საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და ოპოზიციასთან ერთად ქუჩაში გასვლას აანონსებს. ათონელის სასახლეში პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა მათთან ერთად ბრიფინგზე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა.
„ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და მოსახლეობას 28 ოქტომებრს, 19:00 საათიდან რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ „ტექნოლოგია გამოიყენეს იმისთვის, რომ გაყალბება გაეთეთრებინათ“.
მისივე თქმით, ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევანის გაკეთების საშუალება: „ჩატარდა რუსული არჩევნები და წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი, რადგან ამ არჩევნების მერე ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუ რაიმე არ შეიცვალა, როგორი იქნება არჩევნები მომავალში“. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება.
ოპოზიციის გადაწყვეტილება
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ნიკა გვარამიას განცხადებით, საპარლამენტო სიის დანარჩენი წევრები არ ჩაანაცვლებენ 20-ულის მიერ დათმობილ მანდატებს.
„არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“, - ამბობს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის სასახლიდან.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა და ოპოზიცია კი მის აღიარებას არ აპირებს.
თუმცა ჯერჯერობით უცნობია იგივეს გადაწყვეტს თუ არა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ მოქალაქეებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნები მოიგო, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახლა უიმედობის დრო არ არის, რადგან თითოეული მოქალაქის ხმა დასაცავია და „ამისთვის გონივრული პროტესტის იმ ფორმას უნდა მივმართოთ, რომელიც მიზნად დაისახავს მოქალქეების არჩევანის დაცვას“.
ოპოზიციას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცის ნაწილის გადაწყვეტილება სწორია, რომ ისინი პარლამენტში არ უნდა შევიდნენ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მიუხედავად ოპოზიიცის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტისა, „ქართულ ოცნებას“ მისი დამტკიცება უპრობლემოდ შეუძლია.
„ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის. კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია 1 არჩევნებამდე ან მე-2 პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ“,-ამბობს მენაბდე.
პარლამენტი რომ არალეგიტიმურად გამოცხადდეს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ 150-კაციანი სიები სრულად უნდა ჩახსნას, რომ პარლამენტი არალეგიტიმური გახდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
„ოცნების“ პასუხი პრეზიდენტს და ოპოზიციას
„არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ რომ ნუ შემოვლენ, არც ერთი არ შემოვიდეს“ - ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
„კიდევ კარგი, ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, რომ არ დაექვემდებარებოდნენ მათ (ოპოზიციის) მიერ განხორციელებულ ზეწოლას და, საბოლოო ჯამში, მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები. არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არც ერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რასაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს, საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხტარი აწ უკვე ლიდერი, რომელიც არის აგენტურის მთავარი კოორდინატორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს.
„სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება და გაიმართება სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს. პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს. შეუძლია აქაც, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, ჩვენ თუ თეორიულად დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, ბოლო, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“,- განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მოღალატე სლომე ზურაბიშვილის ეს განცხადება დიდი ხნის წინ იყო უკვე ნავარაუდები და საქართველოს მოსახლეობამ უკვე იცოდა, რომ კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილი დემოკრატიულად არჩეულ „ოცნებას“ არ აღიარებდა.
„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მოსალოდნელი იყო და ამაზე არა ერთხელ მისაუბრია და ხელისუფლებაც ამ პროგნოზს აკეთებდა. ზურაბიშვილი არის აგენტოკრატიის ერთგული მსახური, რომელიც მათ დაკვეთებს ასრულებს. რადიკალური ოპოზიციონრების გარემოცვაში ზურაბიშვილმა ანტიქართული განცხადება გააკეთა. ფაქტობრივად, მან ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება დააანონსა. რამდენად წარმატებული იქნება ის ამ სამარცხვინო უკანონო ქმედებაში, ამის პროგნოზირება რთული არ არის. ის ასევე ჩაფლავდება ნაცრადიკალებთან ერთად, როგორც მანამდე მოხდა ე.წ. დაუმორჩილებლობა და მშვიდობიანი რევოლუციები.
ეს საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილის რენომეს ასამარებს. მას სამსახურში ყოფნის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებამდე აქვს და ამ ვადის გასვლისთანავე, მას საქართველოს დატოვება მოუწევს. ის არის უსამშობლო, შულავერის კომიტეტის წარმომადგენელი. მასსა და სერგო ორჯონიკიძეს შორის განსხვავება მხოლოდ ეპოქაში, სქესში, სახელსა და გვარშია. ამ მოღალატე ქალს, არაფერი არ გააჩნია ქართული, ამიტომ საქართველოში პოლიტიკურ მოღვაწეობას ყველაზე სამარცხვინოდ დაასრულებს. წამზომი უკვე ჩართულია და მომსწრე ვიქნებით იმ ე.წ. გადატრიალების, რასაც თავის დროზე აანონსებდნენ ნაცების ვასალი არასამთავრობო ტელევიზიები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ არ აღიარონ ეს არჩევნები და „ოცნებას“ არ დაელაპარაკონ, აბაშიძე ამბობს, რომ უცხოური ძალების რაღაცა ნაწილისგან ანტიქართულ განცხადებებს ვიხილავთ. თუმცა აბაშიძე ამბობს, რომ აქ მთავარი არის ის განცახდება, რაც ეუთო/ოდირმა წინასწარ დასკვნაში უკვე თქვა, რომ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო.
„ეს განცხადება და წინასწარი დასკვნა ამ ორგანიზაციის უკვე ამოსავალი წერტილია და დასავლეთში იქნებიან, კი ბატონო, ის ძალები ისევ „ოცნების“ წინააღმდეგ, რომლებიც გაზაფხულზე ვიხილეთ. თუმცა მნიშვნელოვანია შარლ მიშელის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ ის მოუწოდებს ცესკოს და ქართულ მართლმსაჯულებას, რომ სავარაუდო დარღვევები და უკანონო ქმედებები გამოიძიონ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში მოხდა. თუმცა შარლ მიშელმა არაფერი თქვა იმაზე, რომ ამ არჩევნებს ეჭქვეშ აყენებს.
ასე რომ, ჩემი ვარაუდით, შესაძლოა, იმ ტოქსიკური პოლიტიკური აქტორებიდან შედარებით რბილი განცხადებები იყოს. თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ ისინი პროტესტის მუხტს დააკვირდებიან. თუ ამან მიიღო მრავალათასიანი ფორმატი, შესაძლოა, თავხედურად ჩამოვიდნენ და აქედანაც კი განცხადებები გააკეთონ. ეს კი ნაცრადიკალების გაფართხალების ბოლო მცდელობა იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ შევიდნენ და სიებს ჩახსნიან, აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და მსგავსი რამ 2020 წელს უკვე ვიხილეთ. ამიტომ მათი აფერისტობა უკვე ნანახი გვაქვს და იგივეს გამეორება პოლიტიკურად არაფერს მისცემთ.
„რასაკვირველია, ოპოზიცია მთელ სიებს არ ხსნის და ცდილობს უკანდასახევი გზა დაიტოვონ. როგორმე თავი გაიმართლონ და ისინიც პროტესტის მუხტს დააკვირდებიან. რაც შეეხება ამ სიების ჩახსნას, ბოიკოტს და ა.შ. ეს გასაკვირი არ არის. როცა სიები ჩახსნეს 2020 წელს რადიკალური ოპოზიციის ფლანგიდან, მმრთველ პარტიას აბრალებდნენ და შემდეგ პარლამენტში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ. აქაც ისევ თვალთმაქცობას აქვს ადგილი და ასეთი დესტრუქციული ქმედებებით ეპილოგით ვერავის გააკვირვებენ. როგორც ელისაშვილს მოუწია ხაზარაძის ფინიობა და საკუთარი სიტყვების უკან არაკაცურად წაღება, მთელ ოპოზიციას ისევ იგივე მოუვა“, - ამბობს აბაშიძე.
მაინც რატომ მიიღეს ძვ და ახ ნაცებმა თითქმის 20%, ან ის რატომ უნდა მიეღოთ? მთელი მათი კამპანია იყო"ამ უცხოელმა ეს თქვა, იმან ის" არანაირი ქვეყნის სიყვარული, არანაირი ნიჭი, არანაირი მოხერხებულობა ... მჯერე რაც ხმები აიღეს, ისიც ონერციით და ლენჩების დაბრმანებით; გაისად მაგდენსაც ვერ აიღებენ!