ევროპული ქარვასლა - ორი კანონი არჩევნების აღიარების სანაცვლოდ

ევროპული ქარვასლა - ორი კანონი არჩევნების აღიარების სანაცვლოდ

ჯოზეფ ბორელი საუბრობს მიზეზზე, რატომ არ აღიარებს ევროკავშირი საპარლამენტო არჩევნებს. ბორელის ულტიმატუმი ადასტურებს, რომ ევროკაშვირისთვის მეორე ხარისხოვანიც კი არ არის გაყალბდა თუ არა არჩევნები საქართველოში და რამდენი პროცენტი მიიღო ოპოზიციამ. ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას სთავაზობენ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის - „უცხოური გავლენის შესახებ“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაწვევის შემდეგ.

„ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში.

ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლება დაექვემდებარება ბორელის ულტიმატუმს, ძალიან დაბალია. მმართველი გუნდი ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, ბორელის განცხადება არის ძალიან დიდი ტრაგედია, რადგან რეალურად, ევროპა გვეუბნება, რომ არჩევნები კარგად ჩატრადა, მაგრამ თუ ამ კანონს გაიწვევთ ვაღიარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმურიო.

„სად არის აქ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება? არ მინდა ის ევროპა, რომელიც მეუბნება - იცი რა, შენ არჩევნებს კარგად ატარებ, მაგრამ მაინც ჩემზეა დამოკიდებული გიღიარებ, თუ - არა. ეს არაა გამჭვირვალობა. მე, მინდა დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული ყველა განცხადება და რა შუაშია არჩევნებთან ეს ორი კანონი, რომლის გაწვევას ითხოვენ? ეს, ერთმანეთთან კვეთაში არ უნდა იყოს.

მათ აღიარეს თავიანთი ორმაგი სტანდარტი - ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი არჩევნები და გადაწყვეტილებები, მთავარია, ეს კანონი გაიწვიეთ და გიღიარებთ, დარღვევებზე თვალს დავხუჭავთო. ან პირიქით, კი, კარგად არის ჩატარებული, მაგრამ თუ არ გაიწვევთ, ვიტყვით, რომ დარღვევები იყო. ეს არის მიდგომა - მე ვარ შენი ბატონი, თუ ჩემთვის საინტერესო ნაბიჯებს გადადგამ, წაგახალისებ“, - აცხადებს ჩიხელიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა და არა დასავლეთის ბრძანება. იმ შემთხვევაში, თუ ოცნება დაიწყებს ევროკავშირის თამაშს, ასეთ შემთხვევაში დაკარგავს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

„დღეს მათი მხარდაჭერა გადის იმაზე, რომ ისინი არიან ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და არ თმობს სახელმწიფოს ინტერესებს. ბორელი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომლის აზრი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. ეს გათვლილია შიდა მოხმარებაზე.

ნაცმოძრაობას ბევრი ძველი მეგობარი ჰყავს, რომლებიც სახელმწიფო ხარჯებით ხან სად ისვენებდნენ და ხან სად. ეს ადამიანები აკეთებენ იმ განცხადებას, რასაც უკვეთავენ. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით ბორელის განცხადების უკან ვინ დგას და საერთოდ, ის ლაპარაკობს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სახელით, თუ მისი პირადი მოსაზრებაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ბორელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი აბსოლუტურად უგულებელყოფს არა დემოკრატიის ყოველგვარ პირობებს, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდება, რაც საქართველოსთვის არ არის იმდენად სავალალო, რამდენადაც იმ ევროპისათვის, რომელმა ევროპულმა დემოკრატიამ დღევანდელი ევრობიუროკრატიის ხელში სული დალია სწორედ ამ ბორელების, ბაიდენების და მაკრონების მეშვეობით.

„ეს უკვე ნიშნავს გადაგვარებას. ეს არის გახრწნა, გაიხრწნა ევროპული ბიუროკრატიაა, როდესაც ისინი ითხოვენ ე.წ. რუსული კანონის და ლგბტს კანონის უკან გაწვევას. გამოდის, რომ მაგიდაზე დაგვიდეს გარიგება, გვევაჭრებიან და გვეუბნებიან, რომ თქვენ თუ კანონს გაიწვევთ, არჩევნებს ვაღიარებთ. არ აღიარონ! თუ ახლა ეს გაუვიდათ, ამის შემდეგ უამრავ რამეს მოგვთხოვენ. ეს არის შანტაჟი, რომელსაც აწარმოებს ევროპული ბუროკრატია ამერიკის დღევანდელი ადმინისტარციის დავალებით.

ამიტომ, ვფქრობ, უნდა დასრულდეს ის მარაზმი, რომელსაც ადგილი აქვს დღევანდელ დასავლეთში და ადგილი უნდა დაუმკვიდრეს ისეთ ძალებს, რომელთა მეშვეობით შვება მიეცემა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო. ამ ფაშისტებს ხელში უჭირავთ ასანთი და დგანან დენთის კასრთან, რომლებიც უნდა მოსცილდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევენ სამყაროს დასასრულს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

არაგველი641 ანუ ეს კაცი საქართველოს და ქართველებს ვერ იცნობს. მაგას გონია მოსახლეობა თავიანი მოსყიდული ენჯეოებივით გაყიდის საკუთარ ქვეყანას.
3 კვირის უკან
მერაბ.g შე-ეცი ასეთ ევროპას და ასეთ ადამიანებს
3 კვირის უკან
გოგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ევროპასთან გამჭირვალობის და ლგბტ კანონებით ვაჭრობა. თუ ამას დღევანდელი ხელისუფლება დათანხმდა რაღა პრინციპებსა და ეროვნულობაზეა ლაპარაკი. ისინი არა მარტო ჩემ, არამედ ჩემსავით ეროვნულად მოაზროვნე ელექტორატის გარეშე დარჩება.
3 კვირის უკან
ლევკოთეა შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, პირადად მე, არც-ერთი მთავრობის ეროვნულობისა არ მწამს.
ეს მთავრობაც ერივნულია იმ დოზით, რაც საარჩევნო ხმებისთვის სჭირდება. ესენი მანქურთ ოპოზიციას მილიონჯერ სჯობიან და ამიტომ უჭერს ხალხი მხარს (მეც, მათ შორის). ეგაა რეალობა.
მეც, ჩვენი აქაური კოლეგა ტრამპივით ველოდები ამერიკის არჩევნებს მოუთმენლად. იმიტომ კი არა, ვთქვათ, იქაური ტრამპის არჩევა რამეს შეცვლის ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. მათი არჩევნების ნახვა მინდა, გინების ფონზე კი არა, იარაღის სროლის ფონზე რომ ჩაივლის. დემოკრატია მსხვერპლს მოითხოვს.
3 კვირის უკან
sapiqrali გვინდა კი ამნაირ ევროკავშირში გაწევრიანება?????? თუ ასე გააგრძელეს 2030 წლამდე, როცა გაფართოებას აანონსებენ, ევროკავშირის ბურდღაც არ იქნება. მე იმედი მაქვს.
3 კვირის უკან
Gami ყველაფერი დავიდა ორ კანონმდე! იმათ არც არჩევნების სამართლიანობა აწუხებთ და არც დემოკრატიულობა. არჩევნებთან დაკავშირებით ვერაფერს გამოეკიდნენ და ისევ ორი კანონიო.. მათხოვრები, დამპლები!
3 კვირის უკან
ლევკოთეა საკამათო რამეს კი ვწერ და ბევრი დეტალი არაა ჩემთვის ცნობილი, რაც პროცესებზე გავლენას ახდენს.
მაგრამ ამ გადასახედიდან, ჩემზე რომ იყოს, ვივაჭრებდი და შევთავაზებდი არჩევნების ლეგიტიმაციის სანაცვლოდ, გამჭვირვალობის კანონის გაწვევას (ან მოდიფიკაციას), ოღონდ ოჯახური სიწმინდის კანონის რაიმე ცვლილებაზე არანაირი განხილვა რომ არ დაიშვება.
გამჭვირვალობის კანონმა ლამის ძალაში შესვლამდე შეასრულა საკუთარი ფუნქცია. ბევრად მეტიც. არამარტო არასამთავრობოები გააშიშვლა, არამედ პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოების ნაწილიც (მაგარი მახინჯები კი ყოფილან, რაც მათმა სიშიშვლემ აჩვენა).
3 კვირის უკან
trampi მე 7--ში აქედან აღშფოთების წერილების კორიანტელს გავაგზავნი კოლუმბთან
აღშფოთებისთვის კოლუმბისგან უამრავ პრიჩინა--მექნება მომცემენ
3 კვირის უკან
trampi ისე თუ ხედავთ ეს კოლუმბის აქაური ნაბუშარი დაგნარ--დეგანარი ხმას რომ არ იღებს და გასუსულია??
სინამდვილეში კი ამ ზურაბიშვილს და მის კამანდას ეგე ქოქავს, ეგ
თვითონ გასუსულია მითომ მე არაფერ შუაში ვააარო ....
შუაში კი არა თავშია ეგ ჩათლახი, თავში ყველა ინფორმაცია გვარამია, ენჯეო-- მენჯეოებიდან კოლუმბთან მაგას მიაქვს, მაგას ....
. ეგააა აქაური ჩათლახებს კორდინატორ--კამანდირი

არადა აღარ მოვიდა ეს 7 ნოემბერი--- ძალაინ გაიწელა ეს დღეები..
.მოკლედ .... 7--ში საპატიო ტრიბუნაზე ასასვლელად მე უკვე საპარადო ფორმას ვიკერავ..აბა კოლუმბს ხომ არ შევარცხვენ...
3 კვირის უკან