„სინამდვილეში, რატომ ეშინია ოპოზიციას პარლამენტში შესვლის? რადგან თანაპარტიელები ტარაკნებივით გაექცევიან და სხვაგან გადაბარგდებიან“

„სინამდვილეში, რატომ ეშინია ოპოზიციას პარლამენტში შესვლის? რადგან თანაპარტიელები ტარაკნებივით გაექცევიან და სხვაგან გადაბარგდებიან“

ქართულ ოცნებას სულაც არ ადარდებს, პროტესტანტები შევლენ თუ არა პარლამენტში, სამაგიეროდ, რადიკალებს სულ სხვა რამ აწუხებთ, რის გამოც არ შედიან საკანონმდებლო ორგანოში და ეს არ არის მხოლოდ არჩევნების გაყალბება-არგაყალბება. სინამდვილეში, საპარლამენტო ცხოვრებაზე რადიკალური ჯგუფების უარს კიდევ ერთი მიზეზი აქვს - პარლამენტში შესვლის შემდეგ არ მიმოეფანტონ თანაგუნდელები და მათი საპარლამენტო მანდატი გამოყენებული არ აღმოჩნდეს.

პარლამენტი ვერ უნდა შედგეს, ვერ უნდა შევიდეს იმ შენობაში... კვირებში უნდა მორჩეს ეს ხელისუფლება, - ისე იმეორებს კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია, გეგონება, ქართული ოცნება დანატრებულია ნაცების და მისი ამფსონების ხილვას საკანონმდებლო ორგანოში.

ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, - ამბობს ნაციონალი სოფო ჯაფარიძე და ახმოვანებს სააკაშვილის დირექტივას, არავინ შევიდეს პარლამენტში, რადგან ახლა არ არის თავზე ნაცრის წაყრის დრო.

ქართული ოცნება ამბობს, რომ არავინ აპირებს ამ ადამიანების მიპატიჟებას პარლამენტში, როგორც ეს მოხდა ოთხი წლის წინ, ეს ადამიანები საბოლოოდ მაინც შევლენ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური რესურსით არც ერთი ოპოზიციონერი საინტერესო არ არის საპარლამენტო მუშაობისთვის.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და, როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტაიზმის ცხოვრება არ ჩაკვდება იმით, რადიკალები შევლენ თუ არა პარლამენტში. არ უნდათ და ნუ შევლენ, ისინი შვიდი თვის განმავლობაში არ შედიოდნენ პარლამენტში 2020 წელს, მაგრამ საპარლამენტო ცხოვრება ჩაკვდა?!

მე, მაგალითად, გამიხარდება, თუ ეს ანტიეროვნული ძალები, ეს აღზევებული ლექი, არაკაცები და არაქალები დაილექებიან და პარლამენტში არ შევლენ. ძალიან ეშინიათ მათ ლიდერებს, კოლექტიურ გვარამიებს და ბოკუჩავებს პარლამენტში შესვლის იმის გამოც, რომ შევლენ თუ არა, გაექცევიან პარლამენტარები. 36 ადამიანი გაიყვანა სააკაშვილმა 2020 წელს პარლამენტში, მათგან რამდენი დარჩა? გადაბარგდებიან სხვა პარტიებში და ტარაკნებივით გაიქცევიან, რადგან მათ უნდათ კარგი ცხოვრება, კარგი ხელფასი და არავითარი იდეები. ადამიანებს, რომლებიც ამ ოთხ დაჯგუფებაში არიან - გვარამია, მელია, ბოკუჩავა და ვაშაძე, ასევე, ხაზარაძე-ლელო, მისი ხალხი და გახარია, არავითარი იდეა, არავითარი პოლიტიკური მრწამსი არ გააჩნიათ. ამ გუნდებს ვერავითარი იდეა ვერ აერთიანებს. ესენი არიან ბანდები, რომელთაც უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შემდეგ ამით ხეირობა. მათ შორის გამორიცხულია მყარი პოლიტიკური ალიანსი, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია, რადიკალური ჯგუფები საბოლოოდ მაინც შევიდნენ პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არსებული პრაქტიკა ამას გვასწავლის. სხვათა შორის, როცა უკვე ხვდებიან, რომ პარლამენტში არშესვლით არაფერი გამოსდით და მათი მილიონერი ლიდერები მათ ღალატობენ, ამის შემდეგ პარლამენტში შესვლას ცდილობენ. სიების ჩახსნა კი არა, ოღონდ არ გაგვრიცხოთო და მერე უწევთ ხოლმე მუცელზე ხოხვა და ხვეწნა-მუდარა, რომ დარჩეთ მანდატი, რომ იყვნენ პარლამენტში.

ანალიტიკოსი იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტალიზმის ისტორია არაფრად არ ვარგა და ნამდვილად არ აქვს აზრი, შევლენ პარლამენტში, თუ გამოვლენ პარლამენტიდან. ერთადერთი, მათ შესვლას საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთში ყოველთვის ასე უყურებენ, აბა, ოპოზიცია თუ არ არის, რისი პარლამენტია?! ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის სრულფასოვანი პარლამენტი.

