რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არ უარყო, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სამხედროები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მტკიცებულება აქვს იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3 000 ჯარისკაცი გააგზავნა უკრაინაში შესაძლო განლაგებისთვის.
კითხვაზე სატელიტური გამოსახულების შესახებ, რომელიც აჩვენებს ჩრდილოეთკორული ჯარების გადაადგილებას, პუტინმა უპასუხა:
გამოსახულება სერიოზული რამეა. თუ არსებობს გამოსახულება, მაშინ ისინი ასახავენ რაღაცას.
მანამდე უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების პირველი ქვედანაყოფები უკვე საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებიან.