„თუ კანონს გაიწვევ, ბორელის სიტყვა აღმოჩნდება მყარი - მე ვარ მასწავლებელი და შენ მოსწავლე“

„თუ კანონს გაიწვევ, ბორელის სიტყვა აღმოჩნდება მყარი - მე ვარ მასწავლებელი და შენ მოსწავლე“

ევროკავშირის 8 ქვეყნის - ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისს 11 ნოემბერს ეწვევა. როგორც გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ის პირად გვერდზე წერს, საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია მათი გულებისთვის და ასევე, ევროპის შუაგულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგულები არიან. როგორც როთი წერს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები არიან მიმდინარე მოვლენებზე.

11 ნოემბერს რადიკალურ ოპოზიციას დაგეგმილი აქვს საპროტესტო აქცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როთი და მის ამალა, რომლებიც მიმართავენ აქციის მონაწილეებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს მიმართ ვრცელდება, ძირითადად, ევროპელი პოლიტიკოსებისგან მოდის. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ახლაც, მისივე შეფასებით, ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ.

„დაგვიანონსეს, რომ ორშაბათს და სამშაბათს გვესტუმრებიან, სხვადასხვა პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც აქ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, დამარცხდნენ აქ არჩევნებში, ახლა უნდათ, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს. რეალობა არის სხვა რამე და ეს რეალობა იმარჯვებს დღევანდელ სამყაროში, როცა მე დონალდ ტრამპს მივულოცე არჩევნებში გამარჯვება, იქაც აღვნიშნე, რომ ეს არის ნიშანი, რომ საღი აზრი იმარჯვებს და აღქმებზე რეალობა, რაციონალიზმი გაიმარჯვებს, და ამის იმედი მაქვს და ამ იმედით შევყურებთ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. ჩნდება კითხვა - რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ, რასაც ითხოვს დასავლეთი და რატომაც ისინი მზად არიან აღიარონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები? ამ კითხვას პასუხი ჯერ ჯოზეფ ბორელმა გასცა, როდესაც საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა „უცხოური გავლენის შესახებ“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონებს გაიწვევს, ევროპა საქართველოში ჩატარებებულ „გაყალბებულ“ არჩევნებს აღიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური იზოლაციით იმუქრება.

ბორელის შემდეგ, საქართველოს ულტიმატუმს უყენებს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი. მარტა კოსმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად პირველ წინაპირობად იმ კანონების თავიდან მოშორება გვიბრძანა, რომლებიც მისი თქმით, ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს.

„თუ ისინი გადაწყვეტენ, ევროპულ გზას დაუბრუნდნენ, მე ვიქნები პირველი, რომელიც გააგრძელებს ამ პროცესს, მაგრამ გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს. ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებების პროცესი, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩართვა კანონების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ, პირველი წინაპირობაა, თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“ არის ჯანსაღი და სინამდვილეში ემსახურება იმას, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა.

„არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა, სადაც ქალს შეუძლია გადაეწეროს კაცად, ან კაცი შეიძლება გადაეწეროს - თუ ვინმეს დაამტკიცებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?! ამ დონის აბსურდზეა საუბარი. ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. ასევე, ბავშვებში არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში, არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპელი ლიდერების ულტიმატუმის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს კანონის გაუქმებაზე, შესაბამისად, მოთმინებით დაელოდებიან დასავლეთის შემდეგ ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებაში. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს მხარდაჭერას უცხადებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და მათ შორის ლიბერალური მედია.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ულტიმატუმის მიზანია ლგბტ პერსონაჟად წარმოაჩინონ „ქართული ოცნება“.

„ლგბტ კანონი და ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც ერთი მხარე ავლენს და მეორე ეტყვის, რომ აბა, შეწყვიტეო, ასეთ შემთხვევაში რა გამოდის? ვინც დატუქსავს ის არის უფროსი და ინიციატორი უმცროსი, ეგრევე ლაგდება იერარქია. როგორც საქართველოში ჩამოსულმა ბორელმა გვითხრა, ჩვენ მასწავლებლები ვართ და თქვენ მოსწავლეებიო, აი, ამ სტილს აგრძელებენ ახლაც. სხვანაირი საუბარი არც იციან, მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ შოლცს თავზე ემხობა თავისი ცხოვრება, დაიშალა კოალიცია. ისეთი ფინანსური კრიზისია, რომ „ფოლცვაგენი“ ხურავს ქარხნებს და ა.შ. ამ დროს პოულობს დროს და ენერგიას თითი დაუქნიოს საქართველოს.

ანეკდოტური სიტუაციაა. ან უნდა ვაღიაროთ, რომ საღი აზრი არ აქვთ და ინერციით თამაშობენ რაღაცა როლს, როცა რაღაცა უნდა გვისაყვედურონ და გვთავაზობენ ამ კანონების გაწვევას იმისთვის, რომ მერე თითქოს დიდი სიამოვნებით მიგვიღებენ და თავზე ხელს გადაგვისვამენ. მაგრამ თუ კანონს გაიწვევ ისევ ბორელის სიტყვა აღმოჩნდება მყარი - მე ვარ მასწავლებელი და შენ მოსწავლე. აი, ამისთვის აკეთებენ ამ იდიოტობას ახლა, რომელშიც არ დევს პოლიტიკური შინაარსი, არამედ არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ აგრძნობინონ მსოფლიოს როგორ დგება საქართველო ცალ ფეხზე და როგორ ცეკვავს დასავლეთის მიერ დაკვეთილ ცეკვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის შეფასებით, დასავლეთი ქართველი ხალხის გზავნილების უგულებელყოფას განაგრძობს, საკუთარი გზავნილების გაზიარებას კი სავალდებულოს ხდის, რაც ცალსახად არა პარტნიორული დამოკიდებულებაა.

„როგორც მარტა კოსმა განაცხადა, ევროკავშირში ელოდებიან, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს „უცხოური ჩარევისა“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს, „ამ კანონების გაუქმება იქნებოდა პირველი ნიშანი და ჩვენ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.“ მარტა კოსი ასევე განმარტავს, რომ მათ მზად აქვთ ფინანსური პაკეტი, რომელიც საქართველოში ამ ორი კანონის გაუქმების შემდეგ შემოვა, აღსანიშნავია, რომ ფინანსური პაკეტი სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებას მოხმარდება.

იბადება ლეგიტიმური და მარტივი შეკითხვა, თუ ევროკავშირის ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სურს და არა საკუთარი ინტერესების გატარება/გაძლიერება, რატომ შეაჩერეს ფინანსური დახმარების პაკეტი? დღევანდელი კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მოზიდვას არ უკრძალავს, ქალბატონი მარტას პასუხი ირიბი მტკიცებულებაა, რომ დასავლეთი საქართველოში არა სამოქალაქო საზოგადოების, არამედ საკუთარი ინტერესის გაძლიერებას ცდილობს, მათთვის მთავარი საკუთარი ინტერესებია და ქართველი ხალხის მოსაზრება, თუნდაც აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით არ აინტერესებთ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

Gami ცისარტყელა როთს მასკულინური დეგენერატი მელია ჩავარდნია გულში.
1 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli საინტერესოა კიდევ რა უნდა მიქაროს, რა ქაქი უნდა ჭამოს ამ დასავლეთმა (ევროკავშირმა), რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ამ ბრიყვების და ამავე დროს ზნედაცემულების გაერთიანებისაკენ სწრაფვაზე?! უკვე ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი გვაკადრეს, დარჩა კიდევ რამე რაც ამ გარყვნილთა კავშირს არ უკისრია?! ამოუწურავია მათი სითავხედე, მათი დამპლური სიტყვა პასუხი, მათი ვერაგული მოქმედებების არსენალი ამოუწურავია! სანამ საბოლოოდ არ გაგვანადგურებენ, ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან არ წაშლიან არ მოგვეშვებიან! დროა პირში ვუთხრათ სათქმელი - გაეთრიეთ საქართველოდან და დაიწებეთ ბოზ ტრაკზე თქვენი უვიზო მიმოსვლა! წადით, წადით!
1 კვირის უკან
დოი სულ გარეკეს ამ უდღეურებმა...
1 კვირის უკან
არაგველი641 მე მომწონს ჩვენი მთავრობა! საქართველოს ისტორიული მტრების მოდიფიცირებული თანამედროვე ურდოები ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. მთავარია მთავრობას მხარდაჭერა არ მოვაკლოთ.
1 კვირის უკან