„2003 წლის სცენარის განმეორება გამორიცხულია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში შევარდებიან და „ოცნება“ ჩამოიშლება, ძალიან ცდებიან“

„2003 წლის სცენარის განმეორება გამორიცხულია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში შევარდებიან და „ოცნება“ ჩამოიშლება, ძალიან ცდებიან“

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გამოცხადებული გეგმით იმ მასშტაბის საპროტესტო მუხტის შექმნას, რომლის შედეგადაც 1 ან 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს გამართავენ? როგორც ოპოზიცს გეგმით ხდება ცნობილი, ისინი ცესკოს საბოლოო დადგენილების გამოტანის დღეს, 21 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას აპირებენ. ასევე აქციების პიკი 10 დღის შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა იყოს, როცა სავარაუდოდ, 1 დეკემბერს ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს.

ასევე, საკვანძო თარიღად ოპოზიცია წლის ბოლოს პერიოდს ასახელებს, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები. ეს არის ის მნიშვნელოვანი დღეები, როდესაც ოპოზიციის მტკიცებით, პროტესტი უნდა გაძლიერდეს და გარკვეულ წერტილამდე მივიდეს. ეს წერტილი კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს და „ოცნება“ პროტესტით უნდა აიძულონ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. თუმცა ისმის კითხვა, აქვს კი ამ ლიდერებით და გეგმით ოპოზიციას ამის რესურსი?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანაში მართალია არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობამ 800 ათას მიაღწია და ეს არჩევნების შედეგებით დასტურდება. თუმცა ამ რესურსის გამოყენებას შეძლებს თუ არა ოპოზიცია, საკითხავი ეს არის. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის შეკრების დღეს ძალიან რთულია განვსაზღვროთ რა მოხდება, რადგან მანამდე კიდევ ერთი თვეა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

„არ ვიცი ოპოზიციის ეს გეგმა რამდენად გაამართლებს, რადგან მე, მაგალითად, სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ამის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს. პირველ რიგში ის, რომ ოპოზიციამ ამ მიღებული ხმებიდან 10%-ის ქუჩაში გამოყვანა მაინც უნდა შეძლოს, რომ ყოველდღე აქციები გამართოს. მერე მეორეც, დავუშვათ გამოვიდა ეს ხალხი ერთი კვირა, ხომ იღლებიან, ცივა, ამ ხალხის ჩანაცვლება ხომ უნდა მოხდეს?! ასევე, უმეტესობა ჩვენი მოსახლეობის მუშაობს. ამ სამუშაო საათებში ხალხის დაბარება სრულიად უსაფუძვლოდ თუნდაც სპორტის სასახლესთან ან სასამართლოსთან, რას ემსახურება ვერ გავიგე. ანუ ხდება ხალხის რესურსის გახარჯვა, დაღლა და შედეგი რა გამოვა აქედან?

ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას სჭირდება ნამდვილად ამ რესურსზე ფიქრი და სწორი დაგეგმვა. მერე ამ ერთი თვის განმავლობაში არის გარანტია, რომ ეს ხალხი არ დაიღლება და ხელს არ ჩაიქნევს? ანუ მუხტის შენარჩუნებას შეძლებს კი ოპოზიცია? მეორეც, ვხედავთ, რომ ლიდერების პრობლემაც დგას. თავად ამ ლიდერებში არ არის მუხტი, რაც მოსახლეობას უნდა გადაედოს. ეს კი მათ ამომრჩეველს ნიჰილიზმში აგდებს. ასევე, არ არის იმის გარანტიები, რომ „ოცნება“ ვერ შეძლებს 1 დეკემბერს პარალმეტის შეკრებას. ეს ხომ არაერთხელ გაუკეთებია, ვიცით ამ სცენარის განვითარება. ამიტომ ხალხისთვის იმედის მიცემა ცალკე, რომ აი, პარლამენტს არ შევაკრებინებთ და „ოცნება“ ხელისუფლებას ამის მერე ვინმეს გადააბარებს, ცრუ დაპირებებია“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, დაუშვებელია ვინმემ იფიქროს და იმედი ჰქონდეს, რომ 2003 წლის სცენარის განმეორებას შეძლებენ. ამის მიზეზები კი ბევრია და ოპოზიციამ ეს კარგად უნდა გაიაზროს.

„პირველ რიგში, 2003 წლის სცენარის განმეორება გამორიცხულია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში შევარდებიან და „ოცნება“ ჩამოიშლება, ძალიან ცდებიან. დავიწყოთ იქიდან, რომ 2003 წელს სრულიად სხვა ლიდერები იყვნენ ამ პროტესტის სათავეში და ისინი ხალხის ნდობით და მხარდაჭერით მაშინ სარგებლობდნენ. მეორეც სააკაშვილის მსგავსი ქარიზმა ამ ლიდერებიდან არც ერთს არა აქვს და ხალხიც არ გაჰყვება. მესამე ის, რომ „ოცნების“ ახლანდელი ხელისუფლება შევარდნაძის ხელისუფლების მსგავსად მყიფე და მორყეული არ არის. ასევე, მაშინ ხელისუფლების ცვლილებას დაეთანხმა, როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი.

