ჩრდილოეთ კორეამ შორ მანძილზე მოქმედი აკრძალული რაკეტა გამოცადა. კონტინენტთაშორისმა ბალისტიკურმა რაკეტამ 86 წუთი იფრინა, რის შემდეგაც ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ზღვაში ჩავარდა.
როგორც სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ამბობენ, ეს ფხენიანის მიერ ამ დრომდე ჩატარებულ ცდებს შორის რაკეტის ყველაზე შორეული ფრენა იყო.
ჩრდილოეთ კორეის მიერ შორ მანძილზე მოქმედი აკრძალული რაკეტის გამოცდა, სამხრეთ კორეასთან მზარდი აგრესიული რიტორიკის ფონზე ჩატარდა. როგორც სეულის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ფხენიანის ტესტირების მიზანი, ისეთი იარაღის შექმნაა, რომელიც უფრო შორ მანძილზე გაისვრის.