კრემლში ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარს უარყოფენ

კრემლში ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარს უარყოფენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საუბარი არ შემდგარა. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, ეს გამოგონილი ამბავია“, - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, The Washington Post-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის გასულ ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც წყაროები აცხადებენ, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, უკრაინაში ომის ესკალაცია არ მოახდინოს. ტრამპმა გამოხატა ინტერესი შემდგომი საუბრებით, რათა განიხილონ უკრაინაში ომის მალე გადაწყვეტა.