ახლა კი სიტუაცია სხვანაირად არის. ოპოზიციას დასავლეთისთვის არჩევნების გაყალბება დასამტკიცებელი აქვს. 300 ათასი ხმა რომ გაყალბდა, ამას დამტკიცება უნდა. ამიტომ დასავლეთი ჩუმად ადევნებს ჯერ პროცესებს თვალს და ვის მხარს დაიჭერს და რას იზამენ, არ ვიცით. მნიშვნელოვანი იქნება ამერიკაში ვინ გაიმარჯვებს. ამიტომ ოპოზიციის საქმე ასე მარტივადაც არ არის. გეგმაა საჭირო, რომელსაც ხალხი მიჰყვება. ასე, ქუჩა-ქუჩა სიარულით რას მიაღწევენ, მე მიჭირს პროგნოზი“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გეგმა ეს არის იაფფასიანი პერფორმანსები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არაერთხელ უნახავს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პარლამენტის ე.წ. ბლოკირება, პიკეტირება, ალტერნატიული ცესკოები და მთავრობები ოპოზიციის მხრიდან ადრეც ყოფილა შემოთავაზებული, მაგრამ ფაქტია, რომ მიტინგის ორგანიზატორები თავად არიან დაბნეულები.

„არ ვიცი, ამას თუ გეგმა ეთქმის და თუ ამის გამო დაიბარეს ხალხი ორჯერ რუსთაველზე, მაშინ იმაზე ცუდად აქვს ოპოზიციას საქმე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ხან სპორტის სასახლესთან დაიბარეს ხალხი, მერე შეცვალეს ლოკაცია და სააპელაციო სასამართლოსთან მიიყვანეს. კარვების ქალაქის პროექტი გადაიდო თუ ჩაიშალა, ვერავინ გაიგო, რა მოხდა. ფაქტია, რომ თავად ერთმანეთშიც კი კომუნიკაციის და გაგების პრობლემა აქვთ. მერე ვნახეთ, ვითომ გაბუტული გვარამია როგორ გადგა განზე და პროცესებს შორიდან უყურებდა. მე მგონი ესეც განზრახ გააკეთა და ძალიან კარგად ხვდება, რომ ოპოზიციის გეგმა არის სისულელე და მათთან ადაპტირება აღარ უნდა. მერე გაიშვერს ხელს ამ დანარჩენი ლიდერებისკენ და იტყვის - ხომ ვამბობდი და ა.შ. მოკლედ შიგნითაც უკვე თავის გადარჩენაზე არიან გადასულები. ახლა აქვთ ბოლო ფაზა, რომ რაიმეში მაინც დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩევლები, რომ სერიოზული ლიდერები არიან. არადა ამ დროს ლუზერები, უნიათო პოლიტიკანები არიან. უამრავი მაგალითია იმის თუ როგორ ჩაფლავდნენ, თან არა ერთხელ. ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი არასდროს გასვლიათ, ახლაც ასე მოხდება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ევროკავშირის ლიდერთა მორიგი შეხვედრა იქნება, სადაც ასევე თითქმის ორად არის მოსაზრებები გაყოფილი. აბაშიძე ამბობს, რომ დასავლეთში არ არის ერთიანი აზრი არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ აქაც ოპოზიციის იმედები ფუჭია.

„ევროკავშირის ქვეყნების 13 საგარეო საქმეთა მისნისტრის განცხადება ვნახეთ, რომლებიც საკუთარი ქვეყნების სახელით საუბრობდნენ და არა ევროკავშირის. ხოლო დანარჩენმა 14-მა სრულიად სხვა განცხადება გააკეთა. გამოდის, რომ ევროპაში აზრი ორად არის გაყოფილი და ამათი იმედი, რომ აი, ევროპიდან აღიარება არა აქვს „ოცნებას“, ესეც ფუჭია. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველიც ამ დღეებში უკვე მიხვდა, რომ არ შეიძლება ფსონების დადება იმ ლუზერებზე, რომელბიც არაფრის მაქნისნი არ არიან.

რაც შეეხება პარლამენტის შეკრების დღეს, რა თქმა უნდა, ეცდებიან გარკვეული პორვოკაციების მოწყობას. ე.წ. ბლოკირებას, დაბოქლომებას, ეცდებიან ხმაურის გამოწვევას, ეს კი მაინც არ ასახავს საზოგადოების უმრავლესობის განწყობებს. ეს იქნება მხოლოდ ვიზუალური სურათის შექნისთვის, რომ თითქოს საქართველო ფეხზე დგას და ყველა გაიფიცა. ასეთი პერფორმანსები გვინახია და გავა რამდენიმე ხანი პარლამენტის პირველი სხდომიდან და დადგება ნაცოპოზიციიდან რიგი პარლამენტში შემსვლელთა მსურველების“, - ამბობს აბაშიძე.

Gami For.ge-ს --- უბედურება ის არის, რომ თქვენს ჯილა " ექსპერტს" ძაბირაძე სჯერა რომ არჩევნები 300 000 ხმით გაყალბდა. არ გრცხვენიათ?!
2 კვირის უკან
თომა ყოფილი ედეპელი ძაბირიძე, ნაგავია! რაღა ეგ და რაღა ჩიტაძე ხუხაშვილის წყვილი.
2 კვირის უკან