესყიდვა. სისულელეა, რასაკვირველია, მაგრამ ეს ჩვენ გვესმის, რომლებმაც ვიცით ეს საკითხი, ჩვეულებრივ ადამინმა არ იცის ან უნდა დაფიქრდეს, ფიქრის დრო კი ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ ადამიანებს.