„ოპოზიციას რომელ დიდ ქალაქებში აქვს მხარდაჭერა, რომელში ჩაატარეს შეხვედრები, სად გამოვიდა ხალხი მათთან სასაუბროდ?“

„ოპოზიციას რომელ დიდ ქალაქებში აქვს მხარდაჭერა, რომელში ჩაატარეს შეხვედრები, სად გამოვიდა ხალხი მათთან სასაუბროდ?“

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უკვე კეთდება პროგნოზი იმაზე, ვის სად უფორ მეტი ხმის აღება შეუძლია და სად აქვს პოლიტიკურ პარტიებს მეტი გამარჯვების შანსი. მაგალითად, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ დიდ ქალაქებში უფრო მეტ მხარდაჭერას აიღებს ვიდრე „ოცნება“. თუმცა ამბობენ იმას, რომ რეგიონებში და სოფლებში მმართველი გუნდი ყოველთვის უფრო უპირატეს მდგომარეობაშია. განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობებში ხელისუფლების მხარდაჭერა მაღალია. 

სავარაუდოდ, ყველაზე დიდ მხარდაჭერას მმართველი გუნდი უფრო აღმოსავლეთში, კერძოდ, კახეთში ელის. ასევე, მისი მხარდაჭერა მაღალია ქართლშიც. თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ სამეგრელოსა და აჭარაში უფრო ოპოზიციურად არის ამომრჩეველი განწყობილი.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია. ოპოზიციაში კი იმდენად ოდიოზური და საზოგადოებისთვის მიუღებელი ხალხია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მარტივად აიღებენ. ამის დემონსტრირება „ოცნებამ“ 23 ოქტომბერს თბილისში უკვე მოეხერხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ სრულიად საზოგადოებას, რომ გამოვიდეს ქუდზე კაცი ამ არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. აქ საქმე ეხება მუდმივად, ერთ მხარეს სიძულვილის დათესვის მცდელობას ჩვენ ქვეყანაში, ამ ლიბერალურ ფაშიზმს, მეორე მხარეს არის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანას დავუბრუნოთ ის საერთო სურათი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის, წლების განმავლობაში გამოირჩეოდა - ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ეს იყო ის, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი და აქ ვიღაცები ხელოვნურად, მათ შორის გარე დაფინანსებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას. საზოგადოებამ პასუხი, რა თქმა უნდა, 26-ში ამასაც უნდა გასცეს და ბნელ წარსულსაც. თქვენ ხედავთ, რა სახეები არიან ოპოზიციაში წარმოდგენილი: „ნაცმოძრაობა“ - სააკაშვილის პარტია; გვარამიას პარტია;  ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და გახარია, რომლის დანაშაულებზე ვისაუბრეთ. არ შეიძლება ამ ბნელ წარსულში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი“, - განაცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის ათეულის წევრი კახა ოქრიაშვილი კი ამბობს, რომ აქტიურად არის საარჩევნო პროცესში ჩართული და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსხვილ ქალაქებში „ოცნება“ არჩევნებს პირწმინდად აგებს.

„მე შემოვიარე დმანისის, წალკის, ბოლნისის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, ხვალ ვგეგმავ შეხვედრას მარნეულში. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის 80%-ს სურს ცვლილებები და მმართველი პარტია მხოლოდ იმ შიშის იმედზეა, რაზეც ამდენი ვისაუბრე. არ მჯერა, რომ 300 ლარის დაკარგვის შიში გადაულახავი და დაუძლეველია. მოგმართავთ ყველას, ვისაც ამ მეთოდით გაიძულებენ, რომ ხმა მისცეთ „ვადაგასულ და აუხდენელ ოცნებას“, თქვენ არაფერი გემუქრებათ! მიდით არჩევნებზე და უთხარით უარი „41“-ს, იმ ხალხს, ვისაც თქვენი 200 და 300 ლარად დამონება სურს! ხმის მიცემის პროცესი ფარულია და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვის მიეცით ხმა, თუ თქვენ თვითონ არ გაამხელთ“, - ამბობს ოქრიაშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ოპტიმიზმი და საუბარი იმაზე, თითქოს დიდ ქალაქებს იგებენ, ერთი დიდი სიყალბეა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მათივე კვლევების მიხედვით „ოცნება“ იგებს და ოპოზიციას არა აქვს არანაირი შანსი იმის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მოიგოს.

„რეალურად, რა მხარდაჭერაც აქვს ოპოზიციას, 20 ოქტომბერს უკვე გამოჩნდა. რა მრადაჭერაც „ოცნებას“ აქვს, ამ კამპანიის მაძინლზე ყველა დიდ ქალაქში აჩვენა და დასკვნითი 23 ოქტომბერს თბილისში ყველაზე გრანდიოზული იყო. რამდენი ხალხიც იყო, ყველამ კარგად დაინახა და დაითვალა. ისიც კარგად დაინახეს რეგიონებში ოპოზიციის ცარიელი ავტობუსები როგორ დადიოდა. ვერავინ ვერც თბილისში გამოიყვანეს და ვერც რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი. მხარდამჭერთა რაოდენობა ოპოზიციამ „ოცნების“ 23 ოქტომბერს ნამდვილად ნახა.

რომელ დიდ ქალაქებში აქვთ მხარდაჭერა, რომელში ჩაატარეს შეხვედრები, სად გამოვიდა ხალხი მათთან სასაუბროდ? კახეთში ხომ ნაციონალები ყველამ იცის, რომ ვერ ჩადიან. მელია და მისი მხარდამჭერები იყვნენ თელავში და სასტუმროდან შიშით გარეთ ვერ გამოვიდნენ. გვარამია ხომ საერთოდ კახეთში ფეხის ჩადგმას ვერ ბედავს. ავიღოთ დედაქალაქი. სად ჩაატარეს შეხვედრები? ვაკეში? დიდუბეში? ნახალოვკაში? მთაწმინდაზე? დაასახელონ რომელ რაიონში აქვთ თბილისში მხარდაჭერა. ან ქუთაისში იყვნენ თუ სად ნახეს ეს მხარდაჭერა დიდ ქალაქებში? ეს არის ტყუილი, რომელიც შემდეგ იმისთვის საძახებლად სჭირდებათ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, როცა კულტურის სახლის დირექტორები უარს ეუბნებოდნენ ოპოზიციას შეხვედრების ჩატარებაზე, მსგავსი არაფერი ხდება დღეს.

„სრულიად თავიუსფლად შეეძლოთ მხარდამჭერებთან შეხვედრები, მაგრამ სადა ჰყავთ? აი, ამ ტყუილებით უნდათ მერე ვითომ არჩევნების გაყალბება წარმოაჩინონ. „ოცნებას“ დიდ ქალაქებშიც და რეგიონებშიც საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. არც ერთ დიდ ქალაქში მე ამათი შეხვედრები და დიდი თავყრილობა არ მინახია და რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამ ტყუილებს, საინტერესოა. რა კვლევები აქვთ, ვის აჩვენეს? მაგათი კვლევებითვე „ოცნება“ მაინც პირველ ადგილას გადის და რაზე დაყრდნობით საუბრობენ ამ აბსურდს, საინტერესოა“, - ამბობს აბაშიძე.

 

 

 

მერაბ.g კახეთში, ქართლში, ქვემო ქართლში, ჯავახეთში ძველი და ახალი მეცოცხეები ჯამურად 10%-ზე მეტს ვერ აიღებენ; დასავლეთ საქართველოში და თბილისში ეს შეიძლება იყოს 25%-მდე; დათვალეთ! რაოდენობრივად ეს 400 ათასს ვერ გადასცდება! ლელო 100 ათასს ვერ გადასცდება; გახარია აიღებს 200 ათასამდე! ... მინიმუმ 300 ათასი ხმა დაიკარგება; ოცნება აიღებს 900 ათას ხმამდე! ესაა სულ!
1 თვის უკან