ამერიკელმა სამართალდამცავებმა დააკავეს 25 წლის ჯაკეზ მირიკი, რომელიც ტყვიამფრქვევის შენახვაშია ბრალდებული და ეჭვმიტანილია სროლაში ალაბამას უნივერსიტეტში, - იუწყება ABC News.
კვირას სროლას ტასკიგის უნივერსიტეტში (ალაბამას შტატი) ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაიჭრა. ჯაკეზ მირიკი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა.
სროლა დაიწყო დაახლოებით ღამის ორ საათზე კამპუსის ტერიტორიაზე, სკოლის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს.
ეს უკვე სროლის მეორე შემთხვევაა ალაბამაში. 2024 წლის სექტემბერში სროლის შედეგად კლუბ Five Points South-თან დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ათობით ადამიანი.