ინგრედიენტები
4 ცალი გათლილი ჭარხალი, დაუტოვეთ 2.5 სმ.-ის ღერო
1/4 ჭიქა დაჭრილი ჭლაკვი (ხახვი)
2 ს/კ დაჭრილი ახალი ოხრახუში
2 ს/კ სუფთა ზეითუნის ზეთი
1 ს/კ ბალზამიკო
1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
მარილი და პილპილი გემოვნებით
1/4 ჭიქა დაფშვნილი ყველი ფეტა
მომზადება
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 C-ზე. გადაახვიეთ თითოეული ჭარხალი ალუმინის ფოლგაში და მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე.
აცხვეთ ჭარხალი წინასწარ გახურებულ ღუმელში, სანამ ადვილად არ ჩაიჩხვლიტება ჩანგლით, 45 წთ–დან 1 სთ–მდე. როცა მზად იქნება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ. გაფცქვენით ჭარხალი და დაჭერით ნახევარი სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად.
სანამ ჭარხალი იწვება, თასში კარგად აურიეთ ჭლაკვი, ოხრახუში, ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო და წითელი ღვინის ძმარი. შეაზავეთ გემოვნებისამებრ პილპილით, მარილით და გადადგით.
მირთმევამდე მოათავსეთ თბილი, დაჭრილი ჭარხალი ლანგარზე, მოასხურეთ ვინეგრეტი (ძმრიანი ნაზავი) და მოაპნიეთ ყველი ფეტა.