დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე დაესწრნენ.
როგორც თამარ ქაროსანიძემ აღნიშნა, მსგავსი სახის შეხვედრები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის: „თავდაცვის სამინისტროს დიდი სურვილი აქვს რომ ჯარი არ აღიქმებოდეს როგორც დახურული ინსტიტუტი. ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საზოგადოებისთვის ცნობილი საინტერესო მოღვაწეები ხვდებოდნენ და იყოს ინტენსიური დიალოგი მათ შორის არამხოლოდ თავდაცვის და სამხედრო თემატიკაზე, არამედ იმ საკითხებზე, რაც ჯარისკაცს, როგორც საზოგადოების წარმომადგენელს, შეიძლება აინტერესებდეს და აწუხებდეს“.
პრეზენტაციაზე მწერლებმა დათო ტურაშვილმა და ლაშა ბუღაძემ წიგნში მოთხრობილი ისტორიებისა და პრობლემატიკის შესახებ ისაუბრეს. ავტორებმა რამდენიმე ათეული წიგნი ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საჩუქრად გადასცეს.
წიგნი ცხრა ქართველი მწერლის მოთხრობას აერთიანებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების, აივ-ინფექციითა და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას შეეხება. ლიტერატურული პროექტი ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა დაავადებული და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა პრო