ვადამდელი არჩევნების შედეგად, იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ვადამდელი არჩევნების შედეგად, იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ასეთი რამ 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა გუნდმა უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 233 მანდატი ვერ მოიპოვა.

პრემიერმა სიგერუ ისიბამ მზადყოფნა გამოთქვა, მთავრობის დაკომპლექტებისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან გამართოს კონსულტაციები, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში ისიბას ინიციატივით დაინიშნა, მას შემდეგ რაც ის ლიბერულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი გახდა. ის ამ არჩევნებს განიხილავდა როგორც თავისი პრემიერობის საჯარო მანდატს.