ოპოზიცია დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა - ბნელ ოთახში უნდა აღმოაჩინოს შავი კატა, რომელიც იქ არ არის

ოპოზიცია დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა - ბნელ ოთახში უნდა აღმოაჩინოს შავი კატა, რომელიც იქ არ არის

არჩევნების არაღიარების შემდეგ, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს და დასავლეთს არწმუნებს იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამამტკიცებელი ფაქტები აქვთ. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ ვერცერთი კონკრეტული სერიოზული მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ შტურმი მიდის. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და გარე აქტორები გაყალბების კამპანიის გამყარებას ფსევდო მტკიცებულებებით უშედეგოდ ცდილობენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა მათი ოპონენტების მხრიდან წარმოდგენილ ფოტო-ვიდეო მასალაზეც: დისბალანსი ამომრჩეველთა რაოდენობასა და ოქმებთან მიმართებაში, მრავალჯერადი ხმის მიცემა, ქსენოფობიური განცხადებები, ზეწოლა და მოსყიდვა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის ცრუ ბრალდებების მხილება მარტივია.

ბარიერგადალახული პარტიები კი რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, ამბობენ, რომ გაყალბების ფაქტებს აგროვებენ. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეთა ბაზის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ამომრჩეველს საკუთარი ხმის გადამოწმების საშუალებას მისცემს. საარჩევნო კომისიამ პარტიების მოთხოვნას არარეალური უწოდა და განმარტა, რომ მსგავსი ბაზის შექმნა კანონით არის შეზღუდული, რადგან ის შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს.

ცესკოს საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველა შესაძლო დარღვევა ადგილობრივ დონეზე ობიექტურად იქნება გამოძიებული და მას ზედამხედველობას საერთაშორისო ორგანიზაციებიც გაუწევენ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების მიღება ამ დრომდე გრძელდება.

ეუთო/ოდირის პირველადი დასკვნა, რომელიც ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ შუალედური ანგარიში სამი დღის წინ გაასაჯაროვა. ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი გარემო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხმის ფარულობის დარღვევა და პოლარიზებული გარემო - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დარღვევების, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს. კრიტიკასთან ერთად, ანგარიშში დადებითად შეფასდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მთლიანობაში ითქვა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. საერთაშორისო დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, გამოწვევების გადალახვა კი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებას.

„კრიტიკული აღიარება“ - ასე აფასებენ ეუთო/ოდირის ანგარიშს, სახელისუფლებო პარტიის ლიდერები. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დარღვევებზე საუბრის მიუხედავად, არც ერთი არ ყოფილა იმ მასშტაბის, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი - სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საბოლოო დასკვნას რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებენ.

ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ელექტრონული სისტემით მანიპულაცია გამორიცხული იყო, არჩევნების შედეგების შემდეგ კი რიტორიკა შეიცვალა

არჩევნებამდე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული სისტემით მანიპულაცია გამორიცხული იყო. ოპოზიციის კონკრეტული გამოსვლები შალვა პაპუაშვილმაც გაიხსენა და თქვა, რომ მათ პოზიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ შეცვალეს, რადგან მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

განცხადება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა. ამტკიცებდა, რომ ელექტრონული სისტემა მოქალაქეების ხმების დაცულობას უზრუნველყოფს. შედეგების გამოცხადების შემდეგ კი პოზიცია რადიკალურად შეცვალა.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის და ოპოზიციის რიტორიკის ცვლილება, არჩევნებში დამარცხებამ გამოიწვია. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ელექტრონული დანადგარი, რომელზეც ამერიკულმა კომპანიამ აუდიტი ჩაატარა, ნებისმიერ ხელოვნურ მანიპულაციას გამორიცხავს.

კახა კალაძის თქმით ოპოზიციის განცხადებებს ინახავს სატელევიზიო არქივი. ელექტრონული სისტემის უპირატესობაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობდა და მათ შორის იყვნენ ნიკა გვარამია და ალეკო ელისაშვილიც. დღეს კი ორივე კოალიციამ, რომელმაც ბარიერიც გადალახა და საპარლამენტო მანდატებიც მოიპოვა, პოზიცია შეცვალა. მიზეზი, მათი თქმით, ხელოვნური მანიპულაციებია.

ოპოზიცია თუ გაყალბების მტკიცებულებებს ვერ წარდაგენს, არავინ დაუჯერებთ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის არგუმენტები გაყალბების შესახებ ანეგდოტების ჟანრში გადადის.

„თაღლითი ხაზარაძე და მისი პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობენ, რომ არსებობს რაღაცა ე.წ. შავი ყუთი და თუ ცესკო არ აღიარებს ე.წ. გაყალბების სქემას, ამ შავ ყუთს გახსნიან. წესით, განათლებული ქალბატონია და არაერთ ადგილას უმუშავია, ასეთ სიბრიყვეს რომ ამბობს, რა შეფასება შეიძლება მასზე გაკეთდეს?! ასევე კეზერაშვილის „ფორმულაზე“ ვუყურე, სადაც რომელიღაც დამკვირვებელი ამბობს, რომ სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა რომელიღაცა უბანზე. ყვება, რომ ერთ-ერთი ხელისუფლების წარომამდგენელი, დამკვირვებელი ქალბატონი შემოსულ ხალხს უღიმოდა და ეს არის კანონდარღვევაო. თურმე ეს ღიმილი იყო ამომრჩევლზე ზეწოლა. ასევე, მანამდე ვნახეთ საჩივარი რომ დაიწერა, თურმე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მიესალმა ამომრჩეველს, ესეც თურმე ე.წ. დარღვევაა. ეს ხალხი ისეთ აბსურდებზე საუბრობს, რომ მათი კომენტირება სერიოზულადაც კი ჭირს. ვერაფერი წესიერი და მყარი არგუმენტი გაყალბებაზე ვერ წარმოადგინეს. დემოკრატიულად გამჭვირვალედ არჩევნების ჩამტარ ცესკოს ამუნათებენ, მის თავმჯდომარეს თავს ესხმიან და სისხლის სამართლის დევნით ემუქრებიან. საბჭოთა პროკურორის სულისკვეთებით აღვსილი ნიკა გვარამია და მისი ამფსონები ასეთ დაბალ დონეზე არიან დაცემულები. თუ ეს ასე გაგრძელდა, იქნება მშვენიერი იმისთვის, რომ ეს ნაციონალები გაქრნენ საერთოდ პოლიტიკური სივრციდან და ნამდვილი რეალური ოპოზიცია გამოჩნდეს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება „ისფედს“, რომელიც პარალელური დათვლის შედეგებს მალავს, აბაშიძე ვარაუდობს, რომ მას ამის საშუალებას დონორები არ აძლევენ, რადგან ქვეყანაში ჯერ, პროტესტის მუხტს აკვირდებიან, თუმცა, ადრე თუ გვიან, მისი გამოქვეყნება მოუწევთ.

„ვხედავთ, დასავლეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცახდება გამოქვეყნდა და დანარჩებნი 14-ის არა. ყველა მაინც ქვეყანაში ხალხის რეაქციას ელოდება. იგივეს, როგორც ჩანს, აკვირდებიან „ისფედის“ დონორები, რომლებიც ამ ორგანიზაციას შედეგების გამოქვეყნებისგან თავის შეკავებას სთხოვენ. თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველას რეალობის აღიარება მოუწევს. ბოლო იმედი აქვთ, რომ ვითომ გაბრაზებული ხალხის საპროტესტო მუხტით რამეს მიაღწევენ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას თუ უნდა რეალურად ვინმე ამ არჩევნების გაყალბებაში დაარწმუნოს, სამი მიმართულებით უნდა იმუშავონ. ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას გაყალბების რეალური მტკიცებულებები არ ექნება, ის ვერც დასავლეთიდან და ვერც ქვეყნის შიგნიდან ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„ოპოზიციას ძალიან სერიოზული და დიდი სამუშაო აქვს. მათ ჯერ აუცილებლად მყარი მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ, რომ არჩევნები მართლა გაყალბდა. შემდეგ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული გეგმა, რომ ეს მტკიცებულებები წარუდგინონ დასავლეთს, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება სადამკვირვებლო მისიების საბოლოო დასკვნებს. ასევე უნდა შეძლონ საპორტესტო მუხტის შენარჩუნება. ქვეყნის შიგნით თუ ხალხის აყოლიება ვერ მოახერხეს და ვერც დასავლეთის დარწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ დარჩებიან გარეთ და მათი პარლამენტში არშესვლას არ ექნება არანაირი აზრი. ან ისევ განმეორდება 2020 წლის სცენარი და ისინი იძულებულები გახდებიან პარლამენტში შევიდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას არა აქვს არანაირი იურდიული ბერკეტი იმის, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიაროს ან არა. მისი აღიარება და პარლამენტის მოწვევა მხოლოდ ფორმალურია და სამართლებრივად არ ნიშნავს არაფერს. 76 მანდატითაც კი მმართველ გუნდს 10 დღეში პარლამენტის მოწვევა შეუძლია და მისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ამიტომ ოპოზიციას აქვს ბევრი სამუშაო ახალ წლამდე და ამისთვის მხოლოდ ცარიელი განცხადებები ვერ უშველით. მყარი მტკიცებულებები იქნება დამაჯერებელი, რომ არჩევნები გაყალბდა“, - ამბობს ძაბირაძე.

ლევკოთეა ბაიდენის წერილი წავიკითხე. საქართველოს გამჭვირვალობის კანონი შეკრების და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ზრუდავსო.
ბრეჟნევის ბოლო წლების ანეკდოტია:
ფიდელ კატროა სტუმრად და ბრეჟნევი შეხვედარზე კითხულობს მისასალმებელ ტექსტს:
- ძვირფასო ინდირა განდი.. .
სუსლოვმა ჩასჩურჩულა
- ეს ფიდელ კასტროა და არა ინდირა განდი.
- მეც ვხედავ, რომ ფიდელ კასტროა, მაგრამ აქ წერია, ,,ძვირფასო ინდირა განდი".
3 კვირის უკან