კორნბლამი ფლეტჩერის სკოლის ხელმძღვანელობას სააკაშვილთან დაკავშირებით აფრთხილებს

კორნბლამი ფლეტჩერის სკოლის ხელმძღვანელობას სააკაშვილთან დაკავშირებით აფრთხილებს

„სააკაშვილს არ შეუძლია იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნეს აღმასრულებლებისთვის“, - ამ სიტყვებით მიმართავს აშშ-ის ყოფილი ელჩი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯონ სი კორნბლამი, ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის ხელმძღვანელობას, სადაც მომავალი კვირიდან მიხეილ სააკაშვილი მოღვაწეობას უკვე ლექტორის პოზიციით იწყებს. ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ეს ფაქტი ფლეჩერის ახალი დეკანის არა მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილების მაგალითია, არამედ ზიანის მომტანიცაა ფლეტჩერის მოსწავლეებისა და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.

 

„მე - ამერიკის ყოფილი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვმსახურობდი საგარეო საქმეთა მრჩევლად სააკაშვილის ოპონენტთან პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში, რაც უხეშადაა აღნიშნული ფლეტჩერის განცხადებაში. ამის გამორჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ის ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლება „ქართული ოცნების“ პარტიას გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ძალ-ღონე არ დაიშურა, გამოეყენებინა მთავრობის ყველა ბერკეტი, რათა დაებლოკა ოპონენტ ბიძინა ივანიშვილის კამპანია.

ივანიშვილი გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მივიდა, რათა დაესრულებინა სამოქალაქო უფლებების მუდმივი დარღვევა, მთავრობის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობა და ეკონომიკური უკუსვლა, რაც სააკაშვილის მმართველობას ახასიათებდა. მე ვიყავი მომსწრე 2012 წლის არჩევნების საბოლოო დრამატული კვირისა და შემიძლია პირადად დავადასტურო ის დაუნდობელი ზეწოლა თავისუფლებაზე და ძალადობა კამპანიაში ჩართულ ადამიანებზე, რომელიც მე დავაფიქსირე“, - წერს ყოფილი ელჩი.

მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 60-მა პროცენტმა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა, არ იყო მხოლოდ ივანიშვილის გამბედაობა და სიმამაცე, არამედ ეს იყო დასავლური მთავრობების მხარდაჭერა, რომლებმაც ნათელი გახადა სააკაშვილისთვის, რომ მას აღარ მისცემდნენ არჩევნების მოპარვის უფლებას. 

„ფლეტჩერის ახალი დეკანი იმ უფროსი თაობის სამხედრო ამერიკელ ჩინოვნიკთა ჯგუფიდანაა, რომელმაც მხარი დაუჭირა სააკაშვილს, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა, მისი ნატო-ს მხარდამჭერი მიდგომის გამო. დარწმუნებული ვარ, დეკანს მოუწევს თავისი გადაწყვეტილების დაცვა, როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს ფაქტები.

მაგრამ ფლეტჩერის სტუდენტების და პროფესორების დახმარებით შესაძლებელია, დადებითი შედეგის მიღება იმით, რომ სააკაშვილის ყოველი გამოჩენა გამოიწვევს მისი მემკვიდრეობის სრულ და გულწრფელ განსჯას. წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცანით სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, მის დაუნდობელ მიტინგების დარბევას 2011 წლის მაისში და კორუფციას, მისი მთელი რეჟიმი ხომ პირადი გამდიდრებით იყო ინფიცირებული.

უპირველეს ყოვლისა, აიძულეთ იგი თქვას სიმართლე. ამით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ მისი უცნაური განცხადება გახდება მაგალითი, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას გაიმარჯვოს ისეთ პოსტსაბჭოურ დიქტატორებზე, როგორიცაა სააკაშვილი, რუსეთის მოსაზღვრე სტრატეგიიულ რეგიონებში“, - ნათქვამია ჯონ სი კორნბლამის წერილში.

ფლეტჩერის სკოლის დეკანი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი კი განმარტავს, რომ ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლამ სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის პირველად შექმნა ახალი თანამდებობა. სტავრიდიდი ფიქრობს, რომ პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილმა შთამბეჭდავად გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკა, დაამარცხა კორუფცია და საქართველო დასავლეთს, შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს დაუკავშირა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი პროფესიონალი დიპლომატია და მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით ფლეტჩერის სკოლა იმის გამოც არჩია, რომ სკოლა პრესტიჟულია, აქ ბევრი ფაკულტეტია და სტუდენტები მისი რეგიონით არიან დაინტერესებულნი.

ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში იმყოფებოდა, საქართველოს პარალმენტის წევრი, თინა ხიდაშელი. როგორც თავად ამბობს, ტაფტის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია აშშ-ში. კანონმდებელი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმიანობა ამ უნივერსიტეტში 3 ან 4 ლექციით ამოიწურება.

For.ge. უმარვლესობის ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს ესუბრა.

სააკაშვილის ამერიკულ კარიერას აკრიტიკებს აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ სი კორნბლამი, რომლის განცხადებით სააკაშვილს არ შეუძლია იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნეს აღმასრულებლებისთვის. რა ინფორმაცია გაქვთ სააკაშვილის ამერიკულ კარიერაზე?

- ტაფტის უნივრესიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ამერიკაში. ამ წუთში არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება ათეულშიც იყოს რეტინგებში. ეს არის დემოკრატიისა და დიპლომატიის სკოლა. მე მქონდა ბედნიერება, რომ ერთი ზაფხული გამეტარებინა ამ სკოლაში. მაღალი რანგის უნივერსიტეტია. ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს აქვთ ეს სასწავლებელი დამთავრებული. მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანი ადამაინი ასწავლიდა ამ უნივერსიტეტში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ბევრი მეგობარი მყავს ამ უნივერსიტეტში, გავარკვიე და შემიძლია გითხრათ, რომ მისი მთელი საქმიანობა მთელი წლის განმავლობაში ა3 ან 4 ლექციით ამოიწურება ამ უნივერსიტეტში. მომავალ კვირას ელოდებიან ამ უნივერსიტეტში, სადაც ექნება პირველი შეხვედრა. სულ ეს არის მისი მთელი ამბავი.

ელჩი თავის წერილში ხაზგასმით აცხადებს და მოუწოდებს უნივერსიტეტის დეკანს, წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცნოს სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს. იქონიებს ეს წერილი მის კარიერაზე გავლენას?

- ჯონ სი კორნბლამი კარგად იცნობს საქართველოს. დასამალი არაა, რომ ის ჩვენთან მუშაობდა 2012 წელს. კარაგად გაეცნო იმ ვითარებას, თუ რა პირობებში ჩაიარა ქვეყანაში საპარალამენტო არჩევნებმა, რა მდგომარეობაში ჰყავდა სააკაშვილს მისი ოპონენტები. ეს მან საკუთარ თავზეც გამოსცადა, მასაც დასდევდნენ, როდესაც ის საქართველოში ჩამოდიოდა

კუდ-ის მანქანები მასაც დაჰყვებოდა.

ამერიკელ დიპლომატს კუდ- უთვალთვალებდა იმიტომ, რომ ოპოზიციასთან მუშაობდა?

- უთვალთვალებდა იმიტომ, რომ ის იყო ჩვენი ერთ-ერთი ლობისტი. მაშინ რამოდენიმე ამერიკელი გვეხმარეობდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო ჯონ სი კორნბლამიც. ამიტომ, მან ძალიან კარაგდ იცის რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. ჯონ სი კორნბლამი ის ელჩია, რომელმაც ბერლინის კედლის დანგრევის დროს რეიგანის სიტყვა დაწერა, სწორედ მაშინ იყო ის გერმანიაში ამერიკის ელჩი. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საქართველოს მეგობრად დარჩა. საქართველოს მეგობარია და აწუხებს ჩვენი პრობლემები. დღესაც ისეთივე მონდომებით საქმინაობს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მაშინ, როდესაც ჩვენთან მუშაობდა.

მიხეილ სააკაშვილს რა გავლენა აქვს დღეს აშშ-ში და რას ამბობენ მასზე სენატორები, კონგრესმენიები, რომლებთანაც გაქვთ თქვენ შეხვედრები?

- სააკაშვილს არანაირი გავლენა არ აქვს, საკუთარი თავი მან თვითონ შეჭამა, ის დამთავრებულია ყველასთვის. შეიძლება პირადი ურთიერთობები აქვს ვინმესთან შემორჩენილი, მაგრამ ეს ნამდვილად არ სცდება პირადი ურთიერთობის ზღვარს. იმ ფონზე, რაც ხდებოდა მისი პრეზიდენტობის დროს და მითუმეტეს იმ ფონზე, რაც შემდეგ გახდა უკვე ცნობილი მთელი საზოგადოებისთვის, შეუძლებელია, ასეთ ადამიანს რაიმე გავლენა ჰქონდეს სადმე შენარჩუნებული.