პოლიციამ თელ-ავივში იოავ გალანტის გათავისუფლების შემდეგ გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

პოლიციამ თელ-ავივში იოავ გალანტის გათავისუფლების შემდეგ გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალა

თელ-ავივში მასშტაბური აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქტივისტებმა ქალაქში საავტომობილო გზა გადაკეტეს და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

თელ-ავივსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრი გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მათ შორის არსებული უნდობლობა დაასახელა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ კანონპროექტს ასახელებს, რომელმაც შესაძლოა, ულტრა ორთოდოქსი ებრაელები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლოს.