ეგზიტპოლი: ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული კოალიცია ლიდერობს

ეგზიტპოლი: ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული კოალიცია ლიდერობს

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნებში პროევროპული კოალიცია ლიდერობს, რომელშიც პარტიები: „მოქალაქეები“, „ბულგარეთის განვითარებისთვის“ და „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ არიან გაერთიანებულები. მათ ხმების 26,4% აქვთ. მეორე ადგილზე 14,9%-ით „ლიბერალურ-კონსერვატიული ალიანსია, რომელიც პარტიებს „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და „დემოკრატიულ ბულგარეთს“ აერთიანებს.

ხმების 12,9% მიიღო პარტია „აღორძინებამ“.

სულ ეროვნულ კრებაში 7 პოლიტიკური გაერთიანება მოხვდა, კიდევ 2 კი საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის იბრძვის.