გერმანიის უსუსურ კანცლერს მთავრობა თავზე დაემხო

გერმანიის უსუსურ კანცლერს მთავრობა თავზე დაემხო

გერმანია პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე. რამდენიმეთვიანი ეკონომიკური სირთულეების და შიდა დაპირისპირების შემდეგ კანცლერის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში პოლიტიკური სურათი შეცვალა. კოალიციური მთავრობა ჩამოიშალა. ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ „მწვანეებთან“ ერთად უმცირესობაში აღმოჩნდა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მიზეზი კანცლერსა და ფინანსთა მინისტრს შორის რამდენიმე თემაზე, მათ შორის უკრაინის დახმარების საკითხზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უთანხმოებაა, რის გამოც შოლცმა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პასუხად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2021 წელს შექმნილი კოალიცია დატოვეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ მთავრობისადმი ნდობის თავიდან გამოცხადების საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა იანვრის ნაცვლად მომდევნო კვირას გაიმართოს.

გერმანიაში მიმდინარე კრიზისს დასავლურ მედიაში ბევრი ეჭვი და ვარაუდი მოჰყვა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება გერმანიის მთავრობაში ამერიკაში ტრამპის გამარჯვებას საეჭვოდ დაემთხვა. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, გერმანიის მსგავსი პრობლემები უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვა ევროპულ ქვეყნებსაც გადაედოს. მათი თქმით, კრიზისი ტრამპის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გარდაუვალია.

ცნობილია და ამაზე არავინ დავობს, რომ ნეოლიბერალ ფინანსთა მინისტრსა და სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინა გახდა. კრისტიან ლინდნერმა დაბლოკა კანცლერის არაერთი მოთხოვნა უკრაინისთვის დახმარების გაზრდის მიზნით შეემსუბუქებინათ ბიუჯეტის ხარჯვის წესები. ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა, საემიგრაციო პოლიტიკა და გარემოს დაცვითი საკითხები - გერმანული მედია წერს, რომ ყველა ამ პრობლემის ერთობლიობით სამპარტიული კოალიცია გახდა ყველაზე არაპოპულარული მთავრობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში. ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე შეუთანხმებლობა კი, საბოლოოდ მთავრობის დაშლით დასრულდა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული ფინანსთა მინისტრის მიდგომას არ იზიარებს კოალიციური მთავრობის კიდევ ერთი წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც. გერმანიის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში ინვესტიცია მთელი ევროპის ინტერესშია. ცნობილია, რომ ამჟამინდელი მმართველი კოალიციის პირობებში, ბერლინმა მხოლოდ 2024 წლის ბიუჯეტში კიევს 7,6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოუყო.

ომის დაწყების შემდეგ, გერმანია გახდა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებელი სიდიდით მეორე ქვეყანა შეერთებული შტატების შემდეგ.

როგორ გააგრძელებს გერმანია ბრძოლას თავისუფლების უზრუნველსაყოფად? ამ კითხვას პასუხი ახლა ბუნდესტაგმა უნდა გასცეს. თუ 733 ადგილიან პარლამენტში ოლაფ შოლცის ახალი კაბინეტი მინიმუმ 367 ხმას ვერ დააგროვებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გერმანიაში ბოლოს ეს გერჰარდ შროდერის მმართველობის დროს, 2005 წლის 18 სექტემბერს მოხდა. ქვეყნის ისტორიაში რიგით მესამე ვადამდელ არჩევნებში, უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მოიპოვა და ანგელა მერკელი გახდა გერმანიის პირველი ქალი კანცლერი, რომელიც ქვეყანას 16-წლის განმავლობაში მართავდა.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტიკაში დამთხვევები არ არსებობს, შესაბამისად, ტრამპის ამერიკაში გამარჯვება და გერმანიაში დაწყებული პოლიტიკური პორცესები ერთმანეთთან თანხვდერაშია. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მოვლენები ევროპაში გერმანიის მსგავსად სხვა ქვეყნებშიც განვითარდება და ის ვასალური მდგომარეობა, რაც მათ ამერიკის მიმართ აქვთ, ადრე თუ გვიან, დასრულდება.

„რა თქმა უნდა, გერმანიაში სიტუაცია ძალიან დრამატულად ვითარდება და, დიდი ალბათობით, შოლცს მოუწევს 2025 წლის მარტში რიგგარეშე არჩვენების ჩატარება. წარმოიდგინეთ უკრაინის ომმა რა სიტუაციაში ჩააგდო გერმანია, რომ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისამდეა ქვეყანა მისული. პირველ რიგში გაზის პრობლემა შეექმნა გერმანიას, რომელსაც რუსეთიდან იღებდა. ამერიკამ ისე აუფეთქა გერმანიას ჩრდილოეთ ნაკადის გაზზსადენის მილები, რომ სიტყვაც ვერ თქვეს. ამან კი სერიოზული პორბლემები გამოიწვია. ეკონომიკურდ ბევრ ავტოგიგანტებს გაუჭირდათ, უმრავლესობამ ქარხნების დახურვა დაიწყეს.

მოსახლეობაში კი შოლცი და მისი მთავრობა სრულიად არაპოპულარულია. დაპირისპირება კი სწორედ უკრაინის ომის 3 მილიარდამდე დახმარების გამო დაიწყო. ფინანსათა მინისტრმა ზუსტდაც რომ სწორად გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ქვეყანაში ამხელა ეკონომიკური კრიზისის გამო უკრაინისთვის ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა სიგიჟეა. ამიტომ მოხდა ის, რაც უკვე დიდი ხანია მოსალოდნელი იყო. გერმიანიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. საქმე ისაა, რომ შოლცი ამერიკის ადმინისტრაციის ბრძანებების პირდაპირ უსიტყვო შემსრულებელია. ადამიანი იმდენად ვასალურ მგდომარეობაშია დემოკარტების წინაშე, რომ საკუთარი კანცლერობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მას საერთოდ არა აქვს მოსახლეობაში რეიტინგი. ადგილობივ არჩევნებში მესამე ადგილას მისი პარტია ძლივს გავიდა. ამიტომ წარმოიდგინეთ, ამერიკის გამო შოლცი თანამდებობის დაკარგვის წინაშე დგას და ამ ნაბიჯზე მიდის - რა დონის ვასალი და მონაა. ის კანცლერი ვეღარ გახდება, თუ არჩევნები დაინიშნა“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ, მსგავსი პრობლემები დაიწყება საფრანგეთშიც და სხვა ევროკავშირის ქვეყნებში. ანალიტიკოსი ფიქრობს, დასრულდება ის დრო, როცა ევროპელი ლიდერები ამერიკის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ და ეს ლიბერალური მონობაც წარსულს ჩაბარდება.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ გერმანიაში დღევანდელი ხელისუფლება და კანცლერი შოლცი ძალიან არაპოპულარულები არიან. ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ შიდა პრობლემები იმდენად ბევრი აქვთ გერმანელებს დაგროვილი, რომ უკვე პატარა მიზეზიც კი საჭირო იყო იმისთვის, რათა ეს განხეთქილება მომხდარიყო.

„სამწუხაროდ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ სამხედრო უპირატესობა მაინც რუსეთის მხარეს არის უკრაინის ომში და სიტუაცია მარტივი არ არის. შესაბამისად, გერმანიაც და სხვა ევროპული დიდი ქვეყნები ათვითცნობიერებენ, რა რისკების წინაშე დგანან. კი ბატონო, ომმა ბევრი პრობლემა განსაკუთრებით ევროპას და გერმანიას შეუქმნა, მაგრამ სიტუაცია ფორნტის ხაზზე არ არის ისეთი მარტივი, რომ ასე ხელაღებით უკრაინის დახმარებაზე ევროპამაც და ამერიკამაც, მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, ხელი აიღონ. უკრაინისთვის ამ დახმარების გაზრდა ფრონტის ხაზზე იმ ბალანსს არ შეცვლის, რაც ახლა არის. ამიტომ ევროპაც და ამერიკაც გაყოფილია და ვერ თანხმდებიან იმაზე, როდის უნდა მოხდეს სამშვიდობო შეთანხმება, რა ფორმით  და ათვლის წერტილი რა უნდა იყოს. უკრაინას რესურსი ეწურება და დიდი დროც აღარ აქვს. ფაქტია სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობა ყოველდღე იკვეთება. ამას ხვდებიან ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, ამერიკაშიც, მით უმეტეს ტრამპის დაპირებები ყველას ახსოვს, რომ უკრაინის ომს დაასრულებს. ამიტომ მაინც არ მჯერა, რომ ევროპამ უკრაინა იმ დონემედე გაწიროს, რომ მან დახმარება საერთოდ ვეღარ მიიღოს და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლოს“,-ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, ტრამპის პრეტენზიები ევროპის მიმართ, რომ უკრაინის ომის დახმარება მათ უფრო მეტად მართებთ, რადგან ომი ევროპის კონტინენტზეა, ობიექტურია. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, უსაფრთხოების საკითხები ევროპას ნამდვილად გადასახედი აქვს და ტრამპი ამ შემთხვევაში მართალია.

Gami ფრაუ შოლცი უფრო მეტად ",ფრაუა" ვიდრე კამსამოლა ანგელა იყო.
2 კვირის უკან
ლაზი რა რეიტინგი და ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, როცა გაპარტახებული უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლივერნაია კალბასას უწოდებს და ეს კი ყურმოჭრილი მონასავით ყლაპავს ასეთ შეურაცხყოფას. ბისმარკი ალბათ საფლავში ტრიალებს, რას დაამსგავსა ამ საცოდავმა ორი მსოფლიო ომის (მართალია წაგებული, მაგრამ მაინც) გამჩაღებელი სახელმწიფო. როთის ნაირების ჭკუაზე რომ დადის, იმტომაც დაემხო თავზე მთავრობა. დაადებს მარტში როთი ვენოკად, ჩვენი ენჯეოების ნაჩუქარ ყვავილებს
2 კვირის უკან