შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1944 წელს დაბადებული ზარი ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 29 იანვარს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას,  ყოფილ სიძეს – კარლო სულავას დანით გულმკერდის და ფეხის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სულავა შემთხვევის ადგილზე გარდაცვალა.

სამართალდამცველებმა  ზარი ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).