„ჰელსინკის კომისიამაც კი გააკრიტიკა ბაიდენი, არჩევნები უღიარა „ოცნებასო“, 5 ნოემბრის მერე, საქართველოს არჩევნები ახალი ამბების დედლაინშიც აღარ იქნება, მორჩა კინო“

„ჰელსინკის კომისიამაც კი გააკრიტიკა ბაიდენი, არჩევნები უღიარა „ოცნებასო“, 5 ნოემბრის მერე, საქართველოს არჩევნები ახალი ამბების დედლაინშიც აღარ იქნება, მორჩა კინო“

აღიარა თუ არ აღიარა 26 ოქტომბრის არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა? - ეს კითხვა თბილისში ახალი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციამ სათავისოდ გადათარგმნა და საკუთარ ამომჩეველს კვლავ ატყუებენ, თითქოს ამერიკამ არჩევნები არ აღიარა.

ფაქტი ერთია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან საგანგებო მჭიდრო კონტაქტების გათვალისწინებით - პრეზიდენტის მიმართვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა აღიქვა ნიშნად იმისა, რომ - საერთაშორისო თანამეგობრობაც პრეზიდენტის შეფასებებს იზიარებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის - აშშ-ის ხელისუფლებას - გადაჭრით არაფერი უთქვამთ. ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებენ და არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების გამოძიების საჭიროებაზე ლაპარაკობენ.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა. ამ განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჯო ბაიდენი შეშფოთებულია ქვეყანაში ბოლო დროს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის „რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა“.

ჯო ბაიდენი მიმართავს მთავრობას, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც მისი თქმით, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ასევე ითხოვს, რომ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სანდოობის აღსადგენად: „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ბაიდენის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები და ოპოზიციის მხრიდან ინტერპრეტაცია.

„აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება ნათელყოფს, რომ არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და პროცესი არჩევნების იქნა მიტაცებული“, - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებას.

ჯაფარიძე საერთაშორისო გამოძიების დაწყების და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ბაიდენის განცხადებაც ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში“, - ამბობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია.

ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმე საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გამოიძიონ, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ამას ობიექტურად არ გააკეთებს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება იყო ქართული არჩევნების აღიარება.

მდინარაძის თქმით, სწორედ ამის გამო ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ჰელსინკის კომისიამ უხეშად გააკრიტიკა.

 „მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო გუშინ. ერთი – ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის; მეორე – ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას. შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ის იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს, აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ჰელსინკის კომისიის მხრიდან საკუთარი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტისადმი ასეთი განცხადების საფუძველი, მაშინ როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკისებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ მოვუწოდებთ იმავე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბაიდენი, რომელიც პოლიტკურად კოჭლი იხვია, ქართულ ოპოზიციას ვერაფრით ვეღარ დაეხმარება. ახვლედიანი ამბობს, რომ ახლა ამერიკაში 5 ნოემბრიდან არჩევნების შემდეგ ისეთი პროცესები დაიწყება, რომ საქართველოსთვის და ამ საწყალი ოპოზიციისთვის აღარავის ეცლება.

„ბაიდენმა გააკეთა განცახდება, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია აღიარა. რა თქმა უნდა, ბაიდენი ახლა ვერ დაელოდებოდა რაღაცა მტკიცებულებებს და ვერ მოისმენდა ყველას პოზიციას, ამიტომ ადგა და არც ბოლომდე არ გარისკა არჩევნების არაღიარება, მაგრამ თან ოპოზიციას ძვალი გადმოუგდო, ვითომ გამოძიებას ითხოვს. კი მაგრამ გამოძიებას ვინ ატარებს, თუ არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და პროკურატურა?! ანუ რა გამოდის, აღიარება არის ხომ? აბა ოპოზიცია რაღას ყვირის, რომ ეს აღიარება არ არის. თუმცა ეს „გამჭვირვალობის კანონი“ ბაიდენის ადმინისტრაციას ყელში ძვალივით აქვს გარჭობილი და ისევ, მისი გაწვევა მოაყოლეს. ანუ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ვერც ეს კანონი გახდა ბარიერი, რომ არ გაემრაჯვა და მაინც კანონის გაწვევაზე ლაპარაკობენ. ქართველ ხალხს არა აქვს ამ კანონზე პრობლემა და ვის გამო უნდა გაიწვიონ? ამიტომ ბაიდენის, როგორც პოლიტიკურად კოჭლი იხვის იმედი ოპოზიციას ტყუილად აქვს. ჰელსინკის კომისიამაც კი გააკრიტიკა ბაიდენი, არჩევნები უღიარა „ოცნებასო“ ანუ თავადაც კი არა აქვთ თანხმობა პოლიტიკურად. ამიტომ ოპოზიცია არის საერთოდ ჩიხში დარჩენილი. სადღაა მათი გაბრაზებული პროტესტი და ქუჩაში გამოყვანილი ხალხი? ერთი თვის მერე აანონსებენ შეკრებას და ამდენი ხნის შემდეგ ის ხალხიც განუდგება, ვინც იმ დღეს რუსთაველზე გამოიყვანეს. ამიტომ მართლა ძალიან კომიკურ სიტუაციაში აქვთ თავი ჩაყენებული. ხალხი გაყალბებული ეგზიტპოლებით აზეიმეს და მერე იძულებულები არიან რაღაცა აბსურდ გაყალბებებზე ილაპარაკონ, რომელიც უკვე სასაცილოც აღარ არის“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ბაიდენის განცხადება ასევე სიგნალია ევროპისთვის და, დიდი ალბათობით, ეს გავლენას მოახდენს. ახვლედანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის 14 ქვეყანა ისედაც დადებითად აფასებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ხოლო დანარჩენი 13-იც იგივეს იზამს, როცა ამერიკის არჩევნები ჩაივლის.

„ვიცი, ამერიკის პოლიტიკას ევროპაზე როგორი გავლენაც აქვს. იგივე იქნება ახლაც. 5 ნოემბრის მერე, საქართველოს არჩევნები ახალი ამბების დედლაინშიც აღარ იქნება. მთელი მსოფლიოს ინტერესი ამერიკაზე გადავა. ამიტომ ჩვენმა ოპოზიციამ თავი დაიღუპა. არც ევროკავშირიდან არ იქნება ის სიმწვავე, რასაც ელიან. 14-მა ქვეყანამ უკვე აღიარა არჩევნები და სჯობდა წაგება ღირსეულად მიეღოთ. ახლა კი ჩიხში შესულებმა არ იციან რა გააკეთონ. ზურაბიშვილი თვენხევარში პრეზიდენტი აღარ იქნება და ვის იმედად აპირებენ ყოფნას? მორჩა კინო, სჯობია დაიშალონ“, - ამბობს ახვლედიანი.

 

დეა ზუსტად, დაიკიდა დასავლეთმა ოპოზიცია 🤣🤣
3 კვირის უკან
mamuka დაკიდება მაგათი სტილია
3 კვირის უკან
Maverick დაიკიდა და დაქინძა ნაბოზბანდა, ნაცარასტები, ნაცმიდრეკილი ასოები!“
3 კვირის უკან
დეა ეჰ, საწყალი ხალხი ვისაც ამ ოპოზიციის სჯერა 🤣🤣
3 კვირის უკან