„ახლა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გაიმართება კულუარული მოლაპარაკებების რაუნდი“

„ახლა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გაიმართება კულუარული მოლაპარაკებების რაუნდი“

დასავლეთის გარკვეულ წრეებში მიიჩნევენ, რომ საქართველოში საპარლამენეტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და ამის შედეგად, შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს. როგორც საქართველოში შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგიმ პლატოფორმა X-ზე დაწერა, შვედეთის მთავრობა მზადაა ღია კარით, თუ საქართველო უფრო დემოკრატიული განვითარებისკენ წავა. მისივე შეფასებით, გაიზარდა შვედეთის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოში“.

გარდა ამისა, გავრცელდა კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ. ამასთან, უწყება საქართველოში მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას კი ურჩევს, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში.

კანადას მტკიცედ სწამს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. „დიდ შვიდეულთანდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა ხელახლა შეაფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და მოაგვარებს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება გადაწყვიტა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებას და რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობის წარმოებას. მისი შეფასებით, აღნიშნული დასავლეთში შეფასდა, როგორც საგარეო კურსის ცვლილება, რაც თავის მხრივ არასწორია.

დასავლეთი საქართველოს რომ დაშორდეს, უშუალოდ დასავლეთში უნდა იყოს მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, რომ მათ არ სჭირდებათ საქართველო და გაუშვან. თუმცა, დასავლეთში ასეთი განწყობები არ არის და საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის მმართველ პარტიაში ასეთი განწყობები არ არსებობს, რომ საქართველო უნდა დაშორდეს დასავლეთს, ხიდები ჩაჭრას და პოლიტიკური ვექტორი შეაბრუნოს. დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებაში განსხვავებულად ესმით ისეთი საკითხები, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და ქვეყნის მმართველობი სტილს უკავშირდება. ამის ნიადაგზე არის აღმოცენებული გაუგებრობების მთელი წყება, რაც ბოლო წლებში წარმოიშვა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთის წრეებს შორის.

ქართულმა ოცნებამ აირჩია მრავალვექტორული პოლიტიკა, რაც გულისხმობს რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთიბის შენარჩუნებას, ჩინეთთან სტარტეგიული პარტნიორობის განვითარებას, ასევე ირანთან გარკვეული ურთიერთობების განვითარებას და .. ეს დასავლეთში ეს აღიქვეს, როგორც რელსებიდან გადასვლა - იმ პროევროპული რელსებიდან გადასვლა, რომელიც ადრე იყო განცხადებული და საქართველო ამას მიჰყვებოდა, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ახლა გაიმართება კულუარული მოლაპარაკებების რაუნდი, რომლის პროცესშიც ხელახლა დადგინდება ინტერესები, მოთხოვნები და მოხდება მათი შეჯერება - თუ მივლენ შეთანხმებამდე, ურთიერთობები ნელ-ნელა აღდგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები უბრალოდ გაიყინოს და ყველა დარჩეს იმ მდგომარეობაში, ოგორში ახლა არის, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, აკია ბარბაქაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დასავლეთისთვის წითელი ხაზი საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდა. მისი თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

დაველოდოთ, რა სახეს მიიღებს ამ არჩევნების არაღიარების თემა. ვუყურებთ, რომ ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ნაწილი გაჩუმებულია და მხოლოდ ორმა მეზობელმა სახელმწიფომ ულოცა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება. ევროკავშირმა გარკვეული გაფრთხილებები და წითელი ხაზები მოუნიშნა საქართველოს ხელისუფლებას და მთავარი წითელი ხაზი იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, თუმცა, ვხედავთ, რომ არჩევნები, ფაქტობრივად, მიტაცებულია და საქართველოში დადგა საკითხი, რომ ამის შემდეგ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება აღარ აქვს.

ჩვენ, ნელ-ნელა ვემსგავსებით რუსეთს და ბელრუსს. სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი ჩვენი ურთიერთობის ცივილიზებულ სამყაროსთან. თუ გვინდა, რომ ამ ძმიმე პროცესს რაღაცნაირად ავცდეთ, ყველამ უნდა შევთავაზოთ ისეთი კონსტრუქცია, რომ იძულებული გახდეს ეს ხელისუფლება დანიშნოს ხელახალი არჩევნები. სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის რეალური გადაჭრისთვის მუშაობდეს ვინმე. ნავი გვეძირება და იზოლაცია, რომელიც გვემუქრება, ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება ძალიან მძიმე ჯვარი, რომელსაც შესაძლოა ვერ გავუძლოთ, როგორც სახელმწიფომ, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ For.ge-სთან საუბარში.

Gami აუჰ, ეს ბოგანო, უმეცარი, ვერშემდგარი "სტარშინა", " კაპტიორკის" ვირთხა ბარბაქაძე საიდან გამოაძვრინეთ? დამპალი და ჩათლახი კიტოვანის მომყოლი! ძაბირაძის ალტერნატივაა? სირცხვილია!
3 კვირის უკან