ტრადიციული სცენარი მუშაობს: დასავლეთის მორიგი სამიზნე - „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში

ტრადიციული სცენარი მუშაობს: დასავლეთის მორიგი სამიზნე - „ფერადი რევოლუცია“ საქართველოში

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებით დასრულდა. შედეგი მართლაც მოულოდნელი იყო ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის და დასავლეთისთვისაც კი. ქართველმა ხალხმა, ხმა მისცა ქვეყნის პროგრესს, სტაბილურობსა და მშვიდობს.

თუმცა, შედეგები გააპროტესტეს ოპოზიციურმა პარტიებმა, განსაკუთრებით პროდასავლურმა ძალებმა. ეს ნაცნობი სცენარია, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, ასევე „არაბული გაზაფხულის“ განცდლი ქვეყნებისთვის. ისევ დაიწყო მოწოდებები რევოლუციისა და დაპირისპირებისკენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა უკვე იგნორირებას უკეთებს „მაიდნის“ მოძრაობებს და რევოლუციებს.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებში მიღებული შედეგებით ქართველმა ხალხმა სოლიდური პასუხი გასცა საქართველოს მიმართ განხორციელებულ დიდ უსამართლობას, საგარეო ძალების ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, შანტაჟს, მუქარას, მედიაში ჩადებულ უცხოურ ფულს, აგენტურ ქსელებს და ა.შ. ქართველმა ხალხმა თავისი ღირსეული პოზიცია გამოიჩინა. გავლენიანი ექსპერტებიც აცხადებენ, რომ ამ გამარჯვებით დამარცხდა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ის მტრებიც, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.

ოპოზიცია უგულებელყოფს საზოგადოებრივ აზრს და არ აღიარებს შედეგებს. ეჭვგარეშეა, რომ ამას აკეთებს არა თვითნებურად, არამედ დასავლეთიდან მიღებული გეგმებისა და ამოცანების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პროტსტი არ ექნებოდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ანტისამთავრობო ძალებს სათავეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების დასრულებიდან ათი დღის ვადაში უნდა გაიმართოს და ეს სხდომა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს. თუმცა, პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. სანაცვლოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი დაარღვევს კონსტიტუციას, მაშინ ათი დღის შემდეგ პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს. ეს არის წერტილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის დარღვევა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ხელისუფლებას მორიგი „ფერადი რევოლუციით“ დაემუქრა. „ჩვენ გავხდით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“, - განაცხადა მან 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტს მისი ნათქვამის გასამართლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „მე არ ვაღიარებ ამ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ხალხს პროტესტისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებმაც გამოაცხადეს პირველადი შეფასება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების ღრმა პოლარიზაციამ, ბოლო დროს მიღებულმა კანონებმა და მათმა ზეგავლენამ ძირითად თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კენჭისყრის პროცესი დაჩრდილა, ნათქვამია მისიის განცხადებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არის ფართომასშტაბიანი სიახლეები საარჩევნო კამპანიის შესახებ, რომელიც მოიცავს გამყოფ რიტორიკას და ამომრჩევლებზე ზეწოლას.

სიტუაციის ესკალაციას ცდილობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, მათ შენიშნეს მთელი რიგი ხარვეზები.

არჩევნების წინასწარი შეფასებით გააკრიტიკეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიებმაც. IRI-ს პრეზიდენტმა, დენ ტვინინგმა თქვა, რომ მთავრობამ შეზღუდა პოლიტიკური კონკურენცია არჩევნების წინ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებებით.

ხელისუფლება სერიოზულად ემზადება ამ მესიჯებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალი რევოლუციის გეგმის უკან პრეზიდენტი დგას. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც განაცხადა, რომ ეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალბატონი ქვეყანაში გადატრიალებისთვის ემზადება. მანამდე პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ წესდებას ხელი მოაწერეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა. დოკუმენტის მიხედვით, ისინი შექმნიან ტექნიკურ მთავრობას, თუკი მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მეტ ხმას მიიღებ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიცავს ამ არჩევნებს და არ დაუშვებს კონსტიტუციური სტრუქტურის დარღვევას. მეორდება ყველაფერი, რაც ადრე მოხდა. „ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებში დამარცხებას და ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ კონსტიტუციურ სტრუქტურას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სახელმწიფო თავის ადგილზეა და კონსტიტუციურ სტრუქტურას ვერავინ დაარღვევს“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ბოლო ინფორმაციით, არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ამომრჩეველთა 54,08%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ამრიგად, ოპოზიცია ემზადება ახალი რევოლუციური მცდელობისთვის. ამას ადასტურებს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების გაზრდილი ყურადღება საქართველოში არჩევნებისადმი. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ის მიერ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობის შესახებ და ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს ახალ მეთოდებს, რათა გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე.

სხვა საკითხია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგი საქართველოს შიდა საქმეა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიცია, გარკვეული უცხოური წრეები მას გადამწყვეტად მიიჩნევენ რეგიონში მისი საფუძვლების შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თბილისში არეულობას გეგმავს და ძალადობით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებს.

დასავლეთი ცდილობს ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტად ემორჩილებიან და ემსახურებიან საქართველოში უცხოური წრეების ინტერესებ გატარებას. ამ მიზნით ის მილიონებს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს უკანონო გზებით. ხოლო ხელისუფლება კი კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიიღო, რომელიც სწორედ ამ არაგამჭვირვალე ფინანსური ნაკადს აკონტროლებს. ის მიზნად ისახავს რადიკალური ჯგუფების დაფინანსების აღკვეთას და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ კანონის მთავარი მოთხოვნა, რომელიც არანაირ შეზღუდვას არ აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, არის ის, რომ არაკომერციულმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ გამჭვირვალობა ქვეყნის საზღვრებს გარედან მიღებულ თანხებთან მიმართებაში, ანგარიშგდნენ და განაცხადონ თავიანთი შემოსავალი.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმა ჩაიშალა. ეს არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა. მაგრამ დასავლეთი უკან დაიხევს? სავარაუდოა, რომ ჩვენ ამას ნათლად დავინახავთ უახლოეს მომავალში.

წყარო: https://report.az/analitika/ise-dusen-enenevi-ssenari-gurcustanda-qerbin-novbeti-rengli-inqilab-hedefi-tehlil/

trampi დავით ქართველიშვილი:


თუ საქართველო გაიმარჯვებს ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება და სწორედ ამიტომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას


ზუსტად ესააა აი ზუსტად ეს .ეშლებათ ხუხულა ეშლებათ ..... აი ამიტომ ებრძვიან საქართველოს..ამიტომ

მაგრამ........ ესენი მეშვიდეები იქნებიან, მეშვიდეები!!!!

---------------------------------------------------------------------
3 კვირის უკან
trampi (თარიღს თუ არ ვცდები) მგონი 2009 ში სამთვიანი მიტინგების დროს, კოდუამ რო ნაგვის მანქანებით დაარბია--გაყარა პარლამენტის წინ ღამის მორიგე პროტესტანტები, მაშინ ზუსტად ეს სალომე იყო ღამის დეჟურნი (თინა ხიდაშელიც იქ იყო)
ხოოდა მაშინ სალომე მიშას საქმენი საგმირონიაზე, სუ უცხო ენებზე აძლევდა ინტერვიუებს(ბევრს) იქ მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს ..... მაგრამ მაშინ მიშას საქმენი საგმირონიაზე საზღვარგარეთიდან არავის ხმაც არა ამოუღია....იმიტომ რომ მიშას მთავრობის მოღვაწეობა იმ ჩათლახ უცხოელებს აწყობდათ ..................ეხლა კი სალომეს ამ სიაფან ინტერვიუებს (დეზინფორმაციებს) ეს ჩვენი კეთილმოტყნული მეგობრები ეგრევე ხელზე იხვევენ და გაჰკივიან--- სალომემ ესე გვითხრა დემოკრატია დაირღვაო.......

ანუ მაშინ როცა მათ ინტერესებს სალომეს ნათქვამი ეწინაააღმდეგებოდა--- არ იჯერებდნენ და ეხლა კი როცა ეს მთავრობა იმათ დაკრულზე აღარ დადის და მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება, სალომეს ტყუილს ეგრევე ხელში იტაცებენ და გაჰკივიან ---- დემოკრატია დაირღვაო
აი ეგეთი ჩათლახები არიან ეს კოლონიზატორები
მოკლედ ძაღლის თავი ამერიკაშია დამარხული, ამერიკაში და იმედი მაქვს რო 7 ნოემბერიდან აუცილებლად ამოთხრიან
3 კვირის უკან