„უნდა იცოდე, სად უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, ვისთან უნდა თქვა და როდის უნდა თქვა“

„უნდა იცოდე, სად უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, ვისთან უნდა თქვა და როდის უნდა თქვა“

შეთავაზება მიღებულია, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ბიძინა ივანიშვილთან აუდენციისთვის ემზადება. წინამორბედისგან განსხვავებით, ელჩი დანიგანი შემჩნეული არ არის საქართველოს ომში ჩართვის სურვილსა და ბიზნეს საქმეების გარჩევაში, მასთან შეხვედრა შეიძლება პოზიტიური აღმოჩნდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის განახლებაში.

აქამდე მმართველი გუნდი მოუთმენლად ელოდა 5 ნოემბერს გასამართ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, როცა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვის ეტაპი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის არჩევნებამდე ლოდინს არ აპირებს, ამიტომაც ქართული ოცნება ამერიკას ურთიერთობების გადატვირთვას უკვე 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სთავაზობს.

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ ამერიკის ელჩთან ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა მოითხოვა.

როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა. შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო. ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, - აღნიშნა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და აქვე ახსნა, აშშ-ის პირველ ელჩთან რატომაც ბლოკავდა შეხვედრას, რადგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას კომპლექსის გამო ვერ მიიღებდა, რათა არავის ეთქვა, რომ ამას აკეთებდა დაბლოკილი ფულის გამო.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ, უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები ამერიკასთან შევცვალოთ უფრო პოზიტიურად, რადგან ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის.

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან მალე შედგება, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის მზად არის, გამართოს ასეთი შეხვედრა. ანალოგიური სურვილი დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც.

აქვს თუ არა მზაობა ამერიკულ მხარეს, გადატვირთოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან-საქართველოსთან?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის ინტერესებში და, მთლიანობაში, დასავლეთის ინტერესებშია საქართველოსთან ურთიერთობა. რატომღაც ჩვენთან წარმოაჩენენ ისე, თითქოს დასავლეთთან ჩვენ გვაქვს შესახვეწი რამე, სინამდვილეში, ჩვენ ვჭირდებით დასავლეთს, უპირველეს ყოვლისა, ვჭირდებით გეოპოლიტიკის გამო.

ედიშერ გვენეტაძის აზრით, უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა სულ ახლახანს - მეორედ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს ნიშანია როგორც დასავლეთისათვის, ისე სხვა მოკეთეებისა და არაკეთილმოსურნეებისთვის, რომ საქართველომ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა.

ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო დასავლეთს ვჭირდებით. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ სულ მალე მოხდება ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობების გადატვირთვა. საქართველო საჭიროა ამერიკისთვის, საქართველო საჭიროა დასავლეთისთვის, სამხრეთისთვის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისთვის. ღმერთმა ისეთ ადგილას გვარგუნა ცხოვრება, რომ ყოველმხრივ საჭირო ვიქნებით. ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო ფრაზა თქვა, უზრდელობაა, კაცს შენთან შეხვედრა უნდოდეს და შენ არ ხვდებოდე მას, მაგრამ მე არ დაველაპარაკე ყოფილ ელჩს იმის გამო, რომ ამას მერე გამოაბამდნენ კუდს, თითქოს საკუთარი ფულისთვის ყიდის ქვეყანას უცხოელებზეო. ახლახანს მაინც დაიბჟუტურა ვაშაძემ, ბიძინას თავისი ფულების მეტი არ ახსოვს არაფერიო. სინამდვილეში, ყველაფერი გათვლილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, მას განსაზღვრული აქვს, როდის დაელაპარაკოს უცხოელებს. ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს ისე, როგორც ძველ ქართულ გამონათქვამს შეეფერება - უნდა იცოდე, სად უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, ვისთან უნდა თქვა და როდის უნდა თქვა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყველაფერი რეალობაა და მისი პროგნოზები ერთი-ერთში ყოველთვის მართლდება. შესაბამისად, სამარცხვინო ფსევდოექსპერტების, ფსევდო ნაცსპიკერების გამონათქვამები ყოველთვის ქარწყლდება, ნეიტრალდება და დასაცინი ხდება.

ის, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ე.წ. პრორუსული პოლიტიკის გამტარებელია, სისულელე, სიბრიყვე და რადიკალთა თავებში მოხარშული ნარატივია, რომელსაც არ უწერია გამართლება. თავად ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც კი იციან მისი პროდასავლური ორიენტაცია. ეს ვერსად დაიმალება, ამას ვერ უარყოფს ვერც თინა ხიდაშელი, ვერც დავით უსუფაშვილი, ვერც ზვიად ძიძიგური და სხვები. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში, თუ სხვა გლობალურ მომენტებს, რასაც ქართველი ხალხი დაუკვეთავს 26 ოქტომბერს, ის შედეგი იქნება და იმ საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად იმოქმედებს როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე მმართველი გუნდი. უთუოდ მოხდება ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა, რაც მმართველ გუნდს არ დაუზიანებია, თავად სამარცხვინო აქტორებმა დააზიანეს, იქნება ეს სენატიდან, კონგრესიდან, თუ ევროპარლამენტიდან. ვინც ოდნავ გარტყმაშია საერთაშორისო ურთიერთობებში, იცის, რომ საკუთარი მავნებლური განცხადებები უკან წაუღია როგორც ბრიუსელს, ასევე, ვაშინგტონს, ამიტომ ხალხის ნებას ვერაფერი დაუპირისპირდება, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.

 

trampi დასავლეთმა ჩვენს მიმართ რიტორიკა შეიცვალაო
შეიცვლიდა აბა რა ჯანდაბას იზამდა

არ შეიცვლის და დედაც ეტირება---- სუ დაგვკარგავს
რომელი ურჩევნია??
ჰოოოდა შეიცვლის.... აბა რას იზამს
მიწოლით რომ არ გამოსდით არაფერი, იმიტომ შეიცვალეს რიტორიკა
ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო ეტყობა მიხვდნენ
ინდიელები ვეგონეთ
წავიდნენ მაგათი ოხერი დედაც ....................მაგათი ასაკის კახეთში კაკალი ედგა პაპაჩემს (მერე მოჭრეს --გზას აკეთებდნენ)
ფიდარტასტები
ჟაპაროზეცმა რო უთხრა ვოლგას------ რაც მაგათ თავში აქვთ, ჯერ მარტო იმდენი ჩვენ ტრ კში გვაქვს, მაგათ გონებით როგორ უნდა გვაჯობონ?
ყველამ ჩვენზე დაიმტვრია კბილები......ჰოოოდა მეშვედეები არიან ეგენი, მეშვიდეები
ეხლა ნახეთ ჩვენს მერე მთელ მსოფლიოში ოპტომ რო დაერხევათ
რევოლუცია კი არა---- შიხტა--კიკოლა
რევოლუცია ................... ის მასინ გამოუცდელი ხალხი ვიყავით, კომუნისტების მერე ამერიკელები მამა აბრამის ბატკნები გვეგონნენ
მამა აბრამის ბატკნები კი არა თურმე ესენი ეშმაკზე დამყნობილები ყოფილან... ამათთან შედარებით მართლა მამა აბრამის ბატკნები კომუნისტები ყოფილან---ამდენს არ გვიფუჭებდნენ
1 თვის უკან