„უნდათ, როგორმე „ოცნებას“ ხელი წაუცდეს და პრეზიდენტი დააპატიმროს, აქ სულელი არავინ არის, ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად სულის შთაბერვას არავინ აპირებს“

„უნდათ, როგორმე „ოცნებას“ ხელი წაუცდეს და პრეზიდენტი დააპატიმროს, აქ სულელი არავინ არის, ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად სულის შთაბერვას არავინ აპირებს“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და პროკურატურას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მტკიცებულებები საჯაროა და ის საგამოძიებო უწყებამ თავად უნდა მოიპოვოს. პროკურატურას კი შეუძლია, მოსამართლეს მიმართოს და პრეზიდენტი მაგისტრი მოსამართლის წინაშე მაინც გამოკითხოს.

„პროკურატურას ვურჩევდი, ჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს. პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

„ცხადია, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას“ - დაამატა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის უარი მმართველი გუნდისთვის აღიარებითი ჩვენებაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გამოძიება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესშია და ყველა, ვინც გაყალბებაზე საუბრით ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს, ვალდებულია, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროკურატურაში გამოძიება წარიმართება და თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა მოუწევთ მისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა.

პროკურატურის გამოძიება

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 29 ოქტომბერს, დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკო პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით.

ცესკო კომპლექსურ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი“.

საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროკურატურას „შეუფერხებლად მიაწოდოს ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“.

უწყების ცნობით, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

სალომე ზურაბიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ ამერიკიდანაც მოუწოდეს. ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ზურაბიშვილს ურჩია, გამოძიებას გაუზიაროს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები

„პრეზიდენტი თავად ისაუბრებს თავს თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია (საარჩევნო) დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა“, - აღნიშნა მილერმა.

ოპოზიციის ლიდერები სალომე ზურაბიშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ის დაკითხვაზე არ უნდა მივიდეს. მათი თქმით, პროკურატურის ქმედება კომიკურია, ამიტომ თუ მათი დაბარებაც მოხდება გამოკითხვაზე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებენ. პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, ქუჩა არის ერთადერთი და მთავარი ფორმატი, საიდანაც ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

„ქვეყანაში, სადაც ერთი პრეზიდენტი უკვე პოლიტპატიმარია და მეორე პრეზიდენტს დაჭერით ემუქრებიან და დაკითხვაზე იბარებენ ივანიშვილის პროკურორები, ფაქტია, რომ ამ პირობებში წართმეული აქვთ ყოველგვარი ნორმალური განვითარების შანსი, ევროპული მომავალი. პრეზიდენტი ჩაუდგა ავანგარდში იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ევროპული გამარჯვების დაბრუნება. ამისთვის უნდათ სინამდვილეში სისხლის სამართლებრივ დევნაში მისცენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სიმართლე გითხრათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტიც სწორედ ამიტომ არის პოლიტიკურ ტყვეობაში. რუსი ივანიშვილის ჯიბის პროკურორების არავის ეშინია“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება, რომ არ მივა პორკურატურაში, ნიშნავს ერთ რამეს, რომ ის არის პუტჩისტი, რომელსაც რეალურად არანიარი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაზე არა აქვს და ქვეყნის არევას ცდილობს.

„პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება არჩევნების გაყალბების შესახებ, ამას ხომ ჩვეულებრივი მოქალაქე არ ამბობს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი პირია და მისთვის კანონი და კანონმდებლობა უზენაესი უნდა იყოს. პრეზიდენტს ხომ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. თან ამბობს, რომ ეს გაყალბება რუსულად მოხდაო, ვითომ არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს. ამ ბრალდებას საკუთარ ქვეყანას უყენებს პრეზიდენტი, იბარებენ პორკურატურაში და ამბობს, რომ არა, არ მოვალ და არაფერსაც არ გეტყვით, თქვენ თვითონ გამოიძიეთო. აქედან გამომდინარე, ეს ქალბატონი აუცილებლად უნდა მივიდეს პროკურატურაში და მიიტანოს თუ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ არა აქვს, მაშინ, პრეზიდენტის თანამდებობიდან უნდა გადადგეს. რატომ? იმიტომ, რომ მას ერთხელ და ორჯერ არ აქვს კანონი დარღვეული. მას არა აქვს უფლება ოპოზიციის მხარდამჭერი და ლიდერი იყოს. პრეზიდენტი კონსტიტუციით ზეპარტიული უნდა იყოს. ასევე, კონსტიტუციონალისტებმა, თანაც მაგათმა, არა ერთხელ განუმარტეს, რომ არა აქვს უფლება არჩევნების აღიარებ-არაღიარების. მას ამას კონსტიტუციით არავინ ეკითხება. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილი აუცილებლად უნდა მივიდეს და რადგან ნებით არ მიდის, ის მაგისტრი მოსამართლის მეშვეობით, აუცილებლად უნდა გამოიკითხოს. მაშინ ისევ გამოვიდეს სახალხოდ და თქვას, რომ ტყუილი ილაპარაკა“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციამ და მისმა ამფსონმა ტელევიზიებმა ატეხეს ყიყინი, ვითომ პრეზიდენტს ვინმე აპატიმრებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ბედნიერებას „ქართული ოცნება“ ოპოზიციას და ამ ვაი-პრეზიდენტს არ მიანიჭებს.

„ახლა, რა თქმა უნდა, უნდათ, რომ როგორმე „ოცნებას“ ხელი წაუცდეს და პრეზიდენტი დააპატიმროს. აქ სულელი არავინ არის, ეს იქნება ზურაბიშვილისთვის პოლიტიკურად სულის შთაბერვა, რომელსაც არავინ აპირებს. ხომ ხედავენ, რომ ეს ქალი მხოლოდ აქეთ-იქით დაბოდიალობს და ქვეყნის შიგნით მისი ამყოლი კაცი არ არის. გამოიყვანეს ხალხი გარეთ და მერე ისევ დაშალეს. ამიტომ ამ ტყუილების გამო ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - ამბობს გვენეტაძე.

 

ლევკოთეა სათაურზევე მივხვდი, ვისთან გქონდათ ინტერვიუ აღებული. :)
ამ გვენეტაძის მოქალაქეობრივ პოზიციებს კი ვეთანხმები, მაგრამ ძალიან სუსტია ანალიზშიც და ნაკითხობაშიც.
აბა, რომელი ჭკუადმყოფელი იქნება იმის იმედად, რომ პრეზიდენტი პროკურატურაში გავგზავნოთ, იქნებ, დააპატიმრონო?
3 კვირის უკან
Gami აბა, რას იტყვის მაჩვი ძაბირაძის სიამის ტყუპი, ვერ შემდგარი ფიზიკოსი, "კონსტიტუციონალიზმში გაჭედილი-გაჩხერილი" უმეცარი ბეხრეკი ხმალაძე?
3 კვირის უკან
Gami ვის რად უნდა ამ ქალის დაჭერა, გამომივიდა ეგეც მარია სპირიდონოვა..
3 კვირის უკან
trampi მე კამერაში ლგბტ ხალხთან გავუშვებდი
3 კვირის უკან