ჰაიტის დედაქალაქში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს - დაშავებულია ბორტგამცილებელი

ჰაიტის დედაქალაქში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს - დაშავებულია ბორტგამცილებელი

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მდებარე „ტუსენ ლუვერტურის“ საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც Spirit Airlines-ის Airbus A320neo-ს მიმართულებით დაშვებისას ცეცხლი გახსნეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელიც ფორტ-ლოდერდეილიდან (ფლორიდა) მიფრინავდა გადაამისამართეს ჰაიტის მეზობლად მდებარე დომინიკელთა რესპუბლიკაში.

დათვალიერებისას აღმოჩენილია ნატყვიარები. თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოღებულია.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კართან ახლოს, სადაც ეკიპაჟის წევრები აფრენისას და დაშვებისას სხედან, რამდენიმე ნატყვიარია. ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მგზავრები არ დაშავებულან.

ეს ცეცხლის გახსნის მეორე შემთხვევაა საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც ჰაიტის თავზე დაფრინავენ. ოქტომბერში ცეცხლი გაეროს თვითმფრინავს გაუხსნეს.

Spirit Airlines-ში განაცხადეს, რომ ფრენები ჰაიტის მიმართულებით შეჩერებულია. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ორმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ - American Airlines и JetBlue-მ მიიღო.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჰაიტის დედაქალაქს მეტწილად შეიარაღებული ბანდიტები აკონტროლებენ. ქვეყანაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც 2025 წელს არის დაგეგმილი.