აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმაში მონაწილეობას არ იღებდნენ

აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმაში მონაწილეობას არ იღებდნენ

აშშ-ს ირანზე ისრაელის თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა შონ სავეტმა.

„შეერთებულ შტატებს ამ ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენს მიზანს დიპლომატია და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია წარმოადგენს. მოვუწოდებთ ირანს შეწყვიტოს თავდასხმები ისრაელზე, რის შედეგადაც ბრძოლის ეს ჩაკეტილი წრე დასრულდება ესკალაციის გარეშე“, - თქვა სავეტმა.

მისივე თქმით, ისრაელმა ირანზე თავდასხმა თავდაცვის მიზნით განახორციელა და ეს იყო პასუხი 1 ოქტომბერს თეირანის მიერ ისრაელის ტერიტორიის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვაზე.

ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანა. ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ეს საპასუხო დარტყმაა ირანის მიერ 1 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე.