გზა-კვალარეული და გეგმა დაკარგული ოპოზიცია ხალხს 4 ნოემბერს ისევ ქუჩაში იბარებს, მაგრამ ჯერ არ იციან რას ეტყვიან

გზა-კვალარეული და გეგმა დაკარგული ოპოზიცია ხალხს 4 ნოემბერს ისევ ქუჩაში იბარებს, მაგრამ ჯერ არ იციან რას ეტყვიან

ოპოზიცია ისევ საპროტესტო აქციას აანონსებს, თუმცა დაპირებული სამოქმედო გეგმა ისევ არ არის. ისინი ხალხს 4 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე აქციაზე პარლამენტის შენობასთან იბარებენ და პირდებიან, რომ სამოქმედო გეგმას იქ გააცნობენ. თუმცა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ორშაბათს რაღაცა გეგმა კი გამოცხადდება, თუმცა გეგმის ბევრ ვერსიას ვერ ხედავს. მაშინ ჩნდება კითხვა, რისთვის იბარებენ ხალხს რუსთაველზე? არის თუ არა დაბნეულობა თავად ოპოზიციაში და რეალურად აქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა?

„ქუჩა იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ“, - აცხადებენ ოპოზიციონრები, რომლებმაც შტაბიც კი შექმნეს, სადაც ხელისუფლებისადმი ანტიპათიით განწყობილი სხვა ახალგაზრდული ჯგუფები უნდა მიიზიდონ.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობაც, რათა მათ მეოთხე ვადით არჩეულ ხელისუფლებაზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ და არჩევნები, რომელიც მთავარმა საერთაშორისო არბიტრმა ეუთო/ოდირმა აღიარა, არ აღიარებინონ.

ერთი მაგიდის ირგვლივ, სამი პოლიტიკური სუბიექტის 14 ლიდერი შეიკრიბა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა გიორგი გახარია.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს არ უნდა ჰქონდეთ გაწერილი გეგმის მოლოდინი, ვინაიდან ასეთი რამ ბუნებაში ვერ იქნება.

„გეგმას რაც შეეხება, ორშაბათს გამოცხადდება რაღაც, თუმცა მე ვერ ვხედავ ბევრ ვერსიას გეგმის. თქვენს მაყურებელს მინდა ვუთხრა, ახლა, რაღაცა მოლოდინი თუ არსებობს, რომ იქნება ყოველდღიური, ყოველსაათობრივი გაწერილი გეგმა, ეგეთი გეგმა ბუნებაში ვერ იქნება. არსებობს რაღაც პროცესების განვითარების შესაძლო სცენარები, სადაც ასევე არ არის ბევრი ვერსიები“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ პარლამენტი ვერ უნდა შედგეს, ვერ უნდა შევიდეს იმ შენობაში.

„ორშაბათს იწყება აქციები, ზოგადად. იქნება პირველი დღე. ის, რომ გრძელვადიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი ან ერთწლიანი გეგმა დაიდოს, ჯერ ეს ერთი, ერთწლიანი კი არა კვირების ამბავია ეს. კვირებში უნდა მორჩეს ეს ხელისუფლება. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწრაფად ან არ მოხდება არასდროს, უნდა გვესმოდეს. პარლამენტი ვერ უნდა შედგეს, ვერ უნდა შევიდეს იმ შენობაში. ცესკოს უნდა შევუშალოთ ხელი, რომ არ თქვას ის, რაც არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას. იქნება სასამართლოები, მაგრამ ჩვენ, პირადად, არ ვაპირებთ ჩაყოლას ამ ჭაობში, რასაც ჰქვია: გაასაჩივრე - წააგე, გაასაჩივრე - წააგე.

ერთი გამოსავალი ექნება „ქართულ ოცნებას“, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს, შევარდნაძის სასამართლომ გააუქმა არჩევნები, რადგან პოლიტიკური წნეხის გამო სჭირდებოდა არჩევნების გაუქმება, ფორმალური საფუძველი არსებობდა, ვგულისხმობ, შევარდნაძის პერიოდს“, - განაცხადა გვარამიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ოპოზიციის მოქმედებას და მათ დაანონსებულ აქციას აფასებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციის საქციელი წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდას ჰგავს.

„სცენას, რომელიც ააწყვეს, მეორე დღესვე სამარცხვინოდ დაშალეს. ჟურნალისტებს კიდევ დაურეკეს და უთხრეს, რომ არაფერი იქნებოდა. ამის მერე დადიან დაბორიალებულები. მარტო ტელევიზიებით გამოდიან, იმეორებენ თუთიყუშებივით რომ „არჩევნები გააყალბეს“, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ. პროკურატურამ მოუწოდა, რომ რამე თუ გაქვთ მოიტანეთ, გამოძიება დავიწყეთო. მიიყვანონ ეს „დაშინებული“ ხალხი, მიიყვანონ ადამაინები, ვინც ვითომ ფული აიღეს. თუ პროკურატურის არ სჯერათ, ტელევიზიით გამოიყვანონ. მარტო ვიღაც დამკვირვებლები სხედან და ისეთ აბსურდი მაგალითებით საუბრობენ, სასაცილოც აღარ არის. საპროტესტო მუხტი ჩვენს ხალხში მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები უსამართლობას რეალურად გრძნობენ“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ეს მოხდა 2003 წელს, როცა ქალები საარჩევნო უბნებთან რიგებში იდგნენ და ტიროდნენ, რომ წაგვართვეს ჩვენი უფლებაც კი, რომელიც გვქონდაო. ამბობდნენ, რომ პენსიები ჯანდაბას, მაგრამ სიებშიც არა ვართო. ანალიტიკოსის თქმით, რეალურად პროტესტი გაუჩნდა ხალხს მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ ბიულეტინებით სავსე ყუთებს სადღაცას მიარბენინებდნენ.

„ავიღოთ 2012 წელი, როცა მიშას ხელსიუფლება იყო ყველაზე სასტიკი. დასდევდნენ ხალხს, უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ, რეალურად აშინებდნენ და როგორ უსწორდებოდნენ ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, გაბრაზებული ქართველები დაირაზმნენ, ვერც შეშინებამ და ვერც დაშინებამ, ვერც გაყალბებამ ვერ უშველა სააკაშვილს და ხალხმა ის სადაც გაუშვა, კი ვხედავთ. მაგრამ რა ხდება ახლა? ხდება ის, რომ ეს ოპოზიცია ჩვენს ხალხს არ უნდა. ამის მიუღებლობა აქვს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. როგორ ახლა დააშინეს ხალხი და 2012-ში არა? მაშ, როგორ მივიდა იგივე ხალხი მაშინ და გაისტუმრა ის ხელისუფლება სახლში? ახლა არ უჭერს ამ ოპოზიციას მხარს და როგორ უნდათ ეს ხალხი ახლა ქუჩაში გამოიყვანონ?“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, თუ ვინმე რაიმე პორვოკაციას ცდილობდა საარჩევნო უბანზე, ისევ ნაციონალური მოძრაობის დამქაშები იყვნენ, ლევან ხაბეიშვილს ჰყავდა ახმეტიდან დამრტყმელი ძალა ჩამოყვანილი. მიდიოდა საარჩევნო უბნებზე მათივე ტელევიზიებთან ერთად და დებოშს ტეხდნენ. ამას ხალხი კარგად ხვდებოდა და ოპოზიციის ნათქვამის ერთ სიტყვას არ იჯერებენ.

„მოდი გავყვეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც ხალხს 4 ნოემბერს ქუჩაში იბარებენ და გეგმის შეთავაზებას აპირებენ. ნიკა გვარამია, რომელიც კახელებს და მეღვინეებს ღვინოში მოშარდვით ემუქრებოდა ან სტუდენტებზე როცა ამბობდა, რომ ნეტა მეტეორი ჩამოვარდეს და სტუდენტები დახოცოსო, ყველამ იცის, მიშას დროს რასაც წარმოადგენდა. რა საქმეები შეთითხნა პროკურორობის დროს და იმ რეჟიმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო. გავყვეთ ბოკუჩავას და ვაშაძეს, რომლებიც ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან. მთელი საარჩევნო პერიოდი ხალხს კი არაფერს პირდებოდნენ, მარტო იმას ამბობდნენ, რომ მიშა იყო ყოვლის და ყველაფრის შემოქმედი, რომ გამარჯვებისთანავე ის ციხიდან გამოვიდოდა. ნუ, ნაციონალები რასაც დაემგვანენ ვნახეთ და რა შედეგებიც აქვთ, ეგეც გამოჩნდა.

ავიღოთ ხაზარაძე, რომელიც ქართველებისთვის მევახშეობასთან ასოცირდება. ხაზარაძე-ჯაფარიძის „თი-ბი-სი“ ბანკმა რამდენი ადამიანი გაამწარა, რამდენი კითხვები არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან მისი თანამშრომლობის შესახებ. შემდეგ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბუჯეტიდან ფული შეჭამა. ნუ ელისაშვილზე, დოლიძეზე და ჯაფარიძეზე ხომ აღარაფერს ვამბობ. დოლიძე მთელი ცხოვრება ბანკირებს და ხაზარაძეს ებრძოდა და მერე მასთან პარტიაში ამოყო თავი. ელისაშვილმა რაც იკადრა, როგორ აგინა ხაზარაძეს დედა ეთერში და მერე შერიგდა, კი ნახა ხალხმა. ჯაფარიძემ კი რუსების წინ ქართველ კაცებს ჩაახდევინა და პუტინს ათქმევინა, ქართველებმა საკუთარი სახე ძლივს გამოაჩინესო. გახარიამ რაც ქნა, კი ვიცით. მოკლედ ამ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში გაჰყვება, როცა არჩევნებზე არ შემოხაზა ისინი? ასე ატარებენ ცოტა ხანი ხალხს ზევით - ქვევით და მერე ისევ 2020 წლის სცენარს გაათამაშებენ“, - ამბობს მამარაძე.

Gami " ერთი საათის გეგმა, ერთი დღის გეგმა და ა. შ." --- მაგარი სტრატეგია ეს შარვალჩახდილი ჟაფარიძე.
3 კვირის უკან
Gami " ბრძოლა ქუჩაში" --- ეჰ, რატომ არის მკვდარი ქუჩის ბრძოლების სუვოროვი თენგიზა კიტოვანი... თუმცა მაგის მომყოლი, ვირთხა აკია ხომ ცოცხალი, ის დაგეგმავს და წარმართავს. სირებო!
3 კვირის უკან
მერაბ.g ვინც სურათზეა ყველას ტვინი ერთად ერთ სამარილეს ვერ აავსებს! გეგმა არა შვიშტოკი!
3 კვირის უკან
ლევკოთეა ჯერ ბევრი რამე დასაწმენდია. ერთი რასაც ვხვდები, დღეს გახარიას და იაგოს გირჩებს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე არჩევენების დღეს ჰყავდათ.
არ უნდა ხალხს ისტერიკიანი ჟოპოზიცია და ვერ იაზრებენ ეგ კუტუები ამას.
3 კვირის უკან
ლაზი გზაკვალ არეული კი არა, ესენი ყოფილან საქართველო. ნახეთ ეს ქალბატონი სადამდე მივიდა ბმული . ამ წვალებით გაპრეზიდენტებული მოხუცისათვის საქართველო მარტო ენჯეოშნიკები და ამ სურათის პერსონაჟები ჰგონია! მართალი ყოფილა, ზოგიერთ მოხუცს ჭკუა არ მოეკითხებაო.
2 კვირის უკან