ინგრედიენტები
500 გრამი ფქვილი
250 გრამი თბილი წყალი
1 ჩ/კ საფუარი
1 ს/კ ზეთი
გემოვნებით ზეთის ხილი
გემოვნებით გამომშრალი პომიდორი
1/2 ჩ/კ მარილი
მომზადება
თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და დაუმატეთ ზეთი. დაელოდეთ 4-5 წთ. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ წყლის მასა. დაუმატეთ გამომშრალი პომიდორი და ზეთის ხილი. კარგად მოზილეთ.
დაასვენეთ 1 სთ.მოათავსეთ გამოსაცხობ ლანგარზე და გადაუსვით ზემოდან ზეთი.
გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 30-40 წთ. ისიამოვნეთ!