გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა, რასაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები მოჰყვეს

გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა, რასაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები მოჰყვეს

გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა. DW-ს ცნობით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კოალიციაში კრიზისი ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) ულტიმატუმმა გამოიწვია. FDP შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მწვანეებისგან დათმობაზე წასვლას ითხოვდა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ლინდნერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. შოლცმა თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შოლცს შეუძლია გააგრძელოს მართვა, უმცირესობაში დარჩენილი პარტია ბიუჯეტის დამტკიცებას ვერ შეძლებს, რაც დიდი ალბათობით მარტის დასაწყისში ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს.