AXIOS: ისრაელის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანი ერაყის ტერიტორიიდან ისრაელზე უახლოეს დღეებში თავდასხმისთვის ემზადება

AXIOS: ისრაელის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანი ერაყის ტერიტორიიდან ისრაელზე უახლოეს დღეებში თავდასხმისთვის ემზადება

ისრაელის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანი ერაყის ტერიტორიიდან ისრაელზე უახლოეს დღეებში თავდასხმისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, ერაყიდან განხორციელდება დიდი რაოდენობით დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანი „გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს“ ისრაელის თავდასხმებზე საპასუხოდ.