მახსოვს, უცხოელებს ვეუბნებოდი, რომ 1995 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა მადლენ ოლ ბრაიტი, როცა ჯერ კიდევ შეერთებული შტატების ელჩი იყო გაეროში, შეხვდა მთელ ე.წ. ოპოზიციას და საჯაროდ და გულწრფელად თქვა ამ ქალმა, არ არის ეს ოპოზიცია. მართლაც, ეს ოპოზიცია ერთგული არ არის ეროვნული ინტერესების, პირიქით, ესენი განწყობილნი არიან ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ვეკითხებოდი უცხოელებს, თქვენ რომ ოპოზიციას ეძახით, რეალობას შეხედეთ, ეს ოპოზიციაა?! ნახევარი, ეს არის იგორ გიორგაძის კონტინგენტი პარლამენტში. ამას ეძახით ოპოზიციას? მიპასუხეს, რა ვქნათ, ხომ იცით, ჩვენი მიდგომა და გაიდლაინია, რომ ოპოზიციასთან საჭიროა მუშაობა. მესმის მათი, რადგან სრულყოფილი დემოკრატია და მმართველი გუნდის გამართული მუშაობა თითქმის შეუძლებელია, თუ ქვეყანაში არ არის ნამდვილი ოპოზიცია, ანუ ეროვნული ინტერესების ერთგული პოლიტიკური ჯგუფი ან ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ ე.წ. მოდარაჯე ძაღლის და შოლტის ფუნქციას. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რამე თუ შეეშალა, ნამდვილი ოპოზიცია ამას არ აპატიებს. როდესაც 2022 წელს დაიწყო საომარი მოქმედება უკრაინაში და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველგან მისცა ხმა ომის დასაგმობად - ევროპის საბჭოში, გაეროში, ამ დროს სომხეთი და აზერბაიჯანი თავს იკავებდნენ, ჩვენმა ხელისუფლებამ მაინც ყველა დონეზე დაგმო პუტინის შეჭრა და ომი უკრაინაში. ამის შემდეგ 2022 წლის მარტის დასაწყისში გაეროში შემავალი 193 ქვეყნიდან სულ რაღაც 38 ქვეყანა, ანუ ერთი მეხუთედი საბოლოოდ შეგროვდა ჰააგაში და მათთან ერთად მოითხოვა ჩვენმა ხელისუფლებამ, პუტინის წინააღმდეგ აღძრულიყო კრიმინალური საქმე ჰააგის ტრიბუნალზე. დანარჩენი ოთხი მეხუთედი ქვეყანა სულელი იყო, რომ არ მისცა ხმა პუტინის წინააღმდეგ? ასეთ დროს ჩვენი ოპოზიცია ლოიალური რომ ყოფილიყო ეროვნული ინტერესების მიმართ, ადგებოდა და იტყოდა, გეყოფათ, ხალხო, რატომ ეწევით ამხელა რისკს. აგერ, სააკაშვილის მიერ მოყვანილი ტანკები 30 კმ-ში დგას თბილისიდან, რატომ აღიზიანებთ კრემლს, არ მოხდეს რაღაც უბედურება. ვინმემ თქვა ეს?“,  -აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსი იმასაც იხსენებს, რომ, პირიქით, ჩვენი ოპოზიცია იმეორებდა იმას, რასაც კელი დეგნანი ამბობდა, კიდევ რაღაც გვჭირდება, რომ დაგვიმტკიცოთ, რომ კიევის მხარეს ხართ და არა მოსკოვის. ამ დროს ფინელები როგორ იქცეოდნენ?! ფინელები სტრატეგიულ მოთმინებას და სიფრთხილეს იჩენდნენ 40 წელიწადის განმავლობაში. პრაღაში რომ შეიჭრა საბჭოთა კავშირი 1968 წელს, ფინეთმა ეს მაშინაც არ დაგმო, გაეროში თავი შეიკავა. ასეთი თავის მოკატუნებით ფინელებმა 55 წელს ხრუშჩოვს ხელი მოაწერინეს და გაიყვანეს ბაზები. ამ დროს საქართველოდან რუსის ტანკი ჯერ არ გასულა.

 

თომა 100%
1 თვის უკან
ლაზი გასაგებია, რომ პარლამენტში შესვლით თავისი ამომრჩეველის ნაწილს გაანაწყენებენ და შეიძლება დაკარგონ, მაგრამ ქუჩაში ბოდიალით მათ შენარჩუნებას უზრუნველყოფენ?
ყველამ ხომ კარგად იცის, რომ ყალბად ყვირიან რადგან სინამდვილეში დარწმუნებუკი არიან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ყალბად ყვირილი და საჩვენებლად ქუჩაში დგომა ადვილი საქმე არ არის. ტრამპის გაპრეზიდენტებაც ბევრს გაუტეხს გულს, რადგან ვადაგასული მილერების და ბლინკენების მხარდაჭერამ ეფექტი უკვე დაკარგა. ტრამპი თუ ოცნების მხარდაჭერით არ მოიკლავს თავს, მის საკრიტიკოდაც არ დაკარგავს დროს. მას უფრო დიდი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ლომჯარია-გიგაურების ბჟუტურების მოსმენაა. ვეღარც როთების და ბალტიისპირელი მარიონეტების შეფასებები იქნება ძველებური ძალის მქონე.
ოპოზიციის მთავარი პრობლემა კი მათი ერთობის მოჩვენებითობაა. მათ ყველას საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და არავითარი გამაერთიანებელი იდეა არ გააჩნიათ გარდა რევანშიზმის და პოლიტიკური ჯავშნის მოპოვებისა.
1 თვის უკან