„ოპოზიცია ამ აბსურდული გეგმით, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, იმ რესურსაც დაკარგავს, რაც დედაქალაქში ამ არჩევნებში აიღეს“

„ოპოზიცია ამ აბსურდული გეგმით, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, იმ რესურსაც დაკარგავს, რაც დედაქალაქში ამ არჩევნებში აიღეს“

ოპოზიციის გეგმა ცნობილია - პიკეტირება, აქციები, მარში და რაც შეიძლება მეტი დისკომფორტის შექმნა ხელისუფლებისთვის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს იქნება წინააღმდეგობრივი მოძრაობა, რომლიც ხელისუფლებას მუდმივად პრობლემებს შეუქმნის; იქნება ახლებური ნაბიჯები, რომლითაც სისტემის ჩამოშლას შეძლებენ. 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ გეგმის გარშემო ოპოზიციაში ერთიანობა არაა და გარკვეული დაპირისპირება ჩანს. კარვების გაშლის იდეა „ახლის“ ლიდერს ნიკა გვარამიას არ მოუწონეს, რომლიც 4 ნოემბერს არც აქციაზე გამოჩნდა და მედიასთანაც დუმილი არჩია.

რაც შეეხება გეგმას, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი პრინციპები გააცნო.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, პარტიებმა, ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს იმას, რომ „ამ ეტაპისთვის დემოკრატიული ქვეყნებისგან არჩევნებს აღიარება არ აქვს“.

„ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში“, - თქვა ვაშაძემ.

ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. ასევე, მათი თქმით, აგრძელებენ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას.

„ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცესკო. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს და ფარულობა არის დარღვეული“, - თქვა ვაშაძემ.

„ხვალ, დღის 2 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით“, - ეს კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

 მისივე თქმით, „იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება“.

დაპირისპირება ოპოზიციაში

 კარვების გაშლის იდეის ავტორმა პროტესტის დღეს დუმილი აირჩია. ნიკა გვარამია არც „ლელოში“ შეკრებილ კოლეგებს შეუერთდა და არც მათ მსვლელობას. პარტიის მეორე ლიდერმა კი გვარამიას იდეის შესახებ საუბარი საერთოდ არ ისურვა. მელიამ უპასუხა ყველა კითხვას გარდა იმისა - ემხრობა თუ არა კარვების გაშლის ინიციატივას.

კარვების გაშლა ჯერ კიდევ 3 დღის წინ დააანონსა ნიკა გვარამიამ და მაშინვე თქვა, რომ გადაწყვეტილებას კოალიციაში ერთობლივად მიიღებდნენ - თუმცა, როგორც ჩანს, „ახლის“ ლიდერის იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აზრთა სხვადასხვაობაა მეორე ბარიერგადალახულ პარტიაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პროტესტის ყველა ფორმის მომხრეა. თინა ბოკუჩავასგან განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტიის სხვა წევრებს. გვარამიას იდეას ოპოზიციაში რომ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, „ლელოს“ ლიდერის კომენტარმაც დაადასტურა. მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ნაწილს სურს კარვების გაშლა, ნაწილს კი არა. არც გვარამიას იდეას იზიარებენ და არც კარვების აქციაში მონაწილეობას გეგმავენ გახარიას გუნდში.

პარტია „საქართველოსთვის“ მიტინგის ორგანიზებაში ჩართულები არ არიან, თუმცა პროტესტს უერთდებიან. ოპოზიციის ძალისხმევას წარუმატებელ მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი, კარვების გაშლის მცდელობას კი, სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკურ აგონიას უწოდებს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას არა აქვს არანაირი გეგმა და არც მიზანი, რომ რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის გაიცნოთ, ამიტომ იძულებულები არიან ასე დრო გაწელონ და ხალხი აქეთ-იქით ატარონ. მათ რეალურად პარლამენტში შესვლა სურთ, მაგრამ არ იციან როგორ გააკეთონ ისე, რომ ამ სიტუაციიდან მშრალად გამოძვრნენ.

„რაც მე მოვისმინე, მათი სამოქმედო გეგმაა, რომ თბილისელებს, სადაც ყველაზე მეტი ხმები აიღეს, ცხოვრება გაურთულონ. შეუქმნან დისკომფორტი - გადაკეტონ გზები, შეიკრიბონ სადღაც და ეცადონ ქალაქში ქაოსი შემოიტანონ. თუ ამისთვის მისცეს ოპოზიციას თბილისელბემა ხმა და ამას აიტანენ, კი ბატონო. სამშაბათს რომ სამუშაო დღეს 2 საათზე აქციას გეგმავენ, რაზე შეიძლება ამათ ელაპარაკო?! რაღაცა უაზრო პერფორმანსებით უნდათ ხელისუფლება აიძულონ, რომ ეს არჩევნები დათმოს და ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს? რომელ თბილისელს ჰკითხეს და ვისგან მიიღეს თანხმობა, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლისგან, რომ მათ ეს დისკომფორტი მოეწონებათ და გაღიზიანება წავა არა ოპოზიციისკენ, არამედ „ქართული ოცნების“ მისამართით? ეს კინო და სცენები ხომ უკვე ნანახი გვაქვს.

ადრეც ხომ ჰქონდათ მსგავსი მცდელობები, მაგრამ ხალხის რეაქცია რაც იყო, დავინახეთ. რა რაოდენობის ხალხიც მივიდა 4 ნოემბერს რუსთაველზე, ესეც კარგად დავინახეთ. ანუ თბილისის იქით რომ ვერ გადიან და ჰგონიათ მთელი საქართველო თბილისია, ახლა თბილისელების რისხვასაც დაიმსახურებენ, საბოლოო ჯამში. ამ უაზრო გეგმით რატომ ჰგონიათ, რომ მოსახლეობის აგრესია „ოცნებისკენ“ წავა? მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან და ამათ არ მისცემენ საშუალებას მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნან“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამ აბსურდული გეგმით, რომლიც აქეთ-იქით სირბილს და ქალაქში ქაოსის გამოწვევას გულისხმობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, იმ რესურსაც დაკარგავენ, რაც დედაქალაქში ამ არჩევნებში აიღეს. მისი აზრით, ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება.

„ამდენი ხანი იფიქრეს, იფიქრეს და მხოლოდ ეს მოიფიქრეს. ჩვენ გვესმოდა მათივე ამომრჩევლის შეძახილები აქციაზე, რომ სად არის გეგმა და უკმაყოფილო შტვენა. ესენი არიან თვითგანადგურების რეჟიმში. ამით საკუთარ ამომრჩეველშივე ბრაზს და უნდობლობას იწვევენ. იმის მაგივრად, გაანალიზონ რატომ წააგეს ეს არჩევნები, რატომ არ უნდა ისინი ხალხს, ათას სისულელეს იგონებენ და საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებენ. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის იმ შედეგსაც დაკარაგავენ, რაც ახლა აიღეს. ამ ყალბი სიტყვებით და სადღეგრძელოებით ლაპარაკი მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“,-ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პოზიციას და იმ ტაქტიკას, რომ ის ცდილობს ბოლომდე ოპოზიციასთან არ იყოს, ქართველიშვილი ამბობს, რომ გახარიამ ამ არჩევნებზე კარგი შედეგი დადო, ამიტომ ის ცდილობს ამ უაზრო პერფორმანსებში მონაწილეობა არ მიიღოს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ის პარლამენტში შევიდეს.

„გახარია, გვინდა თუ არა, ფაქტია, რომ ამათზე ჭკვიანი პოლიტიკოსია და ის რელობას დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე ობიექტურად აღიქვამს. მან საკმაოდ კარგი შედეგი დადო და ხვდება, რომ ამ ტყუილბთან და ამ მარგინალიზებულ სახეებთან არ უნდა იყოს კავშირში. ის თამაშობს, თან ამბობს, რომ ამათთან არის და თან მათ სამოქმედო გეგმაში არ იღებს მონაწილეობას. დიდი ალბათობით, ის პარლამენტში შესვლას ფიქრობს, რადგან როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ოპოზიციურ ამომრჩეველში მზარდი რეიტინგი აქვს. ამიტომ ის გამოიყენებს საპარლამენტო ტრიბუნას იმისთვის, რომ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მომზადებული იყოს. პარალელურად კი, ის ცდილობს იმ ამომრჩევლის მიზიდვას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტია, დაკარგა. გახარია არის პოლიტიკოსი, რომელიც იმაზე მეტ ანალიზს აკეთებს, ვიდრე ეს ოპოზიციონერი ლიდერები ყველა ერთად. ამიტომ მისი გეგმა ნათელია და ადრე თუ გვიან ის პარლამენტში შევა“, - ამბობს ქართველიშვილი.

მერაბ.g ანუ, დემენციიანმა ბაიდენმა, თავისი ხალხის მიერ მოძულებულმა შოლცმა, პედოფილიის მსხვერპლმა მაკრონმა არჩევნების შედეგები არ მოგვილოცა ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, ეს ვაშაძის დამსახურებაა? :))
2 კვირის უკან