„მთელი ქვეყანა ველურია ევროპის გარდა, დაგვიგდეთ ყური და გასწვალით რა როგორო“ - ასეთი იყო ბორელის გზავნილი

„მთელი ქვეყანა ველურია ევროპის გარდა, დაგვიგდეთ ყური და გასწვალით რა როგორო“ - ასეთი იყო ბორელის გზავნილი

ე.წ. სომხური კარუსელი და გაყალბებული არჩევნები - ასეთია დასავლეთის ნაწილის ნარატივი, რატომაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ. ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადმი აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნებში თაღლითობა რუსეთის მიერ ევროკავშირის სამეზობლოში ჩარევის უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია. ფრანგი მინისტრის განცხადებით, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები, თუმცა „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ზიანის მომტანი იქნება ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

ამ ნარატივს აგრძელებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომლის განცხადებით, მმართველი პარტია ავრცელებს პროპაგანდას და სიცრუეს, იქნება ეს გაყალბებული არჩევნების შესახებ განცხადებები თუ ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ.

„ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა და ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ნაცვლად, ის აშკარა უკუსვლას ხედავს. კატასტროფაა!“, - წერს მიხაილ როთი.

დასავლეთი საქართველოს ღიად აშანტაჟებს. ევროპელი პოლიტიკოსები ქართული არჩევნების შესაფასებისას, გამოძიების პარალელურად, ლგბტ-ს პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალეობის შესახებ მიღებული კანონების გაუქმების საკითხს აყენებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს ორი ულტიმატუმი წაუყენა.

იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის შესახებ“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონებს გაიწვევს, ევროპა საქართველოში ჩატარებებულ „გაყალბებულ“ არჩევნებს აღიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური იზოლაციით იმუქრება. ბორელს პასუხი დაუბრუნა ხელისუფლებამ და პირდაპირ აცხადებს, რომ ამ შანტაჟს ხელისუფლება არ დაექვემდებარება. მმართველი გუნდისთვის პარტნიორების ამ ორი მოთხოვნის ერთ კონტექსტში დაკავშირება გაუგებარია.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველო არავის ეკუკლუცება ევროკავშირთან დაახლოების ამ გარკვეული ტენდენციებით, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ გრაფიკს, რომელიც საქართველომ დასახა.

„თუკი დღეს რაიმე განსხვავებები არსებობს ჩვენ შორის, ლგბტ პროპაგანდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც მას აქვს დასახული ასოცირების გეგმის მიხედვით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს არ არის ევროპული ღირებულება, როდესაც ლგბტ კანონის გაუქმებას მოგვიწოდებენ. მისი თქმით, უმჯობესია 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს ხელისუფლება არასდროს გააუქმებს.

„ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით, სხვანაირ ევროპაში გვინდა. დარწმუნებული ვარ, კონსერვატიული ძალები გაიღვიძებენ ევროპაში და მიხვდებიან, რომ ტრადიციული, ქრისტიანული, ეროვნული ღირებულებები ქვეყნის რეალური მენტალობიდან გამომდინარე ბევრ ევროპულ ქვეყანაში კიდევ უფრო დაფასებული გახდება. ვერავინ გაბედავს, რომ საქართველო მოუწოდოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ გააუქმოს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გააუქმოს, რასაც არ ვიზამთ.

თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ევროპული ღირებულებაა ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ამ ღირებულებებს არ გავითვალისწინებთ არასდროს, ხელიც რომ შეგვიშალოს დროებით რაღაცაში, ჩვენ ამ „ღირებულებას“ არ გავითვალისწინებთ. გვირჩევნია, 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს არასდროს გავაუქმებთ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ჯერჯერობით ბორელის ნარატივს ოფიციალურად არ იმეორებს რადიკალური ოპოზიცია. აგრესიული დასავლეთის მიერ ზურგგამაგრებული რადიკალური ოპოზიცია შანტაჟზე გადავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია პასუხს ელოდება „ქართული ოცნებისგან“ - მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანთ.

„თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს იმის დასტური იქნება, რომ მათ ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული. შესაბამისი უწყებები თავად არიან ჩართულები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ლელოს“ დანამატი ანა დოლიძე ითხოვს სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. მისი თქმით, ახლა საჭიროა მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება, იმიტომ რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს.

„არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში, უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ, არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია რა შუაშია კანონების გაწვევა არჩევნების ლეგიტიმურობასთან? პოლიტოლოგის შეფასებით, დღეს დიდი კაცის პოზა უკავია ევროპას და ასეთი იყო ბორელის საქართველოში ვიზიტის გზავნილი, რომელმაც ფაქტობრივად, გვითხრა, რომ საქართველო ველური ქვეყანაა.

„მთელი ქვეყანა ველურია ევროპის გარდა, დაგვიგდეთ ყური და გასწვალით რა როგორო. მაშინ არ იყო ჯერ ამღვრეული ურთიერთობა, მაგრამ თავისთავად ეს ინტონაცია, ეს დამოკიდებულება იყო უსიამოვნო და ამ დამოკიდებულებამ მიიღო კატასტროფული მასშტაბები რამდენიმე მიზეზის გამო. ამერიკას და ევროპას აქვთ იმის ინტერესი, რომ საქართველო როგორც კარიბჭე აზიისკენ შეინარჩუნოს, იმიტომ რომ იქ შუა აზიის ქვეყნებია. უფრო შორს კიდევ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებია, ანუ ამ დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს. ამ ინტერესების გამტარებელი ეს ხელისუფლება არის? - არ არის.

ომში არ ჩაება და რიტორიკულად კი არ ვამბობ ომს, რადგან ეს ერთი ომის საკითხი არ იყო. თუკი დასავლეთს უნდა ჩინეთს შეუშალოს ხელი ამ ტრანზიტში, ე.ი. მას სჭირდება აქ მუდმივი არეულობა. არა ერთი, უკრაინის ომი, არამედ ომების მთელი ნაკადი იმისთვის, რომ აქ სულ მიწა იძვროდეს და მყარად ვერ მოიკიდოს ქართულ გზაზე ბორბალი ჩინურმა სატრანზიტო ტრანსპორტმა. ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით ჩაწყობა, მაგრამ უზარმაზარ პროცენტს ჩაწყობა კი არ აინტერესებს, არამედ აინტერესებს თავისიანი გაიყვანოს, თავისი სურვილი აიხდინოს. ობიექტური რეალობა არ აინტერესებს.

ასევე არის ამერიკელი და ევროპელი, ობიექტური რეალობა დიდად არც მათ აინტერესებთ. არ აწუხებთ დემოკრატია არის, თუ არ არის. აინტერესებთ ის, რომ თავის მიზანს მიუახლოვდნენ და ეს მიზანი არის სატრანზიტო ხაზი და შესაბამისად, შემოსავლები ჩინეთს ჩაუშალონ. ამ გზით ებრძვიან ჩინეთს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ამ ყველა საკითხში ოცნება ბარიერია და თუ ამერიკა დასავლეთის ხელით დაიწყებს ქვეყნის ჯანჯღარს, საქართველო წავა ბრიქსისკენ.

„დასავლეთის ზოგადი ინტერესია, რომ თავისი გაიტანოს. დემოკრატია და არჩევნები რომ არ აინტერესებს, ბორელის განცხადებაშიც ჩანს. რატომ უნდა ეს კანონები გაიწვიოს პარლამენტმა? იმიტომ, რომ დაგაჩოქოს, შენს ამომრჩეველს ანახოს, რომ აი, მე ვჯობნი. ეს „ვჯობნის“ დათმობის სურვილია, თორემ მაგისთვის სულ ერთი არ არის რა კანონს მიიღებ და რას არა? მისი მიზანია დაგჩაგროს, რაც არის პოლიტიკური ელგბტ-ს ინტერესი. ამიტომ, სანამ ესენი არიან, იქნება ოპოზიცია. ოღონდ მაგათ რამე ჟანგაბდი მიაწოდე და ახლა დასავლეთი არის ჟანგბადის მიმწოდებელი და ესენიც წრუპავენ ამ პოლიტიკურ ჟანგბადს. ცდილობენ, რომ მოღონიერდნენ, ვნახოთ რა იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლაზი ბორელმა თავისი მოთხოვნით ცალსახად აღიარა, რომ არანაირი გაყალბება არ არსებობს. არსებობს ვაჭრობა არჩევნების ლეგიტიმური შედეგების აღიარებაზე. თუ ჩემთვის მოუწონარ კანონებს გააუქმეთ, არჩევნებს ვაღიარებთო. ანუ მთავარი ის კი არ არის, არჩევნები როგორ ჩაატარე, არამედ როგორ მოიქცევიო.
აი, ეს არის ვასალად ქცეული ევროპის სამართალი და დემოკრატია.
ჩვენ კიდევ, სხვის ვასალს ვეტენებით მეორად ვასალად.
ამერიკა ებრძვის რუსეთს და ჩინეთს, ევროპის ინტერესების გათელვით და უკრაინისა და საქართველოს გაწირვის ხარჯზე. დაახლოებით იგივე როლი აქვს თურქეთსაც, მაგრამ ასე აშკარად ვერ უბედავენ. თურქეთი ნატოში დიდი თავის ტკივილია, მაგრამ გარეთ და მასთან დაპირისპირება კიდევ უარესი იქნება, რადგან დიდ ძალაა და თუ რუსეთ-ჩინეთთან შეკრა ალიანსი, იმის გაკეთება შეუძლია, რაც დიდმა სულთანმა ვერ მიიყვანა ბოლომდე. ეს შესანიშნავად იციან ევროპაშიც და მით უმეტეს ამერიკაში.
2 კვირის უკან