ქართული კლუბის განცხადება

ქართული კლუბის განცხადება

ქართული კლუბი ყურადღებით აკვირდება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ საქართველოში განვითრებულ მოვლენებს. ვხედავთ და გვჯერა, რომ ეს არჩევნები სამაგალითოდ მაღალ დონზე იქნა ორგანიზებული, ძირითადად, ჩატარდა ელექტრონულად, რამაც ტექნოლოგიურად მინიმუმამდე დაიყვანა მანიპულციების ყოველგვარი რისკი, ტექნიკურად თითქმის სრულად უზრუნველყო არჩევნების სამართლიანობა და შედეგების უტყუარობა, რის გამოც, პრაქტიკულად, არ არსებობს რაიმე სერიოზული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, რომ ეჭვი იქნას შეტანილი არჩევნების ლეგიტიმურობასა თუ მის დამაჯერებელ შედეგებში.

მიუხედავად ამისა, არ წყდება პოსტ-ლიბერალური ძალების მიერ არჩევნების გაყალბების გამოგონილი, ცრუ მოტივით, ჩვენს ქვეყანაში ე.წ. რევოლუციის ინსპირირების მცდელობანი. ამ მტრული მიზნით მოქმედი „პოსტ-ლიბერალური ინტერნაციონალი“ (იგივე - „გლობალური ომის პარტია“), მისი საერთაშორისო „ბიურო“ თუ მათი ადგილობრივი აგენტურის ქვედანაყოფები, ჯიუტად განაგრძობენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე უკვე ფაქტობრივად „კოგნიტურ ომში“ გადაზრდილ „ჰიბრიდულ შტურმს“ საქართველოზე. ამ გამოუცხადებელი „საზრისთა ომის“ ძირეული მეთოდოლოგია და იმავდროულად, სტრატეგიული იარაღიც - დეზინფორმაციული დივერსიაა, რასაც 24/7-ის ნონ-სტოპ რეჟიმში გააფთრებით აწამოებენ, თუმცა - ყოვლად ამაოდ: არჩევნებმა აჩვენა, რომ მათი მარცხი - ისტორიულად გარდაუვალია. მაგრამ, ისინი არ ეგუებიან არც საქართველოში განცდილ ტაქტიკურ მარცხს და არც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილ სტრატეგიულ კრახს და ჩვენს ქვეყანაში, რომელიც, როგორც ჩანს, მათი მნიშვნელოვანი პლაცდარმია, კვლავაც აგრძელებენ დეზინფორმაციული დივერსიის სპეცოპერაციებს. მათ შორისაა, მაგალითად, სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „მელანმა გაჟონა“, რომელმაც, როგორც ეს იმთავითვე მოსალოდნელი იყო, სრული კრახი განიცადა. ნათელია, რომ ე.წ. რევოლუციის ინსპირაცია „პოსტ-ლიბერალური ინტერნაციონალის“ ადგილობრივი აგენტურული ძალების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება, ამიტომ „საქმეში“ კვლავ აქტიურად ერთვებიან მათი საგარეო პატრონები. ამას მოწმობს ამ დღეებში რამდენიმე უცხო ქვეყნის პარლმანეტარისგან შედეგნილი ჯგუფის, როგორც „რევოლუციის იმპორტიორთა“ დესანტის საქართველოში გადმოსხმაც.

როგორც ჩანს, განცდილმა მძიმე მარცხმა მათ ვერაფერი ასწავლა და არც არაფრის დავიწყება არ სურთ. საუბედუროდ, იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგონ, აღიარონ მარცხი და შეეცადონ, შექმნილ რეალობასთან რამდენადაც შესაძლებელია, უმტკივნეულო ადაპტაციას, ვხედავთ იგივე სურათს, რასაც არჩევნებამდე ვაკვირდებოდით: გრძელდება საქართველოს საშინაო საქმეებში თავხედური ჩარევა და ეს ხდება საერთაშორისო სამართლის, სიმართლისა თუ სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვის ფასად!

საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელი „კოგნიტური ომი“ და საგარეო დეზინფრომაციული დივერსიული თავდასხმები გრძელდება, რისი უამრავი მკაფიო მაგალითი სახეზეა. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი გახლდათ საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება, რაც კვლავ და კვლავ ე.წ. რევოლუციის ინსპირაციის მორიგ ცინიკურ მცდელობას წარმოადგენს. გერმანიის ელჩმა, არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ, რასაკვირველია, მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა - ბერლინის კედლის დანგრევა და მისი 35-ე წლისთავი გამოიყენა ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციების პროპაგანდისათვის, რაც სხვაგვარად ვერასგზით შეფასდება, თუ არა უაღრესად არადიმპლომატიური, ხოლო საქართველოში განვითარებული მოვლენების კონტექსტიდან გამომდინარე, აშკარად არამეგობრული ნაბიჯი.

ბერლინის კედლის დანგრევა წარმოადგენდა გერმანიის გაერთიანების, ევროპასა და მსოფლიოში სამართლიანობის აღდგენის, მთელს დედამიწაზე „ცივი ომით“ მოტანილი დაუნდობელი მტრობის დასრულების, საერთაშორისო სამართლისადმი კაცობრიობის რწმენისა და მომავლის კეთილი იმედების დაბრუნების უდიდეს ეპოქალურ აქტს. ეს ეპოქალური აქტი, უწინარესად, „ცივი ომის“ მონაწილე მხარეების შერიგებისკენ, ღირსეული მშვიდობისკენ მიმართულ კეთილ ნებას გამოხატავდა და არავითარ შემთხვევაში რაიმე დესტრუქციულ ამბოხს, რასაც სამართლის ენაზე ნებისმიერი - მშვიდობინი თუ არამშვიდობიანი რევოლუცია წარმოადგენს!

დარწმუნებულები ვართ: გერმანელს, ევროპული, დიადი ქრისტიანული ცივილიზაციის, რაც სამ უმთავრეს ფასეულობას: ჭეშმარიტებას (veritas), სამართალს (iustitia) და სიკეთის ზეგარდმო მადლს (gratia) ემყარება, წარმომადგენელ დიდი ქვეყნის ელჩს, რბილად რომ ვთქვათ, არ ეკადრება, არაფრით არ შეშვენის რევოლუციების მიმართ ხოტბის აღვლენა, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ამბოხების რეალური რისკი, მართალია, მეტად მცირე, მაგრამ მაინც არსებობს. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ამგვარი ამბოხების ინსპირაცია საქართველოს წინააღმდეგ „პოსტ-ლიბერალური ინტერნაციონალის“ მიერ მოწყობილი საერთაშორისო შეთქმულების ნაწილია, ხოლო გერმანიის ელჩი - ერთ-ერთი შეთქმულთაგანი. დიახ, ეს თითქოს სრულიად დაუჯერებელია, მაგრამ მსგავსი უკადრისი განცხადებები, ისვე როგორც საქართველოში „რევოლუციის იმპორტიორთა“ დესანტის მოვლინება, სწორედ ამას გვაფიქრებინებს, ხოლო ყოველივე ეს, სულ ცოტა, ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემას, რის გარეშეც ვერანაირი პარტნიორობა და მით უმეტეს, ინტეგრაცია ვერ შედგება!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული კლუბი:

1. მკაცრად გმობს საქართველოში ე.წ. რევოლუციის, მშვიდობიანის თუ არამშვიდობიანის ინსპირაციის ყოველნაირ მცდელობას. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი რევოლუცია სამართლის ენაზე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულს, ამბოხებას წარმოადგენს, ხოლო ამბოხების წახალისება, მისი ინსპირაცია, დაგეგმვა თუ მხარდაჭერა აშკარა შეთქმულებაა, რაც ასევე მძიმე, დასრულებული დანაშაულია, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა იგი.

2. მოვუწოდებთ ყველა გარეშე თუ საშინაო ძალას, სანამ დროა, ხელი აიღონ ე.წ. რევოლუციების პროპაგანდასა, წახალისებასა თუ ინსპირაციაზე! ეს საშიში დანაშაულია და ისჯება!

3. დარწმუნებული ვართ, რომ „პოსტ-ლიბერალური ინტერნაციონალი“ სტრატეგიულად, მთელს მსოფლიოში, ამ ეტაპზე მაინც, დამარცხებულია. ასევე, ტაქტიკურად, იგი დამარცხეულია საქართველოშიც. ხოლო ყოველი მცდელობა, მიუხედავად შექმნილი რეალობისა, არ შეეპუონ ამ მძიმე მარცხს და განაგრძონ უაზრო ბრძოლა, რის მაგალითსაც წარმოადგენს საქართველოში არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების ყოვლად უსაფუძვლო, ამიტომაც - უსუსური მცდელობანი, ამ ცრუ მოტივით ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და საბოლოოდ, ამბოხების ორგანიზება, აბსოლუტურად ფუჭია!

4. ვიმედოვნებთ და მოველით, რომ „პოსტ-ლიბელაური ინტერნაციონალის“, იგივე - „გლობალური ომის პარტიის“ დამარცხება მთელს მსოფლიოშიცა და საქართველოშიც გახდება ისტორიის ჩარხის წაღმა დატრიალების საწინდარი!

გვფარავდეს ღმერთი!