ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში დონალდ ტრამპის დაბრუნება ყველაზე დრამატული აღმოჩნდა. ოთხი წლის შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი დატოვა, მილიონობით ამერიკელმა გადაწყვიტა ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
ტრამპის დაბრუნების გარდა, მისმა კამპანიამაც დაწერა ისტორია; ის ორჯერ გადაურჩა მკვლელობას, მისმა ოპონეტმა, ექს-პრეიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ამერიკის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს უპირატესობა მიანიჭონ მას და ამის მიზეზად ეკონომიკასთან და მიგრაციასთან პრობლემებს ასახელებენ.
ტრამპისთვის ეს არის ტრიუმფი კოლაფსის შემდეგ. მას ბრალი ედება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში. და, ის ხდება აშშ-ს პირველი მოქმედი პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისთვის.
სულაც არ არის რთული იმის გაგება, თუ რატომ იწვევს ტრამპი ადამიანებში ასეთ განსხვავებულ ემოციებს. მთელი თავისი კამპანიის განმავლობაში ის უკიდურესად მკაცრი იყო თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
ტრამპის სიტყვები ეკონომიკის შესახებ ხალხისთვის ნათელი იყო
როდესაც საქმე ტრამპს ეხება, ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ნეიტრალური იყოს. ამომრჩეველთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანი იყო კითხვა, რომელსაც ტრამპი სვამდა თავის ყველა მიტინგზე: „ახლა უკეთ ხარ, ვიდრე ორი წლის წინ?“
ამომრჩეველთა უმრავლესობამ ვინც ხმა მისცა დონალდ ტრამპს, BBC-თან საუბარში აღნიშავდნენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეკონომიკა უკეთს მდგომარეობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ზრდის მიზეზები ძირითადად გარე ფაქტორებით არის განპირობებული, როგორიცაა კოვიდ პანდემია, ამომრჩევლები ამაში მაინც მოქმედ ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.
ამერიკელებს ასევე ძალიან აწუხებთ არალეგალური მიგრაციის პრობლემა, რომელმაც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რეკორდულ დონეს მიაღწია. თუმცა, ამომრჩევლები არ გამოხატავდნენ რასისტულ შეხედულებებს და არ სჯეროდათ, რომ მიგრანტები ჭამენ შინაურ ცხოველებს, როგორც ეს ერთხელ ტრამპმა მის მხარდამჭერ აქციაზე თქვა. ხალხი უბრალოდ ითხოვს საზღვრების ეფექტურ დაცვას.
„ამერიკა პირველ რიგში“
ბევრ ამომრჩეველს ასევე ძალიან მოეწონა ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანი: „ამერიკა პირველ რიგში“. მთელი ქვეყნის მასშტაბით, BBC-მ მოისმინა მრავალი პრეტენზია როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ადამიანებისგან. მათი თქმით, მილიარდობით დოლარი იხარჯება უკრაინის დასახმარებლად, როდესაც შესაძლოა, ეს ფული აშშ-ში დაიხარჯოს. სწორედ ამის გამო, მათ ხმა არ მისცეს კამალა ჰარისს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. ამომრჩევლებს სჯერათ, რომ ჰარისი თუ გაიმარჯვებდა, ის ბაიდენის პოლიტიკას გააგრძელებდა, მათ კი ცვლილებები სურთ.
შესაძლოა, ამ არჩევნების ერთ-ერთი პარადოქსი იყო ის, რომ ცვლილებასთან ყველაზე მეტად ასოცირებული ადამიანი იყო ის ადამიანი, რომელიც თავად იყო ხელისუფლებაში ოთხი წლის წინ. მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ტრამპის პირველ ვადასთან შედარებით.
როდესაც ტრამპმა 2016 წელს დაიკავა თანამდებობა, ის პოლიტიკურ სამყაროში ახალი ფიგურა იყო. ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი გარშემორტყმული იყო გამოცდილი პოლიტიკური მრჩევლებით და თანამშრომლებით, რომლებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ ამავე დროს ზღუდავდნენ მის ქმედებებს. ახლა, როგორც ჩანს, მას უკვე აღარ სურს დადგენილი წესებით თამაში.
ტრამპის იმ დროინდელმა მრჩეველებმა და თანამშრომლებმა ახლა მის წინააღმდეგ ბრალდებების კორიანტელი დაატრიალეს. მას „მატყუარა“, „ფაშისტი“ და „სამსახურისთვის შეუფერებელი“ უწოდეს. როგორც კი ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა, მას სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს კაპიტოლიუმის შტურმის წახალისებაში, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტების დამუშავებისა და პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გამო.
თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს აქვს სრული იმუნიტეტი, იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, სანამ ის ასრულებს თავის მოვალეობას. პროკურორებისთვის უკიდურესად რთული იქნება ტრამპის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წარდგენა მისი მომავალი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.
და როგორც პრეზიდენტს, მას ასევე შეუძლია იუსტიციის დეპარტამენტს მიმართოს, რომ მას მოუხსნან ბრალდება 6 იანვრის აჯანყებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ტრამპს შეუძლია შეიწყალოს ასობით ადამიანი, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობისთვის.
ორი ამერიკული ვერსია
საბოლოო ჯამში, ამომრჩევლებს უნდა გაეკეთებინათ არჩევანი ამერიკის ორ განსხვავებულ ვერსიას შორის.
დონალდ ტრამპმა უთხრა მათ, რომ შეერთებული შტატები ახლა წარუმატებელი სახელმწიფოა და რომ მხოლოდ მას შეუძლია ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს.
კამალა ჰარისმა კი გააფრთხილა, რომ ტრამპის არჩევა საფრთხეს უქმნის თავად ამერიკული დემოკრატიის არსებობას. თავისი კამპანიის დროს ტრამპმა ცოტა რამ გააკეთა შეშფოთების შესამსუბუქებლად. მან მაღალი შეფასება მისცა ავტორიტარულ ლიდერებზე, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი. ტრამპმა თქვა, რომ ისინი „კარგ საქმეს აკეთებენ, მოგწონთ თუ არა ეს“.
მან განაგრძო შეთქმულების თეორიების და ხმის მიცემის დარღვევების შესახებ უსაფუძვლო პრეტენზიების გავრცელება - მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო არჩევნები, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა იგი გამარჯვებამდე.
და უნდა გვახსოვდეს: მხოლოდ ამერიკელებს არ მოუწევთ პირისპირ შეხვდნენ მის მეორე საპრეზიდენტო ვადის რეალობას.
ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში „ამერიკა პირველ რიგში“. დონალდ ტრამპმა პირველი ვადის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი ყველა გეგმა. ახლა, მეორე საპრეზიდენტო მანდატით და ბევრად ნაკლები შეზღუდვებით, მას შეუძლია აჩვენოს ამერიკასა და მსოფლიოს, რისი უნარი აქვს.
წყარო: https://www.bbc.com/news/articles/cly2818j7rko