„ფაქტია, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ზეწოლის ინტენსიურობა უფრო მეტი იქნება“, - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის ვარაუდით, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთის ზეწოლა უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მხრიდან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზირისთ დაიწყოს ზეწოლა. მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ პოლიტიკურ ელიტაში შეიძლება იყოს გახლეჩვის შემოტანის მცდელობა.
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ზეწოლაზე საუბრობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით ეკონომიკური სანქციების გარდა, რუსეთის არსენალშია ე.წ. მე-5 კოლონის ამუშავება, რომელიც გაცილებით მეტი საფრთხის შემცვლელია ქვეყნისთვის.
for.ge. სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთის ზეწოლა უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. უკრაინის მოვლენების პარალელურად, ეს თემა არაერთხელ გაჟღერებულა ექსპერტების მხრიდან. ბატონო სოსო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთი ზეწოლის მეორე ფრონტს გახსნის საქართველოში?
- რუსეთის გააქტიურება, რასაკვირველია, მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მოხდეს. გეთანხმებით, რომ ეს თემა არაერთხელ გაჟღერდა ჩემი კოლეგის მხრიდან და ეყრდნობა იმ ლოგიკას, რაც ხდება უკრაინაში. ეს აზრი უფრო ადრეც გაჩნდა, როდესაც სომხეთმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სულ ტყუილად უთანამშრომლია ამდენი წელი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. ამის მერე აზერბაიჯანმა მონახა უფრო ღისეული გამოსავალი. გარდა ამისა, ვაკვირდებით და ვაანალიზებთ უკრაინის მთავრობის თავშეკავებულობას, არ გამოიყენოს ძალა.
არ გამორიცხავთ, რომ ძალის არგამოყენება არის რუსეთის ტაქტიკა?
- არ გამოვრიცხავ. რადგან, მოგეხსენებათ 27 იანვარს მოინახულა ბრიუსელი. რასაკვირველია ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე მას არ სურდა პასუხისმგებელი ყოფილიყო უკრაინის სცენარზე, მითუმეტეს, თუ ის ამ პერიოდამდე გახდებოდა რაიმე განსაკუთრებული ძალადობის გამომხატველი. უკრაინული მხარის ანალოგიური მოთმინებაც, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია რუსეთის ოლიმპიადასთან. მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პირები დატოვებენ რუსეთს, ჩაქრება ოლიმპიური ჩირაღდანი, ალბათ, სრულიად განსახვავებული იქნება მიდგომებიც და შედეგებიც.
ანუ, ჩვენ მივიღებთ ნიშნებს, რომ საქართველო არ არის რუსული პოლიტიკიდან ამოგდებული თემა?
- რასაკვირველია.
ზეწოლის რა მასშტაბები იქნება საქართველოს წიააღმდეგ გამოყენებული?
- ის ვადა, რომლითაც, თითქოს, სარგებლობენ რუსეთის ხელისუფალნი 11 კმ-იანი სივრცით აფხაზეთის სიღრმეში შემოსვლით, როდესაც ოლიმპიელები დატოვებენ სოჭს, ეს მოხდება მარტის პირველსავე კვირაში, საინტერესოა გაიჭიმება თუ არა მათი „შიში“ რაიმე საფრთხის მიმართ.
არ ფიქრობთ, რომ აფხაზეთის სიღრმეში შესვლა, საბაბი იყო რუსეთის მხრიდან არადეკვტური ნაბიჯების გადასადგმელად?
- მოდით, ასე ვთქვათ, შეუზრუდავია გავლენები, რომელიც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლისთვის. ყველაზე მარტივი ზეწოლა გახლავთ ქართულ ღვინოში და მინერალურ წყლებში მოულოდნელად მომწამვლელი ნივთიერების აღმოჩენა, რაც უკვე გავიარეთ. მაგრამ, გავუგეთ რა გემო ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა რუსეთის ბაზრის დაბრუნების პირველსავე მცდელობაზე, ცხადია, ეს იქნება გარკვეული უკამყოფილების საფუძველი თავად ქართველ მეწარმეებში.
იქნება ასევე, სხვა ეკონომიკური სანქციები, თუნდაც სატრანპორტო მიმოსვლის გართულიების კუთხით, რაც ასევე გააჩნია რუსეთს თავის არსენალში. ჩემთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველია რუსეთის მე-5 კოლონა, რომელიც ღიად საუბრობს რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობის დათბობის თემაზე. თუმცა, შინაარსი იგივე წინადადების სრულიად განსხვავებულია ქართული ხელისუფლების.
მე-5 კოლონას ვინ წარმოადგენს დღეს საქართველოში?
- მე-5 კოლონის შემადგენლობის სია საქართველოსთვის უცნობია, ვიდრე არ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. ზოგი იქნება ხილული, ზოგი უხილავი. ყურადღება მივაქციოთ ევროკავშირის ელჩის ბოლო ორ განცხადებას, სადაც ის აფრთხილებს ჩვენს მოსახლეობას არ ენდონ ასეთი იდეების გამავრცელებელ თანამემაულეებს, რომ რუსეთი სამოთხეა და ევროპა ჯოჯოხეთი. იმისაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომ უკვე არსებობს ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის მკაფიო ამოცანაა საქართველოს დამკვირდება ევრაზიულ კავშირში.
იმდენად, რამდენადაც ეს ლეგალური ორგანიზაციები არიან, ცხადია, არ უნდა აღმოჩნდნენ რაიმე უსამართლო ზეწოლის ქვეშ, მაგრამ მათთან კომუნიკაციის დამყარება, მათთან დიალოგის და დისკუსიის წარმოება აუცილებელია ახლავე, რომ საზოგადოებისთვის მოულოდნელად მიმზიდველი არ აღმოჩნდეს მათი მიდგომები.
ამ ყველაფერზე უპრიანი პასუხი იქნებოდა, რომ ადგილობრივი არჩევნები გადადებული იქნას ოქტომბრისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გაკონტროლდება რუსეთიდან შემოსული დიდი თანხები. შესაბამისად, იქნება საფრთხე სრულიად უწყინარ პატრიოტებსაც დაბრალდეთ რუსეთის მე-5 კოლონის წევრობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ორი კურდღლის დევნას თავი უნდა დავანებოთ. ჯერ მოვახერხოთ ხელმოწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე.
დაანონსდა, რომ ზაფხულამდე მოვაწერთ ხელს. ამიტომ, სჯობს ცოტაც მოვითმინოთ ძველი ადგილობრივი ხელისუფლება...
- უკეთესი იქნება, რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს ოქტომბერში. რუსეთის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლაზე საუბრის საფუძველი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მან დაიწყო სრულიად მკაფიო, ღია შეიარაღებული აგრესია. ვინაიდან, ამისგან თავის დაზღვევის მეტი საერთაშორისო ინსტრუმენტი არსებობს, ჩვენი კომუნიკაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მოხერხდეს ინდივიდუალური რეჟიმის განხილვა საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, რომ ევროკავშირმა მიიღოს არატრადიციული გადაწყვეტილება და ასოცირების შეთანხმება ავტომატურად ხელმოწერილად ჩაითვალოს იმ დღიდან, როდესაც საჯარო და სარწმუნო გახდება რუსეთის პოლიტიკური-ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ზეწოლა ამ ორ სახელმწიფოზე, მათი ევროპული განვითარების გზის გადახერგვის სურვილით. რუსეთი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ ასეთი ზეწოლის პირველივე ფაქტი ნიშნავს, რომ მოლდოვა და საქართველო უკვე არიან იმ ხელშეკრულების ფორმატის აღმსრულებლები, რომელიც პარაფირებული იქნა ვილნიუსში.
მე-5 კოლონას, რომ დავუბრუნდეთ. თქვენ ამბობთ, რომ უკვე არსებობს ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის მკაფიო ამოცანაა საქართველოს დამკვირდება ევრაზიულ კავშირში. ეს ორგანიზაციები არალეგალურად უკვე მოქმედებენ ქვეყანაში?
- ეს კითხვა უნდა დავუსვათ რუსეთის ლეგალურ წარმომადგენელს. უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას. არის ის ეული, მარტოდ მიტოვებული თუ გააჩნია რაიმე სტრუქტურა, რომელსაც ის ეყრდნობა.
ხაბურძანია ღიად გამოდის ევროინტგრაციის წინააღმდეგ, მისი კრიტიკის ობიექტი გახდა 100-გვერდიანი პარაფირების დოკუმენტი. თუმცა, მის ორგანიზაციას არანაირი გავლენა საზოგადოებაში არ აქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ხელით შეეცდება რუსეთი პოლიტიკური კლიმატი შეცვალოს ქვეყანაში?
- რასაკვირევლია. იგი ასევე აქტურია მედიაში. მე გონია, რომ ჟურნალისტთა ერთ-ერთი გამოვლინება უნდა იყოს ამ ტიპის ინფორმაციების მოკრება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროში და მერე შეჯერებული ანალიზი. არაფერს მიუღებელს თითქოს, არ ამბობს ბატონი ხაბურძანია, ლოგიკასთან მწყრალად არ არის, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ძირითადი ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია, მას მეტი ინფორმაცია გააჩნია რუსეთის გეგმებზე.
არ ვიცი რამდენად გულწრფელია როდესაც მხოლოდ პოზიტივზე საუბრობს, როდესაც კრიტიკულია დღევანდელი ქართული ვითარების მიმართ, იქ ეს თემები გამოყენებულია სწორედ საწინააღმდეგო ვექტორის გამოსაყენებლად და არა რაიმე გულშემატკივრობის განცდით დღევანდელი ვითარების მიმართ. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუ ვცდები, გამიხარდება.
გარდა ხაბურძანიასი, ვინ არის ის პოლიტიკური ფიგურა თუ პარტია, რომელსაც რუსეთი დაეყრდნობა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. შეიძლება ეს ნინო ბურჯანაძე იყოს?
- ბურჯანაძის რუსოფობია არასერიოზულია. ვინც მას იცნობს ეჭვი არ ეპარება, რომ მისთვის ევროპა უფრო კომფორტულია ვიდრე რუსეთი. ანალოგიური განცხადებები გამიგია კახა კუკავას მიმართ. საჭირო არაა რაიმე ტიპის რუსოფიბია. ჩვენ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ მშვიდად და დამაჯერებლად. მეტი ინფორმაცია ხალხს, რა გზით აპირებს ქვეყანა სიარულს. ნურც იმას გავიჩენთ მოლოდინად, რომ 2015 წელს უვიზო მიმოსვლა გვექნება ევროპასთან. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ თაროზე დევს კანოპროექტი მიგრაციის შესახებ.
წლების განმავლობაში წინა ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავდა ევროკავშირი, რომ მზად გვაქვს კანონი მიგრაციის შესახებო. როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ გაასწრო საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღებაში? სწორედ იმიტომ, რომ ეს არ იყო ქართული ხელისუფლების სურვილი. მათ ერჩივნათ უკონრტოლო საზღვრები. ჩინეთიდან თუ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგარნტები, ლამის უფასო მუშა ხელის სახით, ვიდრე დაემყარებინა კონტროლი საზღვრებზე და სახელმწიფოს ნიშანი შეეძინა ჩვენს ქვეყანას.