მოასამართლემ არჩევნებს „განაჩენი“ გამოუტანა, მოსამართლეს კი განაჩენი ოპოზიციამ გამოუტანა

მოასამართლემ არჩევნებს „განაჩენი“ გამოუტანა, მოსამართლეს კი განაჩენი ოპოზიციამ გამოუტანა

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ამით მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. თუმცა, ხუჭუას გადაწყვეტილება, სასამართლოში გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების ირგვლივ, დამატებით, უამრავი კითხვის ნიშანი დასვა. აღნიშნულ გადაწყვეტილება ოპოზიციურ სპექტრში დადებითა აფასებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. საბოლოოდ კი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. ამასთანავე, გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.

ამის საპასუხოდ, საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.

შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაშ ყოფნის დროს პროკურორი იყო, მისი ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნების წაგების შემდეგ, აუცილებელია მარცხის აღიარება:

ყველამ ნახა, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმაც, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები - საინტერესოა, რომ არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს მაშინ პრეტენზია არჩევნების ფარულობის შესახებ, რომ დაირღვა მოქალაქეთა უფლებები. როგორც ვიცი, 23-მა მოსამართლემ განიხილა ეს საკითხი და აქედან ერთმა თქვა, რომ დაირღვა მოქალაქეთა უფლებები და გააუქმა 33 საარჩევნო უბანი. ვფიქრობ, ეს მოსამართლე არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, რომელიც ჩაბუდებული იყო ხელისუფლებაში - თავად და მისი მეუღლე ადეიშვილის მინისტრობის პერიოდში პროკურორები იყვნენ. ამასთან, როგორც ცნობილია, ამ მოსამართლის მეუღლე არის ნაცების თავგამოდებული აქტივისტი, რომელიც მიწაში დებს, ისე წყევლის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.

საქართველოში ყველა უნდა მიეჩვიოს, როდესაც აგებენ არჩევნებს, უნდა თქვან, რომ წაგებული აქვთ. საქართველოში პირველი გადატრიალება 1991-92 წლებში მოხდა, რომელიც არის ყოველგვარი უბედურების სათავე. 2003 წელს, როდესაც საქართველოში ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნების შემდეგ მოხდა თითქოსდა .. ვარდების რევოლუცია, სწორედ ეს იყო 1991-92 წლებში განხორციელებული მოვლენების შედეგი. მიშა და მისი რაზმი ფიქრობდნენ, რადგან იმათ შერჩათ, ჩვენც შეგვრჩებაო და მართლაც შერჩათ. როგორც მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება არ აწყობდა დასავლეთს, ისევე არ აწყობთ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დღეს - სურთ, რომ მაქინაციებით გააუქმონ ამ არჩევნების შედეგები, რაც ვერ მოხდება, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი შეფასებით, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში.

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

კარლო ყველა თავისნაირი ნაგავი გონია ამ დედაკაცს
2 კვირის უკან