ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გასული წლის ნოემბერში სან-ფრანცისკოში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სთხოვდა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ტაივანთან დაკავშირებით რიტორიკა შეეცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კერძოდ, ჩინურ დელეგაცია სურდა, რომ ამერიკის ოფიციალურ პირებს საკუთარ განცხადებებში ეთქვათ, რომ ამერიკა „ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას“ ნაცვლად დღეს არსებულისა „მხარს არ უჭერს“.
სააგენტოს ცნობით, ამერიკულმა მხარემ უარყო ჩინეთის ეს თხოვნა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია თანმიმდევრულად მიჰყვება „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.