„თუ ტრამპმა მიაღწია უკრაინის გაჩუმებას და ამით რუსეთის დაკმაყოფილებას, მაშინ ის საქართველოსაც დაუთმობს რუსეთს“

„თუ ტრამპმა მიაღწია უკრაინის გაჩუმებას და ამით რუსეთის დაკმაყოფილებას, მაშინ ის საქართველოსაც დაუთმობს რუსეთს“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დადემოკრატიული პარტიისპრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მიჩიგანში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხს ერთ დღეში მოაგვარებს. გაიგეთ რას ამბობს. ის დანებდება. ის აიძულებს უკრაინას, უარი თქვას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც მის სუვერენიტეტს არღვევს. თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება. გააცნობიერეთ, რა მნიშვნელობა ექნება ამას ამერიკისთვის და მსოფლიოში ჩვენი პოზიციისთვის“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

ხოლო, მანამდე დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაადანაშაულა. როგორც Politico- მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინა-რუსეთის ომი პრეზიდენტ ბაიდენის წაქეზებულია და ომი არ იქნებოდა, პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო. ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომკარგი ურთიერთობა აქვს როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან“, რომელსაც იგი გასულ თვეში გაერო- გენერალური ასამბლეის დროს შეხვდა.

მას არასოდეს არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება. ეს ომი წამგებიანია, - აღნიშნა ტრამპმა ზელენსკიზე საუბრისას.

ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მის საარჩევნო შტაბს სთხოვეს, სადაც გამოცემას მიუთითეს ტრამპის იმ სიტყვებზე, რომელიც მან რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე ივლისში გააკეთა:

პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა აიღო ყირიმი. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთი, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაშია. პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთს არაფერი წაუღია“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა.

აქვე შეგახსენებთ, მანამდე კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე ვლადიმერ პუტინს უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯების შემთხვევაში, ის ყველანაირად ეცდება გააჩეროს უკრაინა და არა უშუალოდ რუსეთი - აშშ-მა უკრაინას შესაძლოა იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს.

ის ფაქტი, რომ ომი არ წავა დემოკრატიული სამყაროს სასარგებლოს და ტრამპი აპატიებს პუტინს აგრესიას, ამის შანსები საკმაოდ მაღალია - ტრამპი ეცდება უფრო იოლად გააჩეროს უკრაინა, ვიდრე რუსეთი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპი აღტაცებულია მოსკოვის პოლიტიკით, მაგრამ მას უნდა, რომ რაღაც გააკეთოს, გააჩეროს ომი და ომის გაჩერება უფრო მეტად შეუძლია უკრაინის გაჩერებით, რადგან იარაღს ამერიკა აძლევს უკრაინას და არა რუსეთს.

მთავარი არ არის პუტინი თუ ზელენსკი, მისთვის მნიშვნელოვანია ომის გაჩერება და ამით ქულები ჩაიწეროს ამერიკელების წინაშე - გმირი გახდეს. შედეგად, დაიწყოს უკრაინამ მოლაპარაკებები რუსეთთან, რაც რუსეთს აწყობს - მისი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები ზელენსკისთან - რუსეთს მისცეს საშუალება მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე დარჩნენ. ამის შანსი არსებობს და კამალ ჰარისი წინასაარჩევნოდ ტემპერატურას სწევს და ფიგურალურად ამბობს, რომ პუტინი შეიძლება კიევში დაჯდეს, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

თავად კამალ ჰარისის კანდიდატურას უჭერს მხარს და აღნიშნავს, არ არის გამორცხული, რომ ტრამპი ითვალისწინებს რა რუსეთის სურვილებს, უკრაინის შემდეგ, მოსკოვს საქართველოც დაუთმოს.

მე მინდა, რომ ჰარისმა გაიმარჯვოს არჩევნებში. ყოველთვის დემოკრატების მომხრე ვარ, ვინც არ უნდა იყოს, შესაბამისად, ჰარისისკენ ვარ. ტრამპი ჩემთვის მიუღებელია, რადგან ავანტიურისტია და სულ არ ადარდებს მსოფლიო - მისთვის გეოპოლიტიკაა მნიშვნელოვანი და არა ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ტერიტორიული მთლიანობა და .. აღიარებს რუსეთის ძლევამოსილებას. მე მეშინია ჩემი სახელმწიფოს ბედის, რადგან ტრამპისთვის საქართველო არაფერია, მისთვის მიშვნელოვანია რუსეთი როგორ უყურებს საქართველოს.

თუ ტრამპმა მიაღწია უკრაინის გაჩუმებას და ამით რუსეთის დაკმაყოფილებას, მაშინ ის საქართველოსაც დაუთმობს რუსეთს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპისთვის მიუღებელია ჩინეთი - თუ გაიგებს, რომ ჩინეთი ძლიერდება საქართველოში, შეიძლება ამან გაამწაროს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ჩინეთს მოუსპოს საქართველოში არსებობის გარკვეული პირობები. ის ჩინეთის მიმართ უფრო გაღიზიანებული იქნება, ვიდრე რუსეთის მიმართ - რუსეთს დიდი სიამოვნებით დაუთმობს საქართველოს, მაგრამ ჩინეთს - არა, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

trampi ტრამპს არ გაამარჯვებინებენ და არც მაწყობს ...(მაშინ ჯახი აღარ დაეწყებათ)
არადა იქ ჯახი....... აუცილებელია !!!!!!!!!!!!!
4 კვირის უკან