ოპოზიცია ჩიხიდან კარვებში ინაცვლებს

ოპოზიცია ჩიხიდან კარვებში ინაცვლებს

ოპოზიციაში სამოქედო გეგმაზე ვერ თანხმდებიან, რამაც მათ ამომრჩეველში უკმაყოფილება და ბრაზი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლა იმდენად ბევრს სურს, რომ ქუჩაში სირბილის მსურველთა რაოდენობა ბევრი არ არის. კუთხეში მოქცეული ოპოზიცია კი საკუთარ ამომრჩეველში, რომელიც გაბრაზებას ვეღარ მალავს, სახის შენარჩუნებას ცდილობს. ამიტომაც მხარდამჭერების უკმაყოფილების შემდეგ, ნიკა გვარამია კარვებს საჯაროდ ეძებს. მან სოციალურ ქსელში დწერა, რომ არაფრის დამალვას აღარ აპირებს და თუ ვინმეს აქვს კარავი მათთან მიიტანოს. ამით კი მიანიშნა ამომრჩეველს, რომ ორშაბათს კარვების დადგმას აპირებენ. თუმცა გვარამიას სტატუსის მიუხედავად ოპოზიციის ნაწილის პასუხები ორაზროვანია. ისინი ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულები, სურთ თუ არა კარვების დადგმა და იზიარებენ თუ არა გვარამიას იდეას.

მიხეილ სააკაშვილი კი მოუწოდებს იმედგაცრუებულ ამომრჩეველს, პროტესტი თავად დააორგანიზონ.

ოპოზიციის გეგმა - გეგმა ორშაბათს წარადგინოს - საკუთარი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

ეს ტაქტიკა არასერიოზული გამოდგა იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ, კრიტიკის შემდეგ, ლელოს ლიდერმა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან, მთავარი პუნქტი კი ქუჩის უწყვეტი პროტესტია.

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია აცხადებენ, რომ ქუჩის პროტესტი იქნება, სადაც კარვებიც და საწვიმრებიც საჭირო გახდება.

ჩვენ გვექნება კარვებიც, საწვიმრებიც და ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დამთავრდეს ავტორიტარული რეჟიმი, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ჩვენ გადავდივართ ქუჩის პროტესტზე. ეს პროტესტი იქნება მტკიცე, პრინციპული, მშვიდობიანი, მაგრამ - არაქაოტური. კარვებიც იქნება საჭირო, საწვიმრებიც იქნება საჭირო... დეტალებს კოალიციურად შევათანხმებთ და გეტყვით, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

აღნიშნულ საკითხზე საუბრობს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძეც. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს, მოპარულ არჩევნებს.

გახარია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ, რაც მათი ამომრჩევლის დაკვეთაა. თუმცა, მისივე თქმით, არ გონია, აქციებზე მათი ამომრჩევლები კარავში შევიდნენ.

მეზვრიშვილის თქმითვე, პარტია "გახარია საქართველოსთვის ოპოზიციას მაქსიმალურად ეხმარება.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთადერთი გეგმაა, როგორმე პარლამენტში შევიდნენ, თანაც ისე, რომ ეს მათ არ დაბრალდეთ.

ჯერ 7-ზე გეტყვით, მერე 8-ზე გეტყვით, მერე ორშაბათს გამოიარეთ და გეტყვით... კარვების მოწყობა, გვარამიას ლიდერობა .. ეს ყველაფერი არის მართული იმისთვის, რომ ხალხი დაშალო და თან თქვა, რომ ხარ ოპოზიციონერი, იბრძვი, მაგრამ ხალხი არ აგყვა. სინამდვილეში, არც უნდა აგყვეს, იმიტომ რომ ხალხი გრძნობს, რომ შენ არანაირი ბრძოლა არ გინდა, შენ გინდა, რომ პარლამენტში რამენაირად შეხვიდე, ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციის გადაწყვეტილება ასევე გაუგებარია პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანისთვისაც.

„ორშაბათი სამუშაო დღეა და შაბათ-კვირა რომ გაქვს, რა ხდება? - მოიცა, სცენის დადგმა თუ შეგეძლო 5 დღის წინ და ფინანსი გქონდა, ხომ შეკრიბე და მოვიდა ხალხი კაცო, დარჩი რა... მოგივიდეს რუსთაველზე 180 000 კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია?! ამას შეცდომა არ ჰქვია?! - ფული გადაწყვეტს ოპოზიციის მუშაობას?! - ის, რომ სცენა ვიღაცამ დადგა, მიკროფონი დადგა და ამიტომ მისი ნებართვით უნდა ხდებოდეს რაღაც შეკრებები, ეს მოუტანს ოპოზიციას კი არა, ქვეყანას მარცხს, ქვეყნის მარცხი კი „შეეწერება“ ცუღლუტ ოპოზიციონერს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის ეს გეგმა საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს, როცა ე.წ. ენჯეოშნიკური თუ მედია გადატრიალების მცდელობა იყო. აბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი სცენარის განვითარების სურვილი რადიკალურ ოპოზიციას არაერთხელ ჰქონია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ხელისუფლება და ქართველი ხალხი, რომლებიც ამ ავანტურას არ აყვნენ, იგივე მოხდება ახლაც.

„რაღაცას ცდილობენ, რაღაცას ცოდვილობენ, რა უნდათ, რას აკეთებენ, თავადაც არ იციან. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ხალხი გაბრაზდა, ამომრჩეველი მოატყუეს ყალბი ეგზიტპოლებით და ახლა რაღაცა გზებს ხლართავენ. რა უნდა თქვან, წავაგეთო ვერ იძახიან, არც გეგმა აქვთ, რადგან პარლამენტში შესვლა უნდათ. ამიტომ წვალობენ თავადაც და ხალხსაც აწვალებენ. მსგავსი სცენარი უკვე ნანახი გვაქვს არა ერთხელ, შედეგი რა ჰქონდათ? არაფერი, იგივე იქნება ახლაც. კარვებს დააფინანსებენ, ქუჩას გადაკეტავენ, არა აქვს მნიშვნელობა. საპროტესტო აქციების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია კანონმდებლობა არ დაარღვიონ. დანარჩენი - გამოვიდნენ, გააპორტესტონ, არავინ უშლით. ატარონ ის მოტყუებული საწყალი ხალხი რუსთაველზე. მერე რომ მიხვდებიან, ისინიც ამათ აქეთ შემოუტრიალდებიან. როგორც კი გაბედავენ და ასეც იქნება, მეტი ყურადღების მისაქცევად, გვარამია და მისი დამქაშები ეცდებიან ექსტრემისტული ქცევით რაღაცა დაძაბულობა ქვეყნის ცოხვრებაში შემოიტანონ. რას ქვია პარლამენტს არ მისცემენ შეკრების უფლებას? ანუ, რა, ჩახერგავენ მისასვლელ გზებს თუ როგორ წარმოუდგენიათ? ამაზე იქნება კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური პასუხი“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, არავინ არ თქვას შემდეგ, რომ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და ა.შ. აბაშიძე მიიჩნევს, რომ კანონი ყველგან ერთია, იქნება ეს ამერიკაში, ევროპაში თუ საქართველოში.

„პირდაპირ ვთქვათ, კარავი რისთვის სჭირდებათ, რომელშიც, რეალურად, გვარამია 24 საათში იქ არ იჯდება. ეს სჭირდებათ ე.წ. სურათის შესაქმნელად, რომ აი, ოპოზიცია რაღაცას ცდილობს და ვითომ გაყალბებულ ხმებს იცავს. ეს არის ვიზუალის შესაქმნელად მოფიქრებული, რომ აი, დასავლურმა მედიამ გააშუქოს, რომ ოპოზიცია არ ნებდება, როგორ იბრძვიან ვითომ ე.წ. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ა.შ. ჩვეულებრივი ფარსი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გვინახავს. ესენი რეალურად რის გამპროტესტებლებიც არიან ნანახი გვაქვს - როგორ შეატოვეს არაერთხელ სპეცრაზმს ახალგაზრდები და თავად დაიმალნენ. მსგავსი კარვები არის ლონდონშიც, ვაშინგტონშიც და ევროპის სხვა ქალაქებშიც, მერე? აქცევს ვინმე ყურადღებას? აქაც ასე იქნება. თუკი კანონს არ დაარღვევენ, რაც უნდათ ის გააპროტესტონ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს რომ განცდა ჰქონდეს, ვიღაცამ არჩევნები წაართვა და მოპარა, მას კარვების გამოტანისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდება არ უნდა, ხალხი თავად აქამდე გამოვიდოდა. აბაშიძე ამბობს, რომ მოსახლეობა სწორედ მაშინ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ, როცა ეს 2003 წელს დაინახა. ასევე 2012 წელს, როცა სააკაშვილი თავის ხელისუფლებიანად სახლში გაუშვა. ახლა კი ეს განწყობა საზოგადოებაში არ არის და ეს ოპოზიციამ უნდა შეიგნოს.

მერაბ.g კარვებს მაშინ აქვს აზრი, თუ გვარამია, მელია, ბოკუჩავა, კორძაია, გ წერეთელი, ცისკარიშვილი, ხაზარაძე, სამადაშვილი, ჯაფარიძე, დოლიძე იქ თვითონ გაათევენ ღამეს; თუ ისინი თავიანთ სახლებში თბილად იქნებიან და იქ რიგით ხუნვეიბინებს შეყრიან, ეს დისკრიმინაცია და ტრეფიკინგი იქნება!
თუ თავს სწირავენ (არარსებული) სიმართლისათვის, ეს მოთავეებმა უნდა გააკეთონ, თორემ რა გამოდის? მანდატები ამათ და ყინვაში ძიგძიგი ჯენზს?
2 კვირის უკან
მერაბ.g კარვებს რომ დაეძებთ, ღამის ქოთნები არ გინდათ? თუ პირდაპირ რუსთაველზე უნდა მოისაქმონ გვარამიამ, ხაზარაძემ, სამადაშვილმა, დოლიძემ და ბოკუჩავამ?
2 კვირის უკან
Gami ჯერ მოუსაქმებიათ თუ რა..
2 კვირის უკან
trampi ამათ არფერი არ უსველის არც კარავიკ და არც დვარეცი
ისე ერთი ძველი კარავი მეც მაქვს.....მივცემ დავეხმარები
სად დავურეკო???
2 კვირის უკან
დეა ფ.ბ მიწერეთ, იქ აგროვებს 🤣🤣😂😂
2 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli კარავი თუ გაქვს ამ ავადმყოფ ნაბოზვრებს ნუ მისცემ, ჯობს შენს სეხნიას გაუგზავნო ვაშინგტონში, შეიძლება 6-ში დასჭირდეს! ))
2 კვირის უკან
trampi ჩოპრა
იქ კარვები არ უშველით იქ იარაღი დასჭირდებათ, იარაღი ....
.იარაღი კიდევ იქ ოხრად ააქვთ, ჩემი დახმარება არ დასჭირდებათ ......... ისე იქ იარაღს ვინ ჩივის, იარაღი კი არა სახლებში ლამის ყველას ტანკები უყენიათ ...... ასე რომ ტრამპზე მშვიდ ვარ--მაინც არ გაამარჯვებინებენ
ხოოოდა ჯახს ველოდები ჯახს ----ამ დაგნარ დეგნარებს დემოკრატიაზე სუ კულტურულად უნდა დავუქაქო
მერე დემოკრატია უნდა ვასწავლო მაგათ..... დემოკრატია

ფუუუუუუ...........................ეს კოლუმბი ვინ ყოფილა
არადა მთელი ახალგაზრდობა ვაფანატებდი მათზე
2 კვირის უკან