მედია: ლიბანზე ისრაელის ავიაიერიშს 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა

მედია: ლიბანზე ისრაელის ავიაიერიშს 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ჰასბიაზე ისრაელის მორიგ დარტყმას სულ მცირე 3 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან პროირანული მედიასაშუალება Al-Mayadeen-ის ოპერატორი და ინჟინერი და „ჰეზბოლასთან“ დაახლოებული Al-Manar-ის ოპერატორი. მათ ბუნგალოში ეძინათ, რომელსაც ისრაელური ჭურვი მოხვდა.

ადგილზე მყოფი სხვა ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული დარტყმა იყო.

ისრაელში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ შეტევამდე 24 საათით ადრე, ისრაელმა იერიში მიიტანა Al-Mayadeen-ის ოფისზე ბეირუთში.