ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, მათ ირანზე საჰაერო იერიშის მიტანა დაასრულეს.
„ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის არმიამ დაასრულა წერტილოვანი და ზუსტი დარტყმების მიყენება სამხედრო ობიექტებზე ირანის რამდენიმე რაიონში“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.
როგორც ებრაული მხარე იუწყება, იერიშებში მონაწილე ყველა თვითმფრინავი უკან „მშვიდობიანად“ დაბრუნდა.
„სადაზვერვო მონაცემების თანახმად, სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს საწარმოებზე, სადაც ამზადებდნენ რაკეტებს, რომლებსაც ირანი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით უშვებდა“, - დასძინეს „ცაჰალში“.ვრცელებს ინფორმაციას, რომ ირანში იერიშის დროს დაკეტილი ყველა აეროპორტი მალე განაახლებს მუშაობას.
ისრაელმა ირანზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანა. ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ეს საპასუხო დარტყმაა ირანის მიერ 1 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე.