ხახვის წვნიანი

ხახვის წვნიანი

ინგრედიენტები

2   ნაჭერი ბაგეტის პური სერვირებისთვის

20   გრამი კარაქი

25   გრამი ყველი გაუდა

15   გრამი ფქვილი

120   გრამი თეთრი ღვინო

200   გრამი ხახვი

1   ცალი როზმარინი საშუალო ტოტი

350   მლ/ ბოსტნეულის ნახარში ან გალინა ბლანკას კუბი

13   გრამი შაქარი

გემოვნებით მარილი

მომზადებ

ხახვი გაასუფთავეთ გაჭერით შუაზე და დაიწყეთ გრძლად დაჭრა "ალყა ალყა" სასურველია წვრილად და ერთი ზომის ხახვის ნაჭრები იყოს.

შემდეგ კარაქი და ხახვი ერთად მოთუშეთ დააცადეთ 2 წუთი და დააყარეთ შაქარი ( მოხდება ხახვის კარამელიზაცია) ამ დროს ხახვი ინარჩუმებს ფორმას და იძენს სასიამოვნო არომატს შემდეგ ჩააგდეთ როზმარინის ტოტი და დაამატეთ ფქვილი კარგად მოურიეთ ფქვილი რომ არ შეიკრას ამ ეტაპის შემდეგ ვამატებთ თეთრ ღვინოს სასურველია ტემპერატურას აუწიოთ რათა ღვინიდან უცბად მოხდეს ალკოჰოლოს ამოსვლა და დარჩეს მხოლოდ გემრიელი არომატები.დააცადეთ ორი წუთი და ცოტა ხანს კიდევ ხარშეთ 2 წუთის შემდეგ ამოიღეთ როზმარინის ტოტი,და დაამატეთ წინასწარ გამზადებული ბოსტნეულის ნახარში ხახვის წვნიანი უნდა იყოს ბლანტი როდესაც მიიღებთ სასურველ სტრუქტურას გადაიტანეთ ფიალაში ჩადეთ ბაგეტის ნაჭრები და მოაყარეთ გახეხილი ყველი გაუდა მოათავსეთ ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელში და დაელოდეთ მანამ სანამ ყველი არ დადნება.