როგორც „ქრონიკა“ წერს, უნგრეთის დედაქალაქში იმყოფება ზურაბ ადეიშვილიც, რომელთან ერთადაც მესხელი ხელისუფლების საწინააღდმეგო პროვოკაციებს გეგმავს და იქიდან ამარაგებს „ნაცმოძრაობას“ სამოქმედო სტრატეგიით.
მას შემდეგ, რაც მოახლოებული საფრთხე იგრძნეს, „ნაციონალმა“ ჩინოვნიკებმა, ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს საქართველო. ერთ-ერთი მათ შორის ამირან მესხელიც იყო, რომლის ირგვლივაც არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდებოდა.
კერძოდ, ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებდა, რომ მესხელი საქართველოდან ბელორუსში გაიქცა, თუმცა არც იმას გამორიცხავდა, რომ მესხელი შესაძლოა სააკაშვილის ხელისუფლებას თავიდან მოეშორებინა, რადგან ბევრი რამ იცოდა სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადეიშვილი ოფიციალურად ბუდაპეშტის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, არაოფიციულურად კი დღევანდელი ხელისუფლების წევრებზე კომპრომატებით ამარაგებს თავის მომხრეებს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ადეიშვილი ამ საქმეში მარტო არ არის და მას ხელისუფლებასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებაში, პროვოკაციების მოწყობაში ამირან მესხელიც ეხმარება. ამირან მესხელი და ვანო მერაბიშვილი, ორივენი ახალციხიდან, სოფედ უდედან არიან. მერაბიშვილი მესხელს იმ დროიდან პატრონობდა, როცა შევარდნაძის ხელისუფლებაში რიგითი დეპუტატი იყო, მესხელი კი ჯერ ჟურნალისტიკაში, მერე კი არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მერაბიშვილმა მესხელი ჯერ უშიშროებლის საბჭოში წაიყვანა, შემდეგ კი თავის მოადგილედ დანიშნა.
მესხელს ექვემდებარებოდა სოდ-ი, კუდ-ი და სხვა სპეცსამსახურები. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სულ მალე საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩადენილი, დღემდე გაუხმაურებელი დანაშაულების შესახებ განცახდებას გააკეთებს და მისი ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაიწყება. საქმის გამოძიება წარმოებს ამირან მესხელის წინააღმდეგაც. სავარაუდოდ, მესხელს ბრალად წაუყენებენ ადამიანთა გატაცებას, წამებისა და მკვლელობების ორგანიზატორობას და მათში მონაწილეობას. მასვე ბრალდება „სიკვდილის ესკადრონების“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც იგი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა და ბიზნესმენების დაწიოკება-დაყაჩაღებას ეწეოდა. სწორედ „სიკვდილის ესკადრონებს“ ევალებოდათ ადამიანების გატაცება, მკვლელობა და ცხედრების უკვალოდ გაქრობა.
მესხელი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც შს მინისტრის ოშფორულ ზონებში დარეგისტრირებულ ბანკებში შენახული ფულისა და ქონების შესახებ ყველაფერი დეტალურად იცის. თავადაც, საქართველოში, არაერთ მსხვილ ბიზნესს აკონტროლებდა და მასაც ბევრი აქვს ნაშოვნი. მესხელს სპეციალური ფონდი ჰქონდა გახსნილი, სადაც ბიზნესმენებს ყოველწლიურად მილიონობით დოლარი შეჰქონდათ, თანხები კი მხოლოდ მერაბიშვილზე და მესხელზე ნაწილდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ იმ დაყაჩაღებულ ბიზნესმენებზე ინფორმაციები მესხელს ბუდაპეშტში აქვს წაღებული და ამ კომპრომატების დახმარებით ისევ ატერორებს იქიდან ბიზენსმენებს. თუმცა ამჯერად თანხები სპეცფონდში არ შედის და სახსრები „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას ხმარდება.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მესხელს თბილისში შუამავალი ჰყავს, რომლის მეშვეობითაც ატერორებს ბიზნესმენებს. სავარაუდოდ, ეს ადამიანი მესხელის ძმა, გია მესხელია. გავრცელებული ინფორმაციით, მესხელი ბუდაპეშტში სათადარიგო პასპორტით ცხოვრობს. მართალია მან საკუთარი პასპორტით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, მაგრამ უნგრეთში საცხოვრებლად სხვა პასპორტი გამოიყენა.