“გაზაფხულზე მერცხლები ეგვიპტიდან ჩრდილოეთში ბრუნდებიან და იქაური განწყობა მოაქვთ”

“გაზაფხულზე მერცხლები ეგვიპტიდან ჩრდილოეთში ბრუნდებიან და იქაური განწყობა მოაქვთ”

[ქრისტინე მალანია]

ეგვიპტიდან წამოსული საპროტესტო ტალღის საქართველოში აგორებას “ქართული პარტია” საგაზაფხულო სეზონზე გეგმავს. პარტიის ერთერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ მძიმე სოციალურ ფონთან ერთად, უიმედობის და უთანასწორობის განცდა იმდენად დიდია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან მალე დაიბრუნებს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩადებულ უფლებას. მისი აზრით, “ქართული პარტია” ამ პროცესების მართვის სადავეების ხელში ასაღებად უკვე მზად არის.

ქრისტინე მალანია: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაზახულზე სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. აპირებს თუ არაქართული პარტიაამ სიტუაციის გამოყენებას და საპროტესტო აქციების გამართვას?

სოზარ სუბარი: სოციალური მდგომარეობა ნამდვილად მძიმდება, თუმცა ყოველგვარი სოციალური ფონის გაუარესების გარეშეც, უსამართლობის, უთანასწორობისა და არასტაბილურობის განცდა იმდენად მაღალია, რომ ფეთქებადსაშიში სიტუაცია მუდმივად მატულობს. ერთადერთი, რაც საპროტესტო მუხტის გამვლენას უშლიდა ხელს, ეს იმედგაცრუება იყო, რაც ბოლო ორ-სამ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა მოიტანა.

ასეთი იყო - 2007 წლის ნოემბრის მოვლენები, 2009 წლის აპრილ-მაისის გამოსვლები და 2008 წლის ომი, რომლის შედეგები, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ, უიმედობასა და დეპრესიაში გამოვლინდეს. ყველაფერს დასასრული აქვს, მითუმეტეს, რომ მოდის გაზაფხული, როდესაც მერცხლები ეგვიპტიდან და ტუნისიდან ჩვენთან ბრუნდებიან და იქაური სულისკვეთებაც მოაქვთ. თუმცა ტელევიზიებმა ეს სულისკვეთება გაცილებით ადრე მოიტანეს და ეს იგრძნობა კიდევაც საზოგადოებაში.

რომელიმე პარტიასთან ალიანში შესვლას აპირებთ, თუქართული პარტიამხოლოდ საკუთარი ძალებით გამართავს საგაზაფხულო აქციებს?

- ჩვენი მიზანი ერთის მხრივ ძლიერი პარტიული სტრუქტურის, ანუ ერთგვარი პოლიტიკური ჯარის მშენებლობაა. მეორეს მხრივ, მარტო ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებთ. არ ვაპირებთ კოორდინაციაში, თუ მჭიდრო თანამშრომლობაში მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან ყოფნას. ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებმა გვაჩვენა რამხელა როლი აქვს საზოგადოებას. ეგვიპტეში პრაქტიკულად არ იყო არც ერთი ძლიერი ოპოზიციური ძალა, ხალხმა აჩვენა ვინ არის რეალურად ქვეყნის ბატონ-პატრონი.

სრულიად განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, მოჰამედ ალ-ბარადეი, რომელიც აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური ლიდერია და “მუსლიმი ძმები” ოცდაათწლიანი ავტოკრატიის დასამთავრებად ერთად დადგნენ. საქართველოსგან განსხვავებით ტუნისისა და ეგვიპტის მმართველები ძალიან დიდი დამსახურების მქონე ადამიანები იყვნენ. ორივე პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის იბრძოდა, ხალხი ამას ხედავდა და აფასებდა კიდევაც, მაგრამ დიქტატორობა, ერთმართველობა და ის ელიტური კორუფცია არ აპატიეს, რაც ყველაფერის ერთი კლანის ხელში ჩაგდებას ნიშნავს.

ამ ქვეყნების არც ერთ პრეზიდენტს თვითმფრინავის ხმების მოლანდებების გამო ძირს არ უფორთხია. ასეც რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფალისგან განსხვავებით, იმდენად თავმოყვარე ადაიანები არიან, რომ მეორე დღესვე გადადგებოდნენ თანამდებობიდან. ის რაც საქართველოს კონსტუტუციის პრეამბულაში სწერია – “ძალაუფლების წყარო არის ხალხი”, რეალურად ტუნისმა და ეგვიპტემ დაამტკიცა.

ვისთან არის შესაძლებელიქართული პარტიისგაერთიანება, იმ სიტუაციაში, როდესაც საკმაოდ დაგეძაბათ ურთერთობა ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან?

- რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როცა ოპოზიციის შიგნით ხდება ბრძოლა, თუმცა დაკონკრეტებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ჩვენ მოკავშირეებად ვთვლით, არა მარტო პოლიტიკურ ძალებს, არამედ არასამთავრობო სექტორს და თავისუფალი მედიას. ჟურნალისტებს უყვართ ხოლმე იმის თქმა, რომ ისინი მიუკერძოებელი არბიტრები არიან, ანუ სარკე, რომლიც საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს.

ამბობენ, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით მხარე. მართალია, როცა დემოკრატია გაქვს ქვეყანაში, მაგრამ, როცა რომელიმე ბიზნესმენი ტელეკომპანია “კავკასიაზე”, “მაესტროზე”, ან სხვა ოპოზიციურად განწყობილ გაზეთში რეკლამის განთავსების შემდეგ, ორ დღეში ბიზნესს კარგავს და მასთან ფინანსური პოლიცია შედის, ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ამ შემთხვევაში უბრალოდ სარკის როლის შესრულება კი არა, ყველა ჩვეგანის მოვალეობაა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დარქმევათ.

ელიტურ კორუციას დავარქვათ ელიტური კორუფცია, ავტოკრატის - ავტოკრატია და მერე გადავწყვიტოთ გვინდა, თუ არა, ამ ყველაფერთან შეგუება?! ასეთი გაგებით, ჩვენ ყველანი მოკავშირეები ვართ, ისევე როგორც ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება. ექსპერტის როლი მხოლოდ ბრძნული ანალიზების გაკეთება არ არის, მან შეფასება უნდა მისცეს იმ მანკიერებას, რაც ხდება.

ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდი ფრონტი უნდა შეიქნმას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ბლოკებში ყველა პარტია ერთად იქნება. ამ ფრონტზე ერთად უნდა ვიყოთ ყველა, ვინ ხელისუფლებასთან არ არის შეკრული და ისეთივე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხი.

თუმცა კონკრეტულად, რომელი პოლიტიკური ძალა გახდება თქვენი მოკავშირე ჯერ არ გადაგიწყვეტიათ?

-ახლა ამაზე კონკრეტულად საუბარი ცოტა ძნელია. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი საერთო შესაძლოა ვქონდეს “კონსერვატორებთან”, ან კობა დავითაშვილთან, ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, როგორებიც მწვავე საპროტესტო აქციებს არ გამორიხავენ. არიან პარტიები, რომლებიც ამას არ მიესალმებიან, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს. პარტიებმა, რომლებიც ყოველთვის თავს იკავებდნენ ქუჩის აქციებისგან, შესაძლოა ეგვიფტის მოვლენების შემდეგ სრულიად სხვანაირად შეხედონ ამ პროცესს.

ჩვენ შემოგვიერთდება თუ პირიქით ჩვენ შევუერთდებით მათ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ხალხს ეს არ აინტერესებს. ხალხს რეალური პოლიტიკური პროესების დაწყება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და დღევანდელი მმართველი ძალის მოშორება უნდა. ეგვიპტის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას მთელი მსოფლიო მიესალმება და დიქტატორებს აღარ ეყოლებათ დამცველები.

ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეგვიპტის მოვლენები საქართველოშიც განმეორდეს?

-ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არჩევნებია, მაგრამ როცა არჩევნებს გართმევენ, როცა მას “კუდი” ან “სოდი” ატარებს და შედეგებს არა ხალხი, არამედ ვინმე ლევან თარხნიშვილი დებს, ეს არ არის არჩევნები. ამ შემთხვევაში ხალხს აქვს უფლება ნებისმიერი გზით დაიბრუნის ის, რაც ღვთისგან და კონსტიტუციით აქვს მინიჭებული – ხალხი არის ძალაუფლების წყარო. ხალხის ძალაუფლება არ არის თანამედროვე კონსტრუქციის მიგნება, მაგალითისათვის ბიბლია ავიღოთ.

ებრაელებს ჰყავდათ გამორჩეული ადამიანები, წინასწარმეტყველები, რომლებიც ღვთის ნებით მართავდნენ ქვეყანას. ხალხი შეიკრიბა და თქვა, რომ აღარ გვინდა წინსაწარმეტყველი, გვინდა ყველა ჩვენი მეზობელი ხალხის მსგავსად მეფე გვყავდესო. ღმერთმა წინასწარმეტყველის მეშვეობით განუცხადა, რომ ეს ძალიან მძიმე იქნებოდა მათთვის, მაგრამ რადგან თქვენ ასე ირჩევთ დღეიდან მეფე გყავდეთო და ებრაელ ერს ყავდა მეფე. ძალაუფლების წარო იქაც ხალხია, მეფე ღვთითკურთხეული იყო, მაგრამ მეფობის ინსტიტუტი ხალხმა აირჩია. ლეგიტიმაციის უმაღლესი ორგანო არის ხალხი და ხალხის ნება.

როგორ გგონიათ, გახდა თუ არა ოპოზიციის არაკონსოლიდირებლობა საზოგადოებაში უიმედობისა და უნდობლობის გამომწვევი მიზეზი?

-უიმედობა დაძლევადია და ის შეიძლება ერთ დღეშიც დამთავრდეს. მითუმეტეს მაშინ, როცა ამისათვის ბიძგს უკვე ეგვიფტე და ტუნისი იძლევა. ტყუილად არ მიხსენებია, რომ გაზაფხულზე მერცხლები სამხრეთის თიბილი ქვეყნებიდან ჩრდილოეთში ბრუნდებიან. მუხტი საქართველოსაც ისევე გადმოეცემა, როგორც ტუნისიდან გადაეცა ეგვიფტეს და ეგვიფტიდან კიდევ სხვა ქვეყნებს.

შედეგი ყველგან სხავა და სხვა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გადამდები ტალღა და მოძრაობა ჩვენამდეც აუცილებლად მოაღწევს. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან ძლიერი ძალა ან გარკვეული ტიპის ერთიანობა უნდა არსებობდეს. აუცილეებელია არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ გაცილებით ფართო სპექტრის კონსოლიდირება. გაერთიანება შესაძლებელია და ჩვენ მივდივართი იქითკენ, რომ “ქართული პარტიის” სახით იყოს ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება სათავეში ჩაუდგეს ამ პროცესებს.

მიუხედავად იმისა, რომქართული პარტიისლიდერები დიდი ხანია პოლიტიკურ ასპარეზზე არიან. ის, მაინც ახლადდაფუძნებულ პარტიად ითვლება. ხართ თუ არა მზად შიდასტრუქტურული, ორგანიზებისა და ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით ამ პრცესების მართვის სადავეების ასაღებად?

-მხოლოდ ამ კვირაში ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და საგარეჯოში ვხსნით ოფისებს, იგივეს ვაგრძელებთ შემდეგშიც. კვირაში პრაკტიკულად სამ-ოთხ ოფისს ვაფუძვნებთ. ყოველ შეხვედრაზე, რომ მოუსმონით ხალხს მიხვდებით, რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის და ეს არ არის ადამიანების მხოლოდ ერთი ჯგუფის განწყობა, ის საზოგადოების გაცილებით ფართო სპექტრს ასახავს. პარტია მარტო ვერაფერს ვერ იზამს თუ არ ექნება ხალხის ნდბა. “ქართულ პარტიას” ხლხის ნდობა უკვე აქვს, თუმცა არა აბსოლუტური, ნდობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, მაგრამ ხალხის განწყობა და მზადყოფნა ბრძოლისთვის ნამდვილად არსებობს.

ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ვინ მიგაჩნიათ ისეთ ძალად, ვისაც ჯერ კიდევ ენდობა ხალხი?

-ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის და მიკითხველისთვის მიმინდვია.

opinion.ge