„უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება, ვფიქრობ, არის ის კოზირი, რომელსაც ევროკავშირი სულ ბოლოს ჩამოვა“

„უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება, ვფიქრობ, არის ის კოზირი, რომელსაც ევროკავშირი სულ ბოლოს ჩამოვა“

ჯერ კიდევ, როდესაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებული არ იყო, მაშინ აკეთებდა მსგავს განცხადებებს პრემიერ-მინისტრი და ყველა დაინტერესებულ პირს იწვევდა დისკუსიაში, მათ შორის ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - შესაძლოა იგივე პასუხი მოვიდეს კოლექტიური დასავლეთიდან, რომ მათი აზრი უკვე დააფიქსირეს, და არავითარ დამატებით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი ვინმე დაარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ქართული ოცნება მზად არის, გადახედოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ამასთან, კობახიძეგულწრფელი დისკუსიისსაჭიროებაზე საუბრობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ განცხადებით პრემიერი დასავლთთან დათმობებისთვის ემზადება?

- ჯერ კიდევ, როდესაც ეს კაონი მიღებული არ იყო, მაშინ აკეთებდა მსგავს განცხადებებს პრემიერ-მინისტრი და ყველა დაინტერესებულ პირს იწვევდა დისკუსიაში, მათ შორის ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - დედა-აზრი ამ განცხადებების ისიც იყო, დაგვარწმუნეთ, რომ ეს კანონი საზიანოა, არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ მზად ვიქნებით გადავხედოთ, ცვლილებები შევიტანოთ ან საერთოდ, მოვხსნათო. თუმცა, მაშინ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ცალსახად ითქვა, რომ ეს კანონები არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და განხილვასაც არ ექვემდებარება - დაახლოებით ასეთი პასუხი იყო დასავლეთიდან. შესაძლოა, იგივე პასუხი მოვიდეს კოლექტიური დასავლეთიდან, რომ მათი აზრი უკვე დააფიქსირეს და არავითარ დამატებით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შესაძლოა განვიხილოთ გარკვეული დაშვებით, რომ ეს იყოს დასავლეთისკენ რაღაც სიგნალი გაშვებული - თუ თქვენ შემოხვალ დისკუსიაში და დაგვარწმუნებთ, ჩვენ შესაძლოა ამას გადავხედოთო - ეს უბრალოდ არის პოლიტიკური თამაში. არავის უნდა, მით უმეტეს მმართველ პარტიას, რომ ამ სიტუაციიდან ისე გამოვიდეს თითქოს ის დამარცხებული მხარეა და ამიტომაც სთავაზობს ასეთ გამოსავალს. თუ კანონის უკან გაწვევა მოხდა, ბუნებრივია, ამომრჩეველში გაჩნდება კითხვა, მაშინ რა საჭირო იყო მისი მიღება და ამდენი დავიდარაბა, რაც ამ კანონის მიღებას ახლდა?! ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არის ერთგვარი პოლიტიკური მანევრების ნაწილი.

რას ფიქრობთ იმ განცხადებაზე, რომ დასავლეთსა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობა უნდა გადაიტვირთოს? რა ნაბიჯები უნდა გადადგას მმართველმა პოლიტიკურმა ძალა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა დასტაბილურდეს?

- „ქართულ ოცნებას სურს ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება. ოცნებას არ სურს სანქციების კიდევ ერთი ტალღა მიიღოს და ურთიერთობის გადატვირთვა გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარეს ერთნაირად უნდა ესმოდეს ამ გადატვირთვის მოტივაცია, შინაარსი და სურვილი, რომ ისინი მზად იყვნენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან. ევროკავშირი ჯერ იმისთვისაც არ არის მზად, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიაროს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეთი მდგომარეობაა, ვიდრე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა მოვა.

იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში გვესმის, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის. ამასთან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაიხედება ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი, რაც არის დასავლეთის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა. რთულად წარმომიდგენია თვალსაწიერ მომავალში ურთიერთობის გადატვირთვა.

ასევ, არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში ომს ჯერჯერობით დასასრულის პირი არ უჩანს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საქართველოსადმი მოთხოვნა, რომ ის უფრო აქტიური იყოს უკრაინის დახმარებაში და შეამციროს და შეწყვიტოს მისი კავშირები რუსეთთან, შეუერთდეს ორმხრივ სანქციებს და .. ხოლო, საქართველოს ხელისუფლება ამაზე წასვლას არ აპირებს. მე პირადად ვერ ვხედავ იმის საფუძვლებს, რომ მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს გადატვირთვა მოხდეს. ვნახოთ, როგორ დასრულდება აშშ- საპრეზიდენტო არჩევნები, რისი დიდი იმედიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, თუმცა, არ მგონია, რომ აშშ- ეს ძირითადი სისტემური დღის წესრიგი, რაც მათ აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, დიდად შეიცვლება ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაშიც.

ასე რომ, ურთიერთობები გარკვეული პერიოდი დარჩება ისეთი, როგორიც არის. დასავლეთი დაელოდება აქ მოვლენების განვითარებას - აინტერესებთ ოპოზიციის მიერ წარმოწყებული აქციები რამდენად ფართო და სახალხო მხარდაჭერას ჰპოვებს. თუ ნახეს, რომ სახალხო მხარდაჭერა მზარდი და უწყვეტია, შესაძლოა დამატებითი ნაბიჯები გადადგან მათ მხარდასაჭერად, მაგრამ თუ ნახეს, რომ ეს ასე არ არის, ალბათ, განმეორდება ის სიტუაცია, რომელიც 2020 წელს გვქონდა, როდესაც ისინი ოპოზიციას აიძულებდნენ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ეუთო/ოდირმა უარყოფითი დასკვნა დადო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ? რამდენად წავა დასავლეთი უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე?

- ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ისედაც გაყინულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს პროცესის საერთოდ გაუქმებას. ელოდებიან ხელსაყრელ სიტუაციას, რომ ეს პროცესი განახლდეს. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, თუ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება უარყოფითი და აქ ამის გამო დაიწყო რევოლუციური პროცესები, სწორედ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებამ შეიძლება შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხებათ იმ ამომრჩევლებსაც, ვინც ხელისუფლებას მისცეს ხმა და სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის იმ ადამიანებს, ვინც ამ უვიზო მიმოსვლის სიკეთეეებით სარგებლობენ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს, თანაც ამას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა და არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთლიანი კონსენსუსი. ასე რომ, ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის კოზირი, რომელსაც ევროკავშირი სულ ბოლოს ჩამოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლევკოთეა საქმე იმაშია, რომ უვიზო მიმოსვლის კოზირი არაა მუდმივად თანაბრად ეფექტური. თავისი გამოყენების ვადა და ინსტრუქცია აქვს.
რაც უფრო გვიან გამოიყენებს ევროკავშირი მაგ კოზირს (ანუ, სხვა უშედეგო მცდელობების მერე), მით უფრო დაემსგავსება ეგ მოქმედება ქართველ ხალხზე შურისძიებას (რაც რეალირად არის კიდეც) და მით უფრო ნაკლები ეფექტი ექნება ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ოცნებაზე გაბრაზდეს.
2 კვირის უკან