რუსეთის პირველი დოპლომატი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას თბილისის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება ამუხრუჭებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, საქმე არა ფორმალობაში, არა დიპლომატიური ურთიერთობების არქონაშია. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღაირების შესახებ, უკან წაღებას არ აპირებს. მისი თქმით, სწორდ ამაშია მთავარი და ურთულესი წინააღმდეგობა საქართველოსა და რუსეთის პოზიცებს შორის.
For.ge ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორიმ უარყო ოსური და რუსული მედიით გავრცელებული მისი განცხადება, თითქოსდა „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. ევროკავშირის წარმომადგენელს შესაძლებელია, რომ საკითხი ასე დაეყენებინა?
- ევროკავშირი მტკიცედ იცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრონციპს. ეს თვითონ ბატონმა ლეფორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და დაადასტურა. ევროკავშირო მტკიცედ იცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპეპს. თუმცა, ბატონი ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადებები დამატებით შესწავლას საჭიროებს, რაზეც საგარეო უწყებამაც მიუთითა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას თბილისის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება ამუხრუჭებს. ორმხრივი ფორმატის ფარგლებში მიღწეულია სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ურთიერთობებში არანაირი წინსვლა არ გვაქვს...
-ის რომ არანაირი წინსვლა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში არ ხდება, ეს რელაობას არ შეესაბამება. ერთი წლის მანძილზე ორმხრივი დიალოგის ფარგლებში საკმაოდ ხელშესახები შედეგები გავქვს. 2012 წლის ბოლოს როდესაც დავიწყეთ ამ ფორმატით შეხვედრები, დიალოგის პირველ ეტაპზე განისაზღვრა ის თემები რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს გახლავთ სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრასპორტო კავშირების აღდგენა, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობის განახლება. ამ მიმართულებით საკმაოდ ხელშესახები და გარკვეულწილად პოზიტიური შედეგები გვაქვს.
ამ დიალოგის ფორმატში რუსეთის მხრიდან თუ იგრძობა მზაობა იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს მოსახლეობას შორის კონტაქტები მაქსიმალურად შემსუბუქდეს?
- თუ რამე მოხდება, მოხდება ძალიან მცირე, პატარა ნაბიჯების მეშვეობით. ჩვენ ამას ყოველთვის ვუსვამდით ხაზს. მაქსიმალურად, 24 საათში თუ ერთ კვირაში არაფერი მოხდება. დავიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით და ამ ერთი წლის მანძილზე, გზის გარეკვეული მონაკვეთი გავიარეთ.
მაგრამ პოზიტიურ შედეგამდე მივედით?
-იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც ვმსჯელობდით პოზიტიური შედეგები არის. გასული წლის ბოლოსათვის რუსეთის ბაზარზე 100 მილიონის ქართული პროდუქცია შევიდა. ამ წელს ეს თანხა გაიზრდება. ეს ურთიერთობები, ალბათ, უფრო გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას. რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, იქ სამწუხაროდ, ხელშესახები შედეგები არ გავქვს. ასე სწრაფად ვერ მოხდებოდა. ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს მსჯელობა ჟენევის კონსულტაციების ფარგლებში და უნდა გავმოვთქვათ იმედი, რომ წელს იქაც გარკვეული პოზოტიური ნაბიჯები გადაიდგმევა.
რამდენად მოსალოდნელია, რომ სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურული საკითხების შემდეგ, ამ ფორმატმა ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე დაიწყოს მუშაობა?
- ამ ეტაპზე, ნებისმერ პროგრესს, ნებისმიერ საკითხს რუსეთთან მიმართებაში, აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვა. გადავალთ თუ არა ჩვენ შემდეგომ ეტაპზე, უკვე სხვა საკითხების განხილვაზე, ამას დრო აჩვენებს. ყველაზე დელიკატური და რთული საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში.
თუმცა, ფაქტია, რომ ჟენევის ფორმატი შედეგზე ორიენტირებული არ აღმოჩნდა...
- მნიშვნელოვანი ფორმატია და ვთვლი, რომ ეს ფორმატი შენარჩუნებული უნდა იყოს. ამაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ-ის წარმომადგენელი. ასე რომ, ამ ეტაპზე, ეს ფორმატი აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. ვნახოთ, მომავალში ეს ორმხრივი ფორმატი თუ შეძლებისდაგვარად შეუწყობს ხელს იმ რთული საკითხების ხელშეწყობას, რომელიც ჟენევაში განიხილება.
ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხშია შესული. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატში შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს დეოკუპაციის კუთხით?
- რეალობა გახლავთ ის, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღაირების შესახებ უკან წაღებას არ აპირებს. ამ ე.წ. ახალ რეალობას, როგორც ამას რუსეთი უწოდებს, ჩვენ არასოდეს შევეგუებით. სწორდ ამაშია მთავარი და ურთულესი წინააღმდეგობა ჩვენს პოზიცებს შორის. ჩვენს პოზიციას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა.
რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიცია და მისი ქმედებები ყოვლად მიუღებელია, ჩვენთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. განსაკუთრებით ისეთი ნაბიჯები, როგორც არის საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების მშენებლობა, კონფლიქტური რეგიონების მილიტარიზაცია, ბოლო დღეებში საქართველო-რუსეთის საზღვარზე აფხაზეთში ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა, რაც ფაქტობრივად საზღვრის გადმოწევას ნიშნავს.
მსოფლიოს მხოლოდ ოთხი ქვეყანა შეუერთდა რუსეთის ამ აღიარებას. ძალიან რთულია. გეთანხემბით, რომ სამართლებლივი ჩიხია შექმნილი, საიდანაც გამოსვლა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. კარგად გათვლილი და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ იმისათვის, რათა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდეთ სამართლებლივი ჩიხიდან გამოსავალის ძიებას.
ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ეს იმდენად რთული პრობელმაა, იმდენად ჩიხშია შესული პროცესები და განსაკუთრებით 2008 წლის ომის და აღიარების შემდეგ, ამის მოგვარებას ძალიან დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება.