„ცაჰალი“: ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტები დაბომბა

„ცაჰალი“: ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბეირუთში მდებარე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწარმოები დაბომბა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

გარდა ამისა, „ცაჰალის“ მტკიცებით, ებრაელმა ჯარისკაცებმა სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც დაბომბეს. საჰაერო იერიში ბეირუთის დაჰიას გარეუბანზე განხორციელდა.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ათავსებს სისტემატურად „ჰეზბოლა“ მის სამხედრო ინფრასტრუქტურას მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში და ამით ლიბანის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